ცნობილი ხდება, რომ გიორგი ყარალაშვილის შემდეგ, მისი დის სოფო ყარალაშვილის ცხედარიც იდენტიფიცირებულია.
"რუსთავი 2" - ის ცნობით, ამის შესახებ გოგონას მამიდა აცხადებს:
"აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში, სოფოც აღარ გვყავს“.
და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები, 3 აგვისტოს შოვის სტიქიას მეგობარ დავით ბერიაშვილთანერთად ემსხვერპლნენ.
სოფო ყარალაშვილი, წარჩინებული მოსწავლე იყო. მან 2018 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
მოგვიანებით, მან ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს გეგმავდა, ძმა კი საფრანგეთის სორობონას უნივერსიტეტში აპირებდა სწავლას.
არსებული ინფორმაციით, და-ძმას მშობლიურ წნორში დაკრძალავენ.
საქარᲗველოვ Შენ სადა გყავს Შვილნი დასაკარგავი გული ტირის გლოვობს ამ ბედისგან და მᲗავრობისგან გაწირულ ადამიანებზე სამი სააᲗის განმავლობაᲨი Ჩვენმა ე წ ხელისუფლებამ რომ ვერ ᲨეᲫლო ამ სასოწარკვეᲗილი ხალხის დახმარება იქნებ მსხვერპლიც ნაკლები იქნებოდა იქნებ
აქედან რომ წახვალთ, აღარ უნდა ჩამოხვიდეთ! რა უნდა ამ ქყვეყანაში ჭკვიან, განათლებულ და ე.წ უპატრონო ახალგაზრდებს? ან მოგკლავენ სადმე ან იქნები უმუშევარი. ყველგან ნაკომუნისტრების, შევარდნაძის ჩინოვნიკების შვილები სხედან, მიშას ხალხმა მეც კაი ფული იშოვა და მოხია ამერიკაში. სრული მარაზმია ქვეყანაში!