მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს დეკანოზ ისაკაძის მოსაზრებაზე, რომ შოვი სტიქიით შარშან ჩატარებულ ფესტივალის გამო დაისაჯა
საქართველოს საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს დეკანოზ ისაკაძის მოსაზრებაზე, რომ შოვი სტიქიით შარშან ჩატარებულ ფესტივალის გამო დაისაჯა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­კა­ნოზ და­ვით ისა­კა­ძი­სა და სხვა მო­ძღვრე­ბის გან­ცხა­დე­ბებს ემიჯ­ნე­ბა.

სა­პატ­რი­არ­ქო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მო­უ­წო­დებს, "თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა­გან“.

"დე­კა­ნოზ და­ვით ისა­კა­ძის და ზო­გი­ერ­თი სხვა მო­ძღვრის მიერ შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის გან­სა­ზღვრა არის მათი პი­რა­დი აზრი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ემიჯ­ნე­ბა და, ამას­თან, კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ასეთ მტკივ­ნე­ულ და ფა­ქიზ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა­გან.

ჩვენ კი­დევ ერთხელ ვუ­ცხა­დებთ თა­ნაგ­რძნო­ბას გარ­დაც­ვლილ­თა და დღემ­დე და­კარ­გულ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს და შევ­თხოვთ ღმერ­თს, სუ­ლი­ე­რი მხნე­ო­ბა მი­მად­ლოს მათ, ხოლო სტი­ქი­ის შე­დე­გად აღ­სრუ­ლე­ბულთ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­კვიდ­როს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­კა­ნოზ­მა და­ვით ისა­კა­ძემ შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქია ერთი წლის წინ შოვ­ში ჩა­ტა­რე­ბულ მთის ფეს­ტი­ვალს და­უ­კავ­ში­რა. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ფეს­ტი­ვა­ლის 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "ეს წმინ­და ად­გი­ლი წა­ბილ­წეს და იქა­უ­რო­ბა პირ­და­პირ და­ი­სა­ჯა“.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
5

რამდენი მღვდელიც არის იმდენნაირი ქრისტიანობა აქვთ ამათ.

zaza 1
10

))))) გასაპარსია მოციქული!!!!....ან გაუპარსავი ფსიქიატრიულში!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

საქართველოს საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს დეკანოზ ისაკაძის მოსაზრებაზე, რომ შოვი სტიქიით შარშან ჩატარებულ ფესტივალის გამო დაისაჯა

საქართველოს საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს დეკანოზ ისაკაძის მოსაზრებაზე, რომ შოვი სტიქიით შარშან ჩატარებულ ფესტივალის გამო დაისაჯა

საქართველოს საპატრიარქო შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება.

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“.

"დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა დავით ისაკაძემ შოვში მომხდარი სტიქია ერთი წლის წინ შოვში ჩატარებულ მთის ფესტივალს დაუკავშირა. როგორც მან განაცხადა, ფესტივალის 3 დღის განმავლობაში "ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა“.