გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც რუსეთის ჯაშუშობა ედება ბრალად - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს.
ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ტომას ჰ. ქალაქ კობლენცში, საკუთარ სახლში დააკავეს. მამაკაცი გერმანიის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ადმინისტრაციის (bundeswehr) ოფისში მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის ინფორმაციას აწვდიდა ის რუსეთს.
პროკურატურის ცნობით, 2023 წლის მაისიდან ტომას ჰ. არაერთხელ დაუკავშირდა რუსეთის საელჩოს ბერლინში და თანამშრომლობა შესთავაზა.
დაკავებული ამჟამად პატიმრობაში რჩება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.