აღმოსავლეთ თურქეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ხმელთაშუაზღვისპირა სეისმოლოგიური ცენტრი (ESMC) ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიწისძვრა 11 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.