რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის მხრიდან გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებებზე რუსეთისთვის საფრთხეები შვედეთისა და ფინეთის გამო გაიზარდა.
“დესტაბილიზაციის სერიოზული ფაქტორი ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებაა, და პერსპექტივაში - შვედეთის. ალიანსთან ჰელსინკის შეერთების შემდეგ რუსეთის სახმელეთო საზღვარი ბლოკის ქვეყნებთან თითქმის ორჯერ გაიზარდა”, - განაცხადა შოიგუმ.
მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს პოლონეთის აქტიური მილიტარიზაცია, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის რისკებს ზრდის.
შოიგუს თქმით, ცოტა ხნის წინ ვარშავამ “კონტინენტზე ყველაზე ძლიერი არმიის” შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა.