3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 10-ზე მეტს ეძებენ.
გადარჩენილ მოქალაქეებს შორის არის გოგონა, რომლის ფოტო სტიქიის პირველივე წუთებში გავრცელდა. ეს ტასი ქიმერიძეა.
"იცანიით? ალბათ ვერა, მაშინ ძალიან ტალახიანი იყო.... ეს ანასტასიაა, ჩემი უშიშარი და მებრძოლი, ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას, ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა, ტიროდა და იძახდა " ღმერთო, გადამარჩინე, არ მინდა სიკვდილი" ეს სიტყვები სულ ყურში ჩამესმის, მიყვარხარ, ჩემო უშიშარო" - წერს მის შესახებ დავით ჯელაძე.
ცნობისთვის, დავით ჯელაძისა და მისი ძმისშვილის 5 წლის მაშოს სტიქიისგან თავის დაღწევისა და გადარჩენის ამაღელვებელი ამბავი მთელმა საქართველომ მოისმინა.
წაიკითხეთ ასევე: