მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატალონიელი ნუდისტები მათთვის გამოყოფილ სანაპიროებზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ხალხის მომრავლებას აპროტესტებენ - "ეს ჩვენი უპატივცემულობაა"
კატალონიელი ნუდისტები მათთვის გამოყოფილ სანაპიროებზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ხალხის მომრავლებას აპროტესტებენ - "ეს ჩვენი უპატივცემულობაა"

კა­ტა­ლო­ნი­ა­ში ნუ­დის­ტუ­რი სა­ნა­პი­როს სი­შიშ­ვლის მოყ­ვა­რუ­ლი სტუმ­რე­ბი პრო­ტეს­ტმა მო­იც­ვა მას შემ­დეგ, რაც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ხალ­ხი მომ­რავ­ლდა. 56 წლის სე­გიმონ რო­ვი­რას, რაც თავი ახ­სოვს, ამ კონ­კრე­ტულ სა­ნა­პი­რო­ზე სულ ნუ­დის­ტე­ბი და­დი­ოდ­ნენ, ახლა კი აღ­შფო­თე­ბუ­ლია დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ქცე­ვით, რომ­ლე­ბიც პლაჟს სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით სტუმ­რო­ბენ.

რო­ვი­რას აზ­რით, ასე­თი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ნუ­დის­ტებს თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად აგ­რძნო­ბი­ნე­ბენ.

"ისი­ნი ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გვაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ. ეს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა", - ამ­ბობს მა­მა­კა­ცი.

შე­დე­გად, რო­ვი­რამ და სხვა ნუ­დუს­ტებ­მა კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 50 პლაჟ­ზე ათწლე­უ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ის დაც­ვას ისა­ხავს მიზ­ნად. "ნუ­დიზ­მი ეს­პა­ნეთ­ში აკ­რძა­ლუ­ლი არაა და ამის გა­კე­თე­ბა მა­შინ ნე­ბის­მი­ერ სა­ნა­პი­რო­ზე შე­გიძ­ლი­ათ", - ამ­ბობს რო­ვი­რა, რო­მე­ლიც კა­ტა­ლო­ნი­ის ნა­ტუ­რისტ-ნუ­დის­ტთა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

"იმის გამო, რომ არ გვსურს ხალ­ხი შე­ვა­წუ­ხოთ, ტრა­დი­ცი­უ­ლად ნუ­დის­ტურ პლა­ჟებს ვსტუმ­რობთ. გვინ­და, რომ ხალ­ხმა ამას პა­ტი­ვი სცეს."

ამ ცოტა ხნის წინ, ასო­ცი­ა­ცი­ამ კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბას წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც ითხო­ვენ "გა­ნი­ხი­ლონ ის დის­კრი­მი­ნა­ცია, რო­მელ­საც ნუ­დის­ტე­ბი კა­ტა­ლო­ნი­ის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე აწყდე­ბი­ან". მათ ჯერ კი­დევ არ მი­უ­ღი­ათ ამ მო­თხოვ­ნა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი.

"არი­ან ნუ­დის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ზო­გი­ერთ პლაჟ­ზე სი­ა­რუ­ლი სა­ერ­თოდ შე­წყვი­ტეს, რად­გან ისი­ნი ხალ­ხმრა­ვა­ლია და ბევრ ადა­მი­ანს აც­ვია სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი, ამის გამო ისი­ნი დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დი­ან".

ზოგ­მა ვი­ზი­ტორ­მა იმი­ტომ გა­და­წყვი­ტა პლაჟ­ზე ჩაც­მუ­ლი სი­ა­რუ­ლი, რომ სმარ­ტფო­ნი­ა­ნი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ხში­რად იღებ­დნენ სა­ნა­პი­რო­ზე ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. "შიშ­ველ ადა­მი­ა­ნებს არ სურთ თა­ვი­ან­თი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მოხ­ვდეს", - აკონ­კრე­ტებს რო­ვი­რა.

ზო­გი­ერ­თი ნუ­დის­ტი კი და­ცინ­ვის და შე­ვიწ­რო­ვე­ბის მსხვერ­პლი გახ­და და ამი­ტომ შე­წყვი­ტა პლაჟ­ზე შიშ­ვე­ლი სი­ა­რუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლებს, რო­გორც წესი, უფრო მე­ტად აყო­ლე­ბენ თვალს და ავიწ­რო­ვე­ბენ. ასე რომ, ისი­ნი ორ­ჯერ უფრო მე­ტად არი­ან დის­კრი­მი­ნი­რე­ბულ­ნი", - ამ­ბობს ნუ­დის­ტთა ფე­დე­რა­ცი­ის უფ­რო­სი. მა­მა­კა­ცი იმე­დოვ­ნებს, რომ მათი კამ­პა­ნია და­ეხ­მა­რე­ბა იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რომ გარ­კვე­უ­ლი პლა­ჟე­ბი ნუ­დის­ტე­ბის­თვის უსაფრ­თხო სივ­რცედ დარ­ჩეს და ტრა­დი­ცია შე­ნარ­ჩუნ­დეს".

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პირველყოფილები
0

ისინი ცალკე მაინც არიან ..ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშჯ ჩაცმულების პლაჟზეც შიშვლდებიან ..ერთმა ტოტლიკანა მობანავემ თქვა რომ სველი ტანსაცმელი თურმე კანს აზიანებს და იმიტომ ბანაობენ ტიტვლები.

მიშა
2

როგორ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას ჩაცმულმა ადამიანმა გახდილს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კატალონიელი ნუდისტები მათთვის გამოყოფილ სანაპიროებზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ხალხის მომრავლებას აპროტესტებენ - "ეს ჩვენი უპატივცემულობაა"

კატალონიელი ნუდისტები მათთვის გამოყოფილ სანაპიროებზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ხალხის მომრავლებას აპროტესტებენ - "ეს ჩვენი უპატივცემულობაა"

კატალონიაში ნუდისტური სანაპიროს სიშიშვლის მოყვარული სტუმრები პროტესტმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ხალხი მომრავლდა. 56 წლის სეგიმონ როვირას, რაც თავი ახსოვს, ამ კონკრეტულ სანაპიროზე სულ ნუდისტები დადიოდნენ, ახლა კი აღშფოთებულია დამსვენებლების ქცევით, რომლებიც პლაჟს საცურაო კოსტიუმებით სტუმრობენ.

როვირას აზრით, ასეთი დამსვენებლები ნუდისტებს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებენ.

"ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებენ. ეს უპატივცემულობაა", - ამბობს მამაკაცი.

შედეგად, როვირამ და სხვა ნუდუსტებმა კამპანია წამოიწყეს, რომელიც რეგიონის დაახლოებით 50 პლაჟზე ათწლეულების ტრადიციის დაცვას ისახავს მიზნად. "ნუდიზმი ესპანეთში აკრძალული არაა და ამის გაკეთება მაშინ ნებისმიერ სანაპიროზე შეგიძლიათ", - ამბობს როვირა, რომელიც კატალონიის ნატურისტ-ნუდისტთა ფედერაციის ხელმძღვანელია.

"იმის გამო, რომ არ გვსურს ხალხი შევაწუხოთ, ტრადიციულად ნუდისტურ პლაჟებს ვსტუმრობთ. გვინდა, რომ ხალხმა ამას პატივი სცეს."

ამ ცოტა ხნის წინ, ასოციაციამ კატალონიის მთავრობას წერილი მისწერა, რომელშიც ითხოვენ "განიხილონ ის დისკრიმინაცია, რომელსაც ნუდისტები კატალონიის სანაპიროებზე აწყდებიან". მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ამ მოთხოვნაზე ოფიციალური პასუხი.

"არიან ნუდისტები, რომლებმაც ზოგიერთ პლაჟზე სიარული საერთოდ შეწყვიტეს, რადგან ისინი ხალხმრავალია და ბევრ ადამიანს აცვია საცურაო კოსტიუმი, ამის გამო ისინი დისკომფორტს განიცდიან".

ზოგმა ვიზიტორმა იმიტომ გადაწყვიტა პლაჟზე ჩაცმული სიარული, რომ სმარტფონიანი დამსვენებლები ხშირად იღებდნენ სანაპიროზე ფოტოებს სოციალურ ქსელში გასაზიარებლად. "შიშველ ადამიანებს არ სურთ თავიანთი ფოტოები სოციალურ მედიაში მოხვდეს", - აკონკრეტებს როვირა.

ზოგიერთი ნუდისტი კი დაცინვის და შევიწროვების მსხვერპლი გახდა და ამიტომ შეწყვიტა პლაჟზე შიშველი სიარული.

"სამწუხაროდ, ქალებს, როგორც წესი, უფრო მეტად აყოლებენ თვალს და ავიწროვებენ. ასე რომ, ისინი ორჯერ უფრო მეტად არიან დისკრიმინირებულნი", - ამბობს ნუდისტთა ფედერაციის უფროსი. მამაკაცი იმედოვნებს, რომ მათი კამპანია დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ გარკვეული პლაჟები ნუდისტებისთვის უსაფრთხო სივრცედ დარჩეს და ტრადიცია შენარჩუნდეს".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა