სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება გომბორის უღელტეხილზე და რამდენად არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე? - "ისეთი პროცესი, როგორიც შოვში განვითარდა, არ შეიძლება გომბორზე მოხდეს"
რა ხდება გომბორის უღელტეხილზე და რამდენად არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე? - "ისეთი პროცესი, როგორიც შოვში განვითარდა, არ შეიძლება გომბორზე მოხდეს"

3 აგ­ვის­ტოს შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ი­ზარ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბა თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სხვა­დას­ხვა მე­წყერ­სა­ში­ში რე­გი­ო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ-ერთი ამ­გვა­რი ად­გი­ლი გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხი­ლია, სა­დაც გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ვა­ზი­ა­ნი - გომ­ბო­რი - თე­ლა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი გზა სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2010 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს სა­ზე­ი­მოდ გახ­სნა. იმ­ხა­ნად გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე 37 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა პრე­ზი­დენტს "გა­რან­ტია მის­ცა“, რომ გზას 10 წელი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბო­და, თუმ­ცა გომ­ბო­რის გზის მო­ნაკ­ვე­თი ჯერ კი­დევ გახ­სნი­დან ორ თვე­ში და­ზი­ან­და. მას შემ­დეგ, ძვე­ლი თუ ახა­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში გომ­ბო­რის გზა­ზე თით­ქმის ყვე­ლა სე­ზონ­ზე სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხდე­ბა სა­ჭი­რო.

რამ­დე­ნად სა­ში­შია გომ­ბო­რის გზა, რას უნდა ელო­დონ მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა და მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან თბი­ლი­სი-თე­ლა­ვის გზა­ზე, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი გე­ო­ლოგ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს ვთხო­ვეთ. სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ ლე­ვან ან­დრი­აშ­ვილს, რომ­ლის თქმი­თაც, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კი­დევ ერთ წელს გაგ­რძელ­დე­ბა.

სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე:

- გომ­ბორ­ზე არ არის მდი­ნა­რის ხე­ო­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი კა­ტას­ტრო­ფე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად პა­ტარ-პა­ტა­რა მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვეს. ზო­გა­დად გომ­ბო­რის გზა არ არის ცუ­დად გაყ­ვა­ნი­ლი, რად­გან მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს გზა ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში იყო და­გეგ­მი­ლი. ასე რომ, ისე­თი ტი­პის პრო­ცე­სი, რო­გო­რიც შოვ­ში გან­ვი­თარ­და, არ შე­იძ­ლე­ბა გომ­ბორ­ზე მოხ­დეს. გომ­ბორ­ზე შე­იძ­ლე­ბა წვი­მებ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს პა­ტა­რა მე­წყე­რი, მოხ­დეს თოვ­ლის ჩა­მო­წო­ლა, გზის გა­და­ღობ­ვა, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, გომ­ბორ­ზე ღვარ­ცო­ფი არ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს.

- ბა­ტო­ნო სან­დრო, ამ­ჟა­მად გომ­ბო­რის გზა­ზე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თქვენ ხართ საქ­მის კურ­სში, რა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბია?

- ორი წე­ლია ამ გზა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ და ახლა არ ვიცი, რას აკე­თე­ბენ. ზო­გა­დად გომ­ბორ­ზე მხო­ლოდ ერთი მე­წყრუ­ლი ად­გი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 მეტ­რი, სა­დაც ხში­რად არ იყო ასფლა­ტი, რად­გან სულ ფუჭ­დე­ბო­და. ახლა რო­დე­საც გა­ა­კე­თე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად ვნა­ხავ და შე­ვა­ფა­სებ რა გა­კეთ­და.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ორი­ვე მთავ­რო­ბის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და გომ­ბორ­ზე გვი­რა­ბის გაჭ­რა, თუმ­ცა 2017 წელს, ეს პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტი, დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს გომ­ბორ­ზე გვი­რა­ბის გაჭ­რა?

- რო­კის გვი­რა­ბი გა­ა­კე­თეს და ის არ ინ­გრე­ვა, 22-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გვი­რა­ბია ალ­პე­ბის ქვეშ შვე­ი­ცა­რი­ა­ში. რა­ტომ იქ­ნე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი, ვინ არი­ან, ვინც ამას ამ­ბობს, მშე­ნებ­ლე­ბი არი­ან? - შე­ის­წავ­ლეს ქა­ნე­ბის ფი­ზი­კურ თუ მე­ქა­ნი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი ან ქა­ნე­ბის სი­მაგ­რე. სად ნა­ხეს სა­ინ­ჟინ­რო პრო­ექ­ტი? - რა­ტომ იძა­ხი­ან ასეთ რა­ღა­ცებს, რა­ზეც აზ­რზე არ არი­ან.

- მო­სახ­ლე­ო­ბა რომ და­ვამ­შვი­დოთ, ვი­საც კა­ხე­თის გზა­ზე უწევთ გა­და­ად­გი­ლე­ბა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გომ­ბორ­ზე არა­ნა­ი­ა­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ?

- ვიდ­რე რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ გზას არ ვნა­ხავ, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბი იქ 100%-ით გა­მო­რი­ცხუ­ლია. სა­ერ­თოდ გომ­ბორ­ზე არც ყო­ფი­ლა არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა გარ­და დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა.

- შე­საძ­ლოა, ამ პრო­ცე­სე­ბის გამო, თუნ­დაც რო­მე­ლი­მე სო­ფელს და­ე­მუქ­როს საფრ­თხე?

- არა, რად­გან სოფ­ლე­ბი გომ­ბო­რის ქვე­ვით არის, ან უღელ­ტე­ხი­ლის და­სა­წყის­ში. კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რომ დას­რულ­დე­ბა, გა­ვივ­ლი და გე­ტყვით, არის თუ არა პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, იქ კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გებს არ უნდა ვე­ლო­დოთ.

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი, ლე­ვან ან­დრი­აშ­ვი­ლი, Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა მდი­ნა­რე­ე­ბი­სა თუ მე­წყრუ­ლი ად­გი­ლე­ბის შეს­წავ­ლა მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­თან სა­უბ­რი­სას ასე­ვე შე­ე­ხო ვან­თის ხევ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ შე­საძ­ლოა, შო­ვის მსგავ­სი რამ კა­ხეთ­შიც გან­მე­ორ­დეს.

ლე­ვან ან­დრი­აშ­ვი­ლი:

- გომ­ბო­რის გზის ეს მო­ნაკ­ვე­თი, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გზაა და არ არის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ში­ში მო­ნაკ­ვე­თე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ას­ფალ­ტის სა­ფა­რის შეც­ვლა, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი მე­რე­დან-სი­ო­ნის გა­და­სახ­ვე­ვამ­დე. რაც შე­ე­ხე­ბა დას­რუ­ლე­ბის პე­რი­ოდს, შემ­დე­გი წლის ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს უნდა დამ­თავ­რდეს. ეს იყო საკ­მა­ოდ ვიწ­რო და ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი გზა, ახლა ძა­ლი­ან კარ­გი სა­ფა­რი კეთ­დე­ბა.

- მო­სახ­ლე­ო­ბას ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით შე­უძ­ლია მშვი­დად გა­და­ად­გილ­დეს?

- დიახ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მანდ არა­ნა­ი­რი სა­ში­ში, და­მე­წყრი­ლი მო­ნაკ­ვე­თი არ არის, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, მთე­ბია, უღელ­ტე­ხი­ლი, შე­იძ­ლე­ბა მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა ოდეს­მე მოხ­დეს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე სა­ში­ში არა­ფე­რია. შო­ვის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ყვე­ლამ თა­ვის პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვა, ნახ­სე­ნე­ბი იყო თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვან­თა­ში მდე­ბა­რე ხე­ვიც. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის მე­ო­რე დღეს­ვე მი­ვე­დი და ად­გილ­ზე ვნა­ხე, რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ეს გახ­ლავთ ბუ­ნებ­რი­ვი ტბა, ხოლო სუ­რა­თი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, წლე­ბის წი­ნან­დე­ლია და დღეს სა­ერ­თოდ სხვა მდგო­მა­რე­ო­ბაა და არა­ნა­ირ სა­შიშ­რო­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც გი­თხა­რით, მე­ო­რე დღეს­ვე მი­ვე­დი ად­გილ­ზე, მომ­დევ­ნო დღეს სა­მი­ნის­ტრო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ად­გილ­ზე შე­ა­მოწ­მეს მო­ნაკ­ვე­თი და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვე­ლო­დე­ბით დას­კვნას. ამ დრო­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ნა­ი­რი საფრ­თხეს არ არ­სე­ბობს.

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე­ე­ბი გვაქვს, რომ­ლე­ბიც დიდი წვი­მე­ბი­სა და უა­მინ­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დიდ­დე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ ისე­თი კა­ტასრტო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჩვენ მუდ­მი­ვად ვფლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სად რო­მე­ლი მდი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ში­ში. 2021 წლი­დან ვმუ­შა­ობ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და რა­ი­მე სა­ხის მას­შტა­ბუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფა აქ არ ყო­ფი­ლა. არ ვე­ლით, რომ შე­იძ­ლე­ბა და­მე­წყრი­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი გაჩ­ნდეს და ღვარ­ცო­ფი გა­მო­იწ­ვი­ოს, ყვე­ლა მდი­ნა­რე ჯერ­ჯე­რო­ბით სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
1

გომბორის გზის გახსნის დღიდანვე ვმოძრაობ.ადრე ყოველ შაბათს მივდიოდი და კვირას ვბრუნდებოდი. ახლა თვეში მინიმუმ ორჯერ მიწევს ჩასვლა-ჩამოსვლა. გზის აღდგენითი პროცესია დაწყებული და მიუხედავად შეფერხებით მოძრაობისა (სადაც ხდება გზის საფარის განახლება, თუსხვა), მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ გვექნება ბევრად უფრო კომფორტული გზა. სადაც მეწყწრის საშიშროება იყო, ყველგან კეთდება დამცავი ბეტონის ჯებირები. საშიში არაფერია.

გოჩა
0

საქართველოში ვცხოვრობთ მთაგორიან ქვეყანაში მოხდება მეწყერი ზვავი წყალდილობა აბა როგორ გვინდა? უბრალოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველაფერს მთავრობას ნუ ვაბრალებთ პირიქით გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს.გვეყოფა ერთმანეთის ლანძღვაგინება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა ხდება გომბორის უღელტეხილზე და რამდენად არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე? - "ისეთი პროცესი, როგორიც შოვში განვითარდა, არ შეიძლება გომბორზე მოხდეს"

რა ხდება გომბორის უღელტეხილზე და რამდენად არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე? - "ისეთი პროცესი, როგორიც შოვში განვითარდა, არ შეიძლება გომბორზე მოხდეს"

3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოებაში გაიზარდა დაინტერესება თუ რა მდგომარეობაშია სხვადასხვა მეწყერსაშიში რეგიონები საქართველოში. ერთ-ერთი ამგვარი ადგილი გომბორის უღელტეხილია, სადაც გზის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ვაზიანი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 2 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა. იმხანად გზის რეაბილიტაციაზე 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს "გარანტია მისცა“, რომ გზას 10 წელი პრობლემა არ შეექმნებოდა, თუმცა გომბორის გზის მონაკვეთი ჯერ კიდევ გახსნიდან ორ თვეში დაზიანდა. მას შემდეგ, ძველი თუ ახალი მთავრობის პირობებში გომბორის გზაზე თითქმის ყველა სეზონზე სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები ხდება საჭირო.

რამდენად საშიშია გომბორის გზა, რას უნდა ელოდონ მიმდებარე სოფლების მოსახლეობა და მგზავრები, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან თბილისი-თელავის გზაზე, ამ თემაზე კომენტარი გეოლოგ სანდრო თვალჭრელიძეს ვთხოვეთ. სტატიის მომზადებისას ასევე დავუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილს, რომლის თქმითაც, რეაბილიტაცია კიდევ ერთ წელს გაგრძელდება.

სანდრო თვალჭრელიძე:

- გომბორზე არ არის მდინარის ხეობა, რამაც შეიძლება მსგავსი კატასტროფები გამოიწვიოს, თუმცა შეიძლება პერიოდულად პატარ-პატარა მეწყერი ჩამოწვეს. ზოგადად გომბორის გზა არ არის ცუდად გაყვანილი, რადგან მადლობა ღმერთს, ეს გზა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყო დაგეგმილი. ასე რომ, ისეთი ტიპის პროცესი, როგორიც შოვში განვითარდა, არ შეიძლება გომბორზე მოხდეს. გომბორზე შეიძლება წვიმებმა გამოიწვიოს პატარა მეწყერი, მოხდეს თოვლის ჩამოწოლა, გზის გადაღობვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გომბორზე ღვარცოფი არ შეიძლება განვითარდეს.

- ბატონო სანდრო, ამჟამად გომბორის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თქვენ ხართ საქმის კურსში, რა ტიპის სამუშაოებია?

- ორი წელია ამ გზაზე არ ვყოფილვარ და ახლა არ ვიცი, რას აკეთებენ. ზოგადად გომბორზე მხოლოდ ერთი მეწყრული ადგილია, დაახლოებით 10-15 მეტრი, სადაც ხშირად არ იყო ასფლატი, რადგან სულ ფუჭდებოდა. ახლა როდესაც გააკეთებენ, აუცილებლად ვნახავ და შევაფასებ რა გაკეთდა.

- რამდენიმე წლის წინ, ორივე მთავრობის მიერ განიხილებოდა გომბორზე გვირაბის გაჭრა, თუმცა 2017 წელს, ეს პროექტი შეჩერდა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტი, დამღუპველი იქნებოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებული შეიძლება იყოს გომბორზე გვირაბის გაჭრა?

- როკის გვირაბი გააკეთეს და ის არ ინგრევა, 22-კილომეტრიანი გვირაბია ალპების ქვეშ შვეიცარიაში. რატომ იქნება დამღუპველი, ვინ არიან, ვინც ამას ამბობს, მშენებლები არიან? - შეისწავლეს ქანების ფიზიკურ თუ მექანიკური თვისებები ან ქანების სიმაგრე. სად ნახეს საინჟინრო პროექტი? - რატომ იძახიან ასეთ რაღაცებს, რაზეც აზრზე არ არიან.

- მოსახლეობა რომ დავამშვიდოთ, ვისაც კახეთის გზაზე უწევთ გადაადგილება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გომბორზე არანაიარი საფრთხე არ ემუქრებათ?

- ვიდრე რეაბილიტირებულ გზას არ ვნახავ, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ღვარცოფული პროცესები იქ 100%-ით გამორიცხულია. საერთოდ გომბორზე არც ყოფილა არავითარი პრობლემა გარდა დიდთოვლობისა და ამით გამოწვეული პროცესებისა.

- შესაძლოა, ამ პროცესების გამო, თუნდაც რომელიმე სოფელს დაემუქროს საფრთხე?

- არა, რადგან სოფლები გომბორის ქვევით არის, ან უღელტეხილის დასაწყისში. კიდევ ერთხელ გეტყვით, გზის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, გავივლი და გეტყვით, არის თუ არა პრობლემა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქ კატასტროფულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მდინარეებისა თუ მეწყრული ადგილების შესწავლა მუდმივად მიმდინარეობს. ჩვეთან საუბრისას ასევე შეეხო ვანთის ხევზე გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ შესაძლოა, შოვის მსგავსი რამ კახეთშიც განმეორდეს.

ლევან ანდრიაშვილი:

- გომბორის გზის ეს მონაკვეთი, საქალაქთაშორისო გზაა და არ არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. ჩემი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საშიში მონაკვეთების გაფართოება, ასფალტის საფარის შეცვლა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი მერედან-სიონის გადასახვევამდე. რაც შეეხება დასრულების პერიოდს, შემდეგი წლის ზაფხულის ბოლოს უნდა დამთავრდეს. ეს იყო საკმაოდ ვიწრო და ამორტიზირებული გზა, ახლა ძალიან კარგი საფარი კეთდება.

- მოსახლეობას ავტოტრანსპორტით შეუძლია მშვიდად გადაადგილდეს?

- დიახ, ჩემი ინფორმაციით, მანდ არანაირი საშიში, დამეწყრილი მონაკვეთი არ არის, თუმცა გამორიცხული არაფერია, მთებია, უღელტეხილი, შეიძლება მცირე დაზიანება ოდესმე მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე საშიში არაფერია. შოვის ტრაგედიის შემდეგ ყველამ თავის პრეტენზია გამოთქვა, ნახსენები იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მდებარე ხევიც. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეორე დღესვე მივედი და ადგილზე ვნახე, რა მდგომარეობა იყო. ეს გახლავთ ბუნებრივი ტბა, ხოლო სურათი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, წლების წინანდელია და დღეს საერთოდ სხვა მდგომარეობაა და არანაირ საშიშრობას არ წარმოადგენს.

როგორც გითხარით, მეორე დღესვე მივედი ადგილზე, მომდევნო დღეს სამინისტროდან ჩამოვიდნენ შესაბამისი სპეციალისტები. ადგილზე შეამოწმეს მონაკვეთი და უახლოეს პერიოდში ველოდებით დასკვნას. ამ დროის ინფორმაციით, არანაირი საფრთხეს არ არსებობს.

თელავის მუნიციპალიტეტში მდინარეები გვაქვს, რომლებიც დიდი წვიმებისა და უამინდობის შემთხვევაში, დიდდებიან ხოლმე, მაგრამ ისეთი კატასრტოფული შედეგები წარმოუდგენელია. ჩვენ მუდმივად ვფლობთ ინფორმაციას, სად რომელი მდინარე შეიძლება იყოს საშიში. 2021 წლიდან ვმუშაობ ამ პოზიციაზე და რაიმე სახის მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა აქ არ ყოფილა. არ ველით, რომ შეიძლება დამეწყრილი მონაკვეთები გაჩნდეს და ღვარცოფი გამოიწვიოს, ყველა მდინარე ჯერჯერობით სტაბილურ მდგომარეობაშია.