მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა - ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა" - ირაკლი ღარიბაშვილი
"მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა - ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მა­შინ, რო­დე­საც შინ­დის­ში ჩვე­ნი გმი­რე­ბი იბ­რძოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი იხი­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა სწო­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს შინ­დის­თან გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გო.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, ოკუ­პა­ცია მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, მაგ­რამ მთავ­რო­ბამ თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით უნდა მო­ა­ხერ­ხოს და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნოს.

"გმი­რე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 15 წელი გა­ვი­და. მათ სამ­შობ­ლოს, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფასს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რეს და უდი­დე­სი გმი­რო­ბი­სა და თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლი­თი დაგ­ვი­ტო­ვეს. ამით ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს. მინ­და, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მათ ოჯა­ხებს ასე­თი გმი­რე­ბის გაზ­რდის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, მათი ნა­თე­ლი სუ­ლის წი­ნა­შე კი­დევ ერთხელ ქედს იხ­რის. იცით, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს ეგო­ნა თით­ქოს აქე­დან მთე­ლი დი­ვი­ზი­ო­ნი ებ­რძო­და, არა­და, მხო­ლოდ 17 ადა­მი­ა­ნი იყო. ეს არის სი­მა­მა­ცი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თი.

ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლია ის, რომ ამა­ვე დღეს, 2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს ქვეყ­ნის მა­შინ­დე­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, თვითმფრი­ნა­ვის ხმის გამო გა­იქ­ცა. მას სტუმ­რად ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და მა­შინ, რო­დე­საც აქ ჩვე­ნი გმი­რე­ბი იბ­რძოდ­ნენ, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი იხი­ლა. ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მა­შინ, რო­დე­საც ლო­მე­ბის არ­მია თავ­გან­წირ­ვით იბ­რძო­და, მა­შინ მათ სა­თა­ვე­ში გამ­ყიდ­ვე­ლი, მო­ღა­ლა­ტე, შე­მარ­ცხვე­ნე­ლი და მხდა­ლი კაცი იდგა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა სწო­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. რა თქმა უნდა, ოკუ­პა­ცია მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, მაგ­რამ ჩვენ ჩვე­ნი ჭკუ­ი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით, თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ და აღ­ვად­გი­ნოთ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. კი­დევ ერთხელ, დი­დე­ბა ჩვენს გმი­რებს. მათი ხსოვ­ნის წი­ნა­შე ქედს ვიხ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
განმარტება " გ მ ი რ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს "
1

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში დაცვას ევალება - საშიშროების შემთხვევაში მიწაზე დააგდოს დასაცავი სუბიექტი, საკუთარი სხეულით დაფაროს და შემდეგ სახიფათო ადგილიდან გაარიდოს იგი.

ასე იყო, მაგალითად, რეიგანზე თავდასხმის შემთხვევაში.

შემდეგ, მიწაზე ხოხვა (ე.წ. პლასტუნკური მეთოდი) საერთოდ რუსების მოგონილია, მთელი პ ო ლ კ ე ბ ი ც კი ჰქონდათ ამ სტილის მიმდევარი ფორმირებული, რითაც ძალიან ამაყობენ (გუგლს მიაკითხეთ) და მან ბევრ ჯარისკაცს შეუნარჩუნა სიცოცხლე.

უაზრო "სიამაყე" და მტრისთვის მკერდის გადაღეღვაზე მეტი სისულელე ომში არაფერია.

ძალიან ბევრი ქართველი ჯერ კიდევ ფაშისტებთან ომში (და მერეც) იმან დაღუპა, რომ სანგრის ამოთხრასა და შიგ ჩაძრომას უკადრისობდნენ!

&
2

სხვაზე რომ რამე თქვა 

მაშინ

საკუთარი გმირობა უნდა გქონდეს ნაჩვენები!!!!

სტრატეგიული მოთმინება, მონობა და ჩმორობა არაა გმირობა!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა - ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა - ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა სწორი განაჩენი გამოიტანა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ მთავრობამ თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოახერხოს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

"გმირების გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. მათ სამშობლოს, ყველაზე ძვირფასს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და უდიდესი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი დაგვიტოვეს. ამით ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით მათ ოჯახებს ასეთი გმირების გაზრდისთვის მადლობა გადავუხადო, მათი ნათელი სულის წინაშე კიდევ ერთხელ ქედს იხრის. იცით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეგონა თითქოს აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, არადა, მხოლოდ 17 ადამიანი იყო. ეს არის სიმამაცისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.

ჩვენი სირცხვილია ის, რომ ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს ქვეყნის მაშინდელი მთავარსარდალი, სააკაშვილი, თვითმფრინავის ხმის გამო გაიქცა. მას სტუმრად ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც აქ ჩვენი გმირები იბრძოდნენ, მთელმა მსოფლიომ საქართველოს პრეზიდენტი მიწაზე გართხმული იხილა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ლომების არმია თავგანწირვით იბრძოდა, მაშინ მათ სათავეში გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი იდგა.

საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა სწორი განაჩენი გამოიტანა. რა თქმა უნდა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუითა და გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს. მათი ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.