ავტორი:

უკრაინაში 30-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მექრთამეობის ბრალდებით გაათავისუფლეს - რას აცხადებს ზელენსკი?

უკრაინაში 30-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მექრთამეობის ბრალდებით გაათავისუფლეს - რას აცხადებს ზელენსკი?

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მოქალაქეებს ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის დატოვებაში ეხმარებოდნენ, ანტიკორუფციული წმენდის შედეგად გაათავისუფლეს. 30-ზე მეტ ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ემუქრება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ომის დროს მექრთამეობა არის "ღალატი".

პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორუფციული ბრალდებები "საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას".

"ჩვენ ვათავისუფლებთ ყველა რეგიონულ სამხედრო კომისარს. ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა არის ომი და რატომ არის მექრთამეობა სახელმწიფო ღალატი“ - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ზოგადი მობილიზაციის წესების თანახმად, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა მამაკაცმა, რომელსაც ბრძოლა შეუძლია, სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა მოიხადოს, ხოლო 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.