მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანიდან 20 იდენტიფიცირებულია, 9 დაკარგულს კი ეძებენ
თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანიდან 20 იდენტიფიცირებულია, 9 დაკარგულს კი ეძებენ

ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­ცხრე დღეა უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ დღეს 3 ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღის ბო­ლოს მე­დი­ას­თან შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ამ დრო­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 24 ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი, მათ­გან 20 იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, 9 ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მღებ­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია და­მე­წყრი­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 40 %.

"აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­გორც ცო­ცხა­ლი ძა­ლით, ასე­ვე მძი­მე ტექ­ნი­კით და მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით - ნა­ვე­ბით მდი­ნა­რე­ზე. დღეს მო­ხერ­ხდა 3 ცხედ­რის ნახ­ვა მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში, სა­მი­ვე მათ­გა­ნი გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია პრო­ზექ­ტუ­რა­ში. გარ­და ამი­სა, ნა­ნა­ხი იქნა ადა­მი­ა­ნის ქვე­და კი­დუ­რი ცალ­კე­უ­ლად და ესეც ასე­ვე გა­და­ტა­ნი­ლია პრო­ზექ­ტუ­რა­ში. პირ­ვე­ლი ცხე­და­რი სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 კმ-ის მო­შო­რე­ბი­თაა ნა­პოვ­ნი. და­ნარ­ჩე­ნი 2 ცხე­და­რი კი 2 კმ-ის მო­შო­რე­ბით იყო, ერ­თმა­ნეთ­თან 200 მეტ­რის რა­დი­უ­სით. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს მდი­ნა­რის მო­ნი­ტო­რინ­გი, ამ ეტაპ­ზე ვი­ნა­ი­დან მდი­ნა­რის დონე და­წე­უ­ლია გა­მოჩ­ნდა ისე­თი ად­გი­ლე­ბი სა­დაც, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უკვე ად­გილ­ზე გა­და­მოწ­მე­ბა. ხვალ 54 კმ სიგ­რძის პე­რი­მეტ­რი იქ­ნე­ბა გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი, ეს არის ზუს­ტად ამ­ბრო­ლა­უ­რის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც უკვე მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა გაშ­ლი­ლი. ამ დრო­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 24 ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი, მათ­გან 20 იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, 9 ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია და­მე­წყრი­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 40%“, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფე­ბი, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, კი­ნო­ლოგ­თა ჯგუ­ფი, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნე­ბი, დრო­ნე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო ნა­ვე­ბი და სპე­ცტექ­ნი­კა. ასე­ვე, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მუ­შა­ო­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანიდან 20 იდენტიფიცირებულია, 9 დაკარგულს კი ეძებენ

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანიდან 20 იდენტიფიცირებულია, 9 დაკარგულს კი ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველების მიერ დღეს 3 ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

მისი თქმით, ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40 %.

"აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით - ნავებით მდინარეზე. დღეს მოხერხდა 3 ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში, სამივე მათგანი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ესეც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებითაა ნაპოვნი. დანარჩენი 2 ცხედარი კი 2 კმ-ის მოშორებით იყო, ერთმანეთთან 200 მეტრის რადიუსით. პირველივე დღიდან მიმდინარეობს მდინარის მონიტორინგი, ამ ეტაპზე ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია გამოჩნდა ისეთი ადგილები სადაც, შესაძლებელი გახდა უკვე ადგილზე გადამოწმება. ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურადაა გაშლილი. ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40%“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.