ავტორი:

ტრაგედია სარფში: 19 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო - რა ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე?

ტრაგედია სარფში: 19 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო - რა ხდება ცნობილი უბედურ შემთხვევაზე?

სარფში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც ambebi.ge - სთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი 19 წლის დაჩი სახურიაა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინედან.

"გასკდა გული. არ ვიცი, რა დავწერო და როგორ ვუთანაგრძნოთ. არ ვიცი... ნამდვილად არ ვიცი", - წერს "ფეისბუქგვერდი" "ჩხოროწყუ".

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ზღვაში ის გუშინ გაუჩინარდა და მაშველებმა ცხედარი წყლის სიღრმიდან გუშინვე ამოიყვანეს.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო სიმართლეს არ შეესაბამება და აცხადებენ, რომ შემთხვევა გუშინ, სარფში მოხდა.

  • ავტორი: მაიკო ძაგანია