პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალმილიონიანი სასახლე, რომლისთვისაც კეტი პერი და მისი საქმრო ორლანდო ბლუმი 3 წელია 83 წლის ვეტერანთან სასამართლოში დავობენ (ფოტოები)
მრავალმილიონიანი სასახლე, რომლისთვისაც კეტი პერი და მისი საქმრო ორლანდო ბლუმი 3 წელია 83 წლის ვეტერანთან სასამართლოში დავობენ (ფოტოები)

კეტი პერი და მისი საქმრო ორ­ლან­დო ბლუ­მი სამ­წლი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. წყვი­ლი მონ­ტე­სი­ტო­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე სა­სახ­ლის გამო იბ­რძვის, რო­მე­ლიც მათ 2021 წელს 14.2 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს. პერი და ბლუ­მი მო­ხუც ვე­ტე­რანს, კარლ ვეს­ტკოტს უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლის­თვის ედა­ვე­ბი­ან, რო­მელ­შიც 8 სა­ძი­ნე­ბე­ლი და 12 სვე­ლი წერ­ტი­ლია.

Daily Mail-მა გა­მო­იკ­ვლია, რომ 83 წლის კარლ ვეს­ტკო­ტი თა­ვის მდიდ­რულ სახ­ლში ორი თვის შე­სახ­ლე­ბუ­ლი იყო, როცა ვარ­სკვლა­ვურ­მა წყვილ­მა მის­გან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა. სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტებ­ში ვეს­ტკო­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ 2020 წლის 14 ივ­ლისს, როცა მისი სახ­ლის გა­ყიდ­ვის კონ­ტრაქ­ტი გა­ფორმ­და, მის­თვის "გა­უ­გე­ბა­რი იყო კონ­ტრაქ­ტის ბუ­ნე­ბა და სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გე­ბი".

ვეს­ტკოტ­მა, რო­მე­ლიც აშშ-ს არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და," სახ­ლი 2020 წლის 29 მა­ისს შე­ი­ძი­ნა იმ იმე­დით, რომ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე იქ იცხოვ­რებ­და," - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტებ­ში.

კარლ ვეს­ტკო­ტი ოჯახ­თან ერ­თად

მო­ხუ­ცი ამ­ტკი­ცებს, რომ მას ასა­კის­თვის თან­მდე­ვი ჰან­ტინგტო­ნის და­ა­ვა­დე­ბა (თა­ვის ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბა) აქვს და კონ­ტრაქ­ტის და­დე­ბამ­დე მას ექ­ვსსა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­მაც გავ­ლე­ნა იქო­ნია მის გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. მისი თქმით, სახ­ლის გა­ყიდ­ვის დო­კუ­მენ­ტებ­ზე თან­ხმო­ბის მი­ცე­მი­სას ის საღ აზ­რზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ძლი­ე­რი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო.

კონ­ტრაქ­ტზე ხელ­მო­წე­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რის შემ­დეგ, 2020 წლის 22 ივ­ლისს, ვეს­ტკოტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ისევ საღ გო­ნე­ბა­ზე იყო, რად­გან მისი სხე­უ­ლი­დან უკვე გა­ი­დევ­ნა ოპე­რა­ცი­ის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ოპი­ა­ტე­ბი. კაც­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტოს წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც ამ­ბობ­და, რომ სახ­ლის გა­ყიდ­ვა აღარ სურ­და.

სა­პა­სუ­ხოდ, პე­რიმ და ბლუმ­მა მის­წე­რეს ვეს­ტკოტს, თუ რო­გორ მოს­წონ­დათ 8.9 ჰექ­ტარ მი­წა­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა და იმა­ზე მე­ტის გა­დახ­და შეს­თა­ვა­ზეს, ვიდ­რე თავ­და­პირ­ვე­ლად შე­თან­ხმდნენ. პა­სუ­ხად, ვეს­ტკოტ­მა თქვა, რომ მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას აფა­სებ­და, მაგ­რამ "სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბის გა­ტა­რე­ბა თა­ვის სახ­ლში სურ­და და მას ვერ გა­ყიდ­და."

მომ­ღერ­ლის აგენ­ტებ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ვეს­ტკო­ტის თხოვ­ნა გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ და ჩი­ვი­ლით და­ე­მუქრნენ, თუ წყვილს ბი­ნას სა­ბო­ლო­ოდ არ გა­და­უ­ფორ­მებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ვერ მო­რიგ­დნენ, რა­საც 3-წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყვა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლოს ჩა­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ირ­კვე­ვა რა ბედი ეწე­ვა ვეს­ტკო­ტის სა­სახ­ლეს.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
2

ვააააააააააააააააა, ეს ამერიკა მართლა რა უცნაური ქვეყანაა. ჯერ ერთი, ომის უბრალო ვეტერანს საიდან 10 ჰა მიწა და 14 მილიონიანი სასახლე, მეორე, თუ ოპერაცია გაიკეთა და ნარკოზიდანაც არ იყო გამოსული, რა ყიდვა-გაყიდვა აუტყდა, თანაც საქართველო ხო არაა, მშრალ ხიდზე დამდგარიყო გასაყიდად, ეყოლებოდა აგენტი მაგ საქმის მოსაგვარებლად. და ბოლოს, სახლში 8 საძინებელი და 12 სველი წერტილიაო. ტრაწიანებისთვის ააშენეს სპეციალურად? კაცზე 1,5 უნიტაზი და შხაპი რა ჯანდაბად უნდა სახლს?

Murada
39

Ორლანდო ბლუმი?! - აბა ი ჩვენი პიანისტი უყვარსო? უბედური მისი ქმარი, ამ ამბავს რომ გაიგებს. Მაგით ტრაბახობდა:ჩემი ცოლი ბლუმის საყვარელიაო! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

მრავალმილიონიანი სასახლე, რომლისთვისაც კეტი პერი და მისი საქმრო ორლანდო ბლუმი 3 წელია 83 წლის ვეტერანთან სასამართლოში დავობენ (ფოტოები)

მრავალმილიონიანი სასახლე, რომლისთვისაც კეტი პერი და მისი საქმრო ორლანდო ბლუმი 3 წელია 83 წლის ვეტერანთან სასამართლოში დავობენ (ფოტოები)

კეტი პერი და მისი საქმრო ორლანდო ბლუმი სამწლიან სასამართლო პროცესში არიან ჩართულები. წყვილი მონტესიტოში, კალიფორნიაში მდებარე სასახლის გამო იბრძვის, რომელიც მათ 2021 წელს 14.2 მილიონ დოლარად შეიძინეს. პერი და ბლუმი მოხუც ვეტერანს, კარლ ვესტკოტს უზარმაზარი სასახლისთვის ედავებიან, რომელშიც 8 საძინებელი და 12 სველი წერტილია.

Daily Mail-მა გამოიკვლია, რომ 83 წლის კარლ ვესტკოტი თავის მდიდრულ სახლში ორი თვის შესახლებული იყო, როცა ვარსკვლავურმა წყვილმა მისგან უძრავი ქონება შეიძინა. სასამართლო დოკუმენტებში ვესტკოტი ამტკიცებს, რომ 2020 წლის 14 ივლისს, როცა მისი სახლის გაყიდვის კონტრაქტი გაფორმდა, მისთვის "გაუგებარი იყო კონტრაქტის ბუნება და სავარაუდო შედეგები".

ვესტკოტმა, რომელიც აშშ-ს არმიაში მსახურობდა," სახლი 2020 წლის 29 მაისს შეიძინა იმ იმედით, რომ სიცოცხლის ბოლომდე იქ იცხოვრებდა," - ნათქვამია სასამართლოს დოკუმენტებში.

კარლ ვესტკოტი ოჯახთან ერთად

მოხუცი ამტკიცებს, რომ მას ასაკისთვის თანმდევი ჰანტინგტონის დაავადება (თავის ტვინის დაავადება) აქვს და კონტრაქტის დადებამდე მას ექვსსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც გავლენა იქონია მის გონებრივ შესაძლებლობებზე. მისი თქმით, სახლის გაყიდვის დოკუმენტებზე თანხმობის მიცემისას ის საღ აზრზე არ იმყოფებოდა, რადგან ოპერაციის შემდგომ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ იყო.

კონტრაქტზე ხელმოწერიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, ვესტკოტმა განაცხადა, რომ ის ისევ საღ გონებაზე იყო, რადგან მისი სხეულიდან უკვე გაიდევნა ოპერაციისთვის მიღებული ოპიატები. კაცმა უძრავი ქონების სააგენტოს წერილი მისწერა, რომელშიც ამბობდა, რომ სახლის გაყიდვა აღარ სურდა.

საპასუხოდ, პერიმ და ბლუმმა მისწერეს ვესტკოტს, თუ როგორ მოსწონდათ 8.9 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ქონება და იმაზე მეტის გადახდა შესთავაზეს, ვიდრე თავდაპირველად შეთანხმდნენ. პასუხად, ვესტკოტმა თქვა, რომ მათ შემოთავაზებას აფასებდა, მაგრამ "სიცოცხლის ბოლო წლების გატარება თავის სახლში სურდა და მას ვერ გაყიდდა."

მომღერლის აგენტებმა არ გაითვალისწინეს ვესტკოტის თხოვნა გარიგების გაუქმების შესახებ და ჩივილით დაემუქრნენ, თუ წყვილს ბინას საბოლოოდ არ გადაუფორმებდა. სამწუხაროდ, მხარეები ერთმანეთთან ვერ მორიგდნენ, რასაც 3-წლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვა.

სავარაუდოდ, თვის ბოლოს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გაირკვევა რა ბედი ეწევა ვესტკოტის სასახლეს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა