მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია" - ქარსელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
"სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია" - ქარსელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შოვ­ში სტი­ქი­ის შემ­დეგ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არ­ცერ­თი ხიდი წყალს არ წა­უ­ღია.

რო­გორც ქარ­სე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ა­ბით ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ორი­ვე ხიდი, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის დროს წყალ­მა წა­ი­ღო, აღ­დგე­ნი­ლია.

„რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­უ­სა­ბა­მოა რე­ა­ლო­ბას­თან. კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ: ორი ხიდი იყო წა­ღე­ბუ­ლი. ერთი და­მონ­ტაჟ­და მა­ნამ­დე, ხოლო მე­ო­რე დღეს და­მონ­ტაჟ­და. სტი­ქი­ის შემ­დეგ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არ­ცერ­თი ხიდი წყალს არ წა­უ­ღია. შე­სა­ბა­მი­სად, ორი წა­ღე­ბუ­ლი ხი­დი­დან ორი­ვე აღ­დგე­ნი­ლია. აი ეს არის მთე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ზუს­ტად იგი­ვე რაც მა­ნამ­დე გი­თხა­რით", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მი­ნის­ტრის თქნით, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სტი­ქი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ სტი­ქი­ამ წა­ი­ღო ორი ხიდი.

ერთი ხიდი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ სტი­ქი­ის ზო­ნას­თან იყო მი­სას­ვლე­ლი და მისი აღ­დგე­ნა პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­და, რის გა­მოც ის რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­მონ­ტაჟ­და. დღეს კი და­ი­წყო მე­ო­რე დრო­ე­ბი­თი ხი­დის მო­წყო­ბა, რო­მე­ლიც არ არის უშუ­ა­ლოდ სტი­ქი­ის ზო­ნას­თან.

"სტი­ქი­ის დროს, 3 აგ­ვის­ტოს, ორი ხიდი წა­ი­ღო წყალ­მა. ერთი ხიდი, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრს უკავ­შირ­დე­ბა, მო­ე­წყო და და­მონ­ტაჟ­და სტი­ქი­ი­დან მა­ლე­ვე (5 აგ­ვის­ტოს), რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ჩვე­ნი მძი­მე ტექ­ნი­კა და ცო­ცხა­ლი ძალა გა­და­ად­გილ­დე­ბა სტი­ქი­ის დიდი არე­ა­ლის და­სა­ფა­რად. ხოლო მე­ო­რე ხიდი, მდი­ნა­რე ჭან­ჭახ­ზე, ასე­ვე, იყო დრო­ე­ბი­თი ხიდი, რო­მე­ლიც სტი­ქი­ი­სას მდი­ნა­რემ წა­ი­ღო. ანუ ორი ხიდი იყო წა­ღე­ბუ­ლი, ერთი მო­ვა­წყვეთ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ხოლო ეს მე­ო­რე დრო­ე­ბი­თი ხიდი, ამო­ვი­ღეთ მდი­ნა­რი­დან, მო­ვახ­დი­ნეთ მისი შეს­წავ­ლა-შე­ფა­სე­ბა, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მისი ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბა. დად­გინ­და, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, მო­ვი­ტა­ნეთ ახა­ლი ხიდი, რო­მე­ლიც და­მონ­ტაჟ­და იმა­ვე ად­გი­ლას", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია" - ქარსელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

"სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია" - ქარსელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია.

როგორც ქარსელაძემ განაცხადა, რამდენიმე მედიასაშუალეაბით ინფორმაცია გავრცელდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.

მინისტრის განცხადებით, ორივე ხიდი, რომელიც სტიქიის დროს წყალმა წაიღო, აღდგენილია.

„რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც შეუსაბამოა რეალობასთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ: ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი დამონტაჟდა მანამდე, ხოლო მეორე დღეს დამონტაჟდა. სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია. შესაბამისად, ორი წაღებული ხიდიდან ორივე აღდგენილია. აი ეს არის მთელი ინფორმაცია, ზუსტად იგივე რაც მანამდე გითხარით", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის პირველივე დღეს განაცხადა, რომ სტიქიამ წაიღო ორი ხიდი.

ერთი ხიდი, რომელიც უშუალოდ სტიქიის ზონასთან იყო მისასვლელი და მისი აღდგენა პრიორიტეტს წარმოადგენდა, რის გამოც ის რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა. დღეს კი დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა, რომელიც არ არის უშუალოდ სტიქიის ზონასთან.

"სტიქიის დროს, 3 აგვისტოს, ორი ხიდი წაიღო წყალმა. ერთი ხიდი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრს უკავშირდება, მოეწყო და დამონტაჟდა სტიქიიდან მალევე (5 აგვისტოს), რომლის გამოყენებითაც ჩვენი მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაადგილდება სტიქიის დიდი არეალის დასაფარად. ხოლო მეორე ხიდი, მდინარე ჭანჭახზე, ასევე, იყო დროებითი ხიდი, რომელიც სტიქიისას მდინარემ წაიღო. ანუ ორი ხიდი იყო წაღებული, ერთი მოვაწყვეთ რამდენიმე დღის წინ, ხოლო ეს მეორე დროებითი ხიდი, ამოვიღეთ მდინარიდან, მოვახდინეთ მისი შესწავლა-შეფასება, შეიძლებოდა თუ არა მისი ხელმეორედ გამოყენება. დადგინდა, რომ არ შეიძლებოდა, მოვიტანეთ ახალი ხიდი, რომელიც დამონტაჟდა იმავე ადგილას", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.