პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2023 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 6%-ითაა გაზრდილი" - თენგიზ ცერცვაძე
"2023 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 6%-ითაა გაზრდილი" - თენგიზ ცერცვაძე

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა და­ცუ­ლი. მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­ნა­ი­დან გაზ­რდი­ლი მიგ­რა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მა­ინც არ­სე­ბობს აივ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მა­ტე­ბის რის­კე­ბი, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბას, რომ ზედ­მი­წევ­ნით და­იც­ვან აივ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აივ ინ­ფექ­ცი­ის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, 2023 წლის პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის პე­რი­ოდ­ში, შარ­შან­დელ ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით აივ/შიდსის ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია 6%-ით.

"ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ით­ქმე­ბა შეშ­ფო­თე­ბა, რომ მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან, შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ქვე­ყა­ნა­ში აივ/შიდსის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის რის­კებ­თან, რაც სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში აივ/შიდსის მა­ღალ პრე­ვა­ლენ­ტო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვინ­და გა­ვა­კე­თოთ შემ­დე­გი გან­მარ­ტე­ბე­ბი:

სა­ქარ­თვე­ლო აივ/შიდსით ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და მოვ­ლის თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვეა (თუ სა­უ­კე­თე­სო არა) აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, გა­მოვ­ლე­ნი­ლი აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 86%-ზე მეტი სტა­ბი­ლუ­რად იღებს ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სულ მკურ­ნა­ლო­ბას და მათი 92%-ზე მეტ­ში მიღ­წე­უ­ლია ვირუ­სის სუპ­რე­სია, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ მათი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ ცხოვ­რე­ბის კარ­გი ხა­რის­ხი და რაც მთა­ვა­რია ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად არ წარ­მო­ად­გე­ნენ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როს. ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი სრულ­ფა­სოვ­ნად არი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ქმნი­ან ოჯა­ხებს, აჩე­ნენ ჯან­მრთელ შვი­ლებს და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი და უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიგ­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან­ვე (2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლი) შიდსის სამ­სა­ხურ­მა გა­აძ­ლი­ე­რა აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და პრე­ვენ­ცი­ის, მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კე­თილ­სა­ი­მე­დო ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კუ­თხით. 2023 წლის პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის პე­რი­ოდ­ში, შარ­შან­დელ ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით აივ/შიდსის ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია სულ 6%-ით. ამას­თან, მათი ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ეს ზრდა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია არა იმ­დე­ნად მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან, რამ­დე­ნა­დაც COVID-19 პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას­თან, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნას­თან და ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან. ჩვენ ვმუ­შა­ობთ მიგ­რან­ტებ­თან, რომ ყვე­ლა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მიგ­რან­ტი დრო­უ­ლად იყოს ჩარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის სერ­ვი­სებ­ში. შე­დე­გიც კარ­გი გვაქვს. ბოლო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბი მი­ე­წო­და უცხო­ე­თის 214 მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის რუ­სე­თის 91 მო­ქა­ლა­ქეს და უკ­რა­ი­ნის 74 მო­ქა­ლა­ქეს. ამას­თან ამ პა­ცი­ენ­ტებს გლო­ბა­ლურ ფონდთან შე­თან­ხმე­ბით ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ე­წო­დე­ბათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოდ. მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უფა­სოა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის. გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან 20 პი­რის­თვის ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გარ­და ნე­ბის­მი­ე­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა არის სრუ­ლი­ად უფა­სო.

აივ/შიდსის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ე.წ. პრე­ექ­სპო­ზი­ცი­უ­რი პრე­ვენ­ცი­ის (PREP) პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბულ სრულ­ფა­სო­ვან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, რომ მა­ღა­ლი რის­კის ქცე­ვე­ბის მქო­ნე ჯან­მრთე­ლი (არა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი) პი­რე­ბი, მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უფა­სოდ იღე­ბენ ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენ­ტებს, რაც აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც კი მათ სა­ი­მე­დოდ იცავს აივ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის, რო­მელ­მაც 2017 წლი­დან და­ი­წყო და დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს ამ პროგ­რა­მას. დღემ­დე ამ პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლა 1500-ზე მეტ­მა მა­ღა­ლი რის­კის ქცე­ვე­ბის მქო­ნე ჯან­მრთელ­მა (არა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა) პირ­მა და არ­ცერთ მათ­გან­თან არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა აივ-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2022-2023 წლებ­ში შიდსის ცენ­ტრი PREP-ის ფარ­გლებ­ში მო­ემ­სა­ხუ­რა აგ­რეთ­ვე უცხო­ე­თის 292 მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის რუ­სე­თის და უკ­რა­ი­ნის 253 მო­ქა­ლა­ქეს.

ასე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა და­ცუ­ლი. მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­ნა­ი­დან გაზ­რდი­ლი მიგ­რა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მა­ინც არ­სე­ბობს აივ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მა­ტე­ბის რის­კე­ბი, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბას, რომ ზედ­მი­წევ­ნით და­იც­ვან აივ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, კერ­ძოდ: თავი აა­რი­დონ შემ­თხვე­ვით და­უც­ველ სქე­სობ­რივ კონ­ტაქ­ტებს, არ და­უშ­ვან არას­ტე­რი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­ეჭ­ვო კონ­ტაქ­ტის ან კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის მცი­რე­დი ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­შიც კი მი­მარ­თონ ტეს­ტი­რე­ბი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ან ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

მო­სახ­ლე­ო­ბას მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი აქვს აივ/შიდსის ეპი­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა 2030 წლის­თვის, რაც ნიშ­ნავს აივ ინ­ფექ­ცი­ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ნუ­ლამ­დე დაყ­ვა­ნას და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბამ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნოს ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო შე­დე­გის მიღ­წე­ვა”,- აღ­ნიშ­ნავს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანტილიბერალი
0

ვაააახ კაცო კოვიდის გარდა კიდევ ყოფილა, სხვა რაღაც 

ედშ
3

ოჰ! კოვიდის მაfია გამოჩნდა. 

...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"2023 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 6%-ითაა გაზრდილი" - თენგიზ ცერცვაძე

"2023 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 6%-ითაა გაზრდილი" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიგრაციის პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით აივ ინფექციის ეპიდსიტუაციასა და საქართველოში სერვისების მიწოდებაზე საუბრობს.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით.

"ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ შემდეგი განმარტებები:

საქართველო აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა (თუ საუკეთესო არა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასე მაგალითად, გამოვლენილი აივ ინფიცირებულთა 86%-ზე მეტი სტაბილურად იღებს ანტირეტროვირუსულ მკურნალობას და მათი 92%-ზე მეტში მიღწეულია ვირუსის სუპრესია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, გარანტირებული აქვთ ცხოვრების კარგი ხარისხი და რაც მთავარია ისინი პრაქტიკულად არ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს. ასეთი პაციენტები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.

საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე (2022 წლის გაზაფხული) შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია კეთილსაიმედო ეპიდსიტუაციის შენარჩუნების კუთხით. 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია სულ 6%-ით. ამასთან, მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19 პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ჩვენ ვმუშაობთ მიგრანტებთან, რომ ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში. შედეგიც კარგი გვაქვს. ბოლო 18 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 214 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 91 მოქალაქეს და უკრაინის 74 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ეს მედიკამენტები უფასოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის. გარდა ამისა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ზემოთაღნიშნული უკრაინის მოქალაქეებიდან 20 პირისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარდა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება არის სრულიად უფასო.

აივ/შიდსის ახალი შემთხვევების პრევენციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პრეექსპოზიციური პრევენციის (PREP) პროგრამის წარმატებულ სრულფასოვან განხორციელებას, რომელიც გულისხმობს, რომ მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელი (არა აივ ინფიცირებული) პირები, მათი სურვილის შემთხვევაში უფასოდ იღებენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, რაც აივ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი მათ საიმედოდ იცავს აივ დაინფიცირებისგან. საქართველო ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას. დღემდე ამ პროგრამით ისარგებლა 1500-ზე მეტმა მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელმა (არა აივ ინფიცირებულმა) პირმა და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა აივ-ით დაინფიცირება. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში შიდსის ცენტრი PREP-ის ფარგლებში მოემსახურა აგრეთვე უცხოეთის 292 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის და უკრაინის 253 მოქალაქეს.

ასე, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა”,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.