მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება - "ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ნიკო აკეთებს"
შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება - "ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ნიკო აკეთებს"

შო­ვის ტრა­გე­დი­ის დროს გარ­დაც­ვლილ სოფო ბა­კუ­რა­ძის 4 წლის ლუ­სის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ფონ­დი და­ეხ­მა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, იკოს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ნინო კვა­რა­ცხე­ლია წერს:

"აგერ ნი­კოს და­ბა­დე­ბის დღეც დგე­ბა, მის გა­რე­შე მე­ო­რედ აღ­ვნიშ­ნავთ ამ დღეს ბრჭყვი­ა­ლა სი­ცო­ცხლით სავ­სე ბი­ჭის უსი­ცო­ცხლო და­ბა­დე­ბის დღეს! არა­ფე­რი დარ­ჩე­ნია ოჯახს და ჩვენ, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს მისი სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თოთ ის, რა­საც იგი აკე­თებ­და და გეგ­მავ­და, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ნი­კოს ფონ­დი ეხ­მა­რე­ბა ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ის, მა­მე­ბის ამა­რა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვებს.

გახ­დი გმი­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ახ­დენს სამი ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, და­წე­სე­ბუ­ლია ნი­კოს სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო. ახლა შო­ვის ტრა­გე­დი­ით უდე­დოდ დარ­ჩე­ნილ ლუ­სის და­ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა არც ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კუ­თხით უნ­დათ გან­ვი­თა­რე­ბა, არ იქ­ნე­ბი­ან უყუ­რა­დღე­ბოდ, მათ­თვის Hack Days Georgia 2023 გა­ი­მარ­თე­ბა. ეს არას­რუ­ლი სიაა იმი­სა, რა­საც ნიკო აკე­თებს, გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის, დღეს ჩემო ბიჭო, სა­დაც ხარ!" - წერს ზამ­ბა­ხი­ძე.

ცნო­ბის­თვის, შო­ვის სტი­ი­ქი­ის შემ­დეგ 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, სოფო ბა­კუ­რა­ძეს ეძე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის შოვ­ში კო­ტე­ჯებ­ში მუ­შა­ობ­და და მე­წყრის დრო­საც სწო­რედ იქ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ლუსი, ხში­რად მიჰ­ყავთ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, იქ­ნებ დედა უფრო იშ­ვი­ა­თად მო­ი­კი­თხოს. სოფო ბა­კუ­რა­ძე 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, სო­ფელ გლო­ლა­დან, ის შოვ­ში, კო­ტე­ჯებ­ში მუ­შა­ობ­და და ლუ­სის ბო­ლოს, 3 აგ­ვის­ტოს, ჩა­ხუ­ტე­ბით გა­მო­ემ­შვი­დო­ბა. სო­ფოს მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

ლუ­სი­ზე ზრუნ­ვის სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­ტო­ხე­ლა დე­დას ჰქონ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბის ამა­რა დარ­ჩე­ნილს კი, ახლა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. ვი­ცით შე­უძ­ლე­ბე­ლია დე­დის მო­ნატ­რე­ბას ვუშ­ვე­ლოთ რამე, ვერც დე­დის მო­ფე­რე­ბას შე­ედ­რე­ბა ჩვე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა, მაგ­რამ რაც სო­ფოს შეგ­ვიძ­ლია გა­ვუ­კე­თოთ ახლა, ლუ­სი­ზე ზრუნ­ვაა" - წე­რენ გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლი ლე
0

ცხონდა შენი სული ვაჟკაცო ნიკო! შენ გარდაცვლილიც ათასობით ცოცხალ ადამიანს ჯობიხარ. პატარა ლუსის ჯანმრთელობა, დედამისს ნათელი... 

......
1

ნათელი ჰქონოდეთ ლუსის დედიკოს და ნიკოს, გამძლეობა ოჯახს, მართლაც საგმირო საქმეა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება - "ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ნიკო აკეთებს"

შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება - "ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ნიკო აკეთებს"

შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ სოფო ბაკურაძის 4 წლის ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, იკოს ოჯახის ახლობელი ნინო კვარაცხელია წერს:

"აგერ ნიკოს დაბადების დღეც დგება, მის გარეშე მეორედ აღვნიშნავთ ამ დღეს ბრჭყვიალა სიცოცხლით სავსე ბიჭის უსიცოცხლო დაბადების დღეს! არაფერი დარჩენია ოჯახს და ჩვენ, ოჯახის ახლობლებს მისი სახელით გავაკეთოთ ის, რასაც იგი აკეთებდა და გეგმავდა, რომ გაეკეთებინა. ნიკოს ფონდი ეხმარება ბათუმის ტრაგედიის, მამების ამარა დარჩენილი ბავშვებს.

გახდი გმირის საშუალებით ახდენს სამი ბავშვის განათლების უზრუნველყოფას, დაწესებულია ნიკოს სახელობის ჯილდო. ახლა შოვის ტრაგედიით უდედოდ დარჩენილ ლუსის დაეხმარება, თუმცა არც ახალგაზრდები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით უნდათ განვითარება, არ იქნებიან უყურადღებოდ, მათთვის Hack Days Georgia 2023 გაიმართება. ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ნიკო აკეთებს, გილოცავ დაბადების, დღეს ჩემო ბიჭო, სადაც ხარ!" - წერს ზამბახიძე.

ცნობისთვის, შოვის სტიიქიის შემდეგ 23 წლის მარტოხელა დედას, სოფო ბაკურაძეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის შოვში კოტეჯებში მუშაობდა და მეწყრის დროსაც სწორედ იქ იმყოფებოდა.

"ლუსი, ხშირად მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას, იქნებ დედა უფრო იშვიათად მოიკითხოს. სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედაა, სოფელ გლოლადან, ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და ლუსის ბოლოს, 3 აგვისტოს, ჩახუტებით გამოემშვიდობა. სოფოს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა, სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვიცით შეუძლებელია დედის მონატრებას ვუშველოთ რამე, ვერც დედის მოფერებას შეედრება ჩვენი მზრუნველობა, მაგრამ რაც სოფოს შეგვიძლია გავუკეთოთ ახლა, ლუსიზე ზრუნვაა" - წერენ გოგონას ახლობლები.