მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამაყრუებელი ქარი ამოვარდა, ნომერში კოჭებამდე წყალი იყო... მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში წყლის ჩასხმა დავიწყე"- როგორ აღმოჩნდა გოგა ჩანადირი სტიქიების პირისპირ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში?
"გამაყრუებელი ქარი ამოვარდა, ნომერში კოჭებამდე წყალი იყო... მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში წყლის ჩასხმა დავიწყე"- როგორ აღმოჩნდა გოგა ჩანადირი სტიქიების პირისპირ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში?

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი 130-მდე ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი და მათ­გან ზო­გი­ერ­თში რამ­დენ­ჯერ­მე. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი 16 წლის ასა­კი­დან გა­უჩ­ნდა და მისი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბაც მა­შინ შედ­გა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნი­სას გოგა სხვა­დას­ხვა სა­ხის სტი­ქი­ის პი­რის­პირ რამ­დენ­ჯერ­მე აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორ გა­და­ურ­ჩა თი­თო­ე­ულ მათ­განს, რას გრძნობ­და უცხო ქვეყ­ნებ­ში უმ­ძი­მეს წუ­თებ­ში, რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან სხვა ქვეყ­ნე­ბი მო­სა­ლო­ნე­ლი სტი­ქი­ის დროს და რა საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა­ვენ. ამ თე­მა­ზე გოგა ჩა­ნა­დი­რი ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს გა­და­ცე­მა­ში „რო­გორ გა­დავ­რჩი“ ცოტა ხნის წინ, ივ­ლის­ში ესა­უბ­რა.

2018 წელი ინ­დო­ნე­ზია - მი­წისძვრა

- სტი­ქია ალ­ბათ ის მოვ­ლე­ნაა, რომ­ლის წი­ნა­შეც ადა­მი­ა­ნი უძ­ლუ­რია. 4 ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ და გა­მოვ­ყოფ, რო­მელ­თა წი­ნა­შეც რო­გორც ადა­მი­ა­ნი სუს­ტი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი ეს იყო მი­წისძვრა 2018 წელს ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, რაც მე იქ გა­და­ვი­ტა­ნე, ამის გახ­სე­ნე­ბა ახლა მზა­რავს... მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 7-ნა­ხე­ვა­რი ბალი გახ­ლდათ. კონ­კრე­ტუ­ლად ბა­ლი­ზე სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ვი­ყა­ვი, სა­წოლ­ზე ვი­წე­ქი და ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ჰამ­ბურ­გის ფი­ნალს ტე­ლე­ფონ­ში ვუ­ყუ­რებ­დი. უცებ გრუ­ხუ­ნი გა­ვი­გო­ნე, მერე რა­ღა­ცა ძა­ლამ ქვე­მო­დან ამო­მარ­ტყა და მაღ­ლა ავ­ხტი - არ ვა­ჭარ­ბებ, შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვარ მეტრზეც კი.

მი­წისძვრა სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გა­და­მი­ტა­ნია, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ის რა იყო, მერე წა­მის მე­ა­სე­დებ­ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რაომ მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. წა­მოვ­დე­ქი და კა­რის ჩარ­ჩოს ქვეშ დავ­დე­ქი. იმ წუ­თებ­ში თავ­ში რა არ დატ­რი­ალ­და, ძა­ლი­ან მძი­მე გან­ცდე­ბი მქონ­და...

ბა­ლი­ზე ასე­თი სტან­დარ­ტი და ტრა­დი­ცია აქვთ - არ შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი შე­ნო­ბე­ბის აგე­ბა, ამი­ტომ, გა­ნი­ვი, გრძე­ლი შე­ნო­ბე­ბია, მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნის სიგ­რძი­საც კი. ეს იმის გამო, რომ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 100-მდე მოქ­მე­დი ვულ­კა­ნია, სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ქვე­ყა­ნა და კუნ­ძუ­ლე­ბია. ამის გარ­და აქვთ ღვთა­ე­ბა გა­რუ­დას ქან­და­კე­ბა და ვერც ერთი შე­ნო­ბა მას­ზე მა­ღა­ლი ვერ ვერ იქ­ნე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა შვე­ლის კი­დეც ქვე­ყა­ნას და კუნ­ძუ­ლებს იმა­ში, რომ მი­წისძვრა და­მან­გრე­ვე­ლი არ იყოს. მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი რაც მოხ­და, ტე­ლე­ფონ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე, - უსაფრ­თხოდ ხარ? - მივ­ხვდი, რომ სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. „ფე­ის­ბუქ­მაც“ ამო­მიგ­დო ასე­თი ტექ­სტი - „მო­ნიშ­ნე თავი, თუ უსაფრ­თხოდ ხარ“. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­და­ნაც მო­მი­კი­თხეს... შემ­დეგ ჩავ­თვა­ლე, რომ სულ ეს იყო და ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, მაგ­რამ სა­ღა­მოს მი­თხრეს, რომ სას­ტუმ­რო უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გა­ნაც მი­წისძვრის შემ­დეგ ცუ­ნა­მის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და. ვი­ფიქ­რე, კარ­გი, მი­წისძვრას გა­და­ვურ­ჩი, მაგ­რამ ცუ­ნა­მის რო­გორ გა­და­ვურ­ჩე, სად წა­ვი­დე?! მით უფრო, რომ 2004 წელს უკვე ვი­ცო­დი, რა იყო ცუ­ნა­მი. მა­შინ ცუ­ნა­მის ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მძი­მე შე­დე­გე­ბი ჰქონ­და, - 300 000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა და იქ ვმუ­შა­ობ­დი, იმ მოვ­ლე­ნებს ვი­ღებ­დი...

ამ­ჯე­რად თავი ღმერ­თს, გან­გე­ბას მი­ვან­დვე და სტრე­სის ფონ­ზე ფე­ხე­ბის მა­საჟ­ზე დავ­ჯე­ქი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, სტრეს­მა და შიშ­მა გა­მი­ა­რა-მეთ­ქი... მერე ისე მოხ­და, რომ ცუ­ნა­მის საფრ­თხე გა­უქ­მდა. ეს რომ გა­მო­ა­ცხა­დეს, მშვი­დად წა­მო­ვე­დი, ჩავ­თვა­ლე, რომ აღა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. მაგ­რამ ამას ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მოჰ­ყვა. რო­გორც წესი, მი­წისძვრას გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი ახა­სი­ა­თებს. ოღონდ, უფრო და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რის. დი­ლის 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ვიღ­ვი­ძე, სა­უზ­მე­ზე უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი და უა­რე­სი სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრა მოხ­და. შე­ნო­ბა­ში დიდი ბზა­რე­ბი გაჩ­ნდა, ცუ­დად გავ­ხდი. მივ­ხვდი, რომ ქვე­ყა­ნა უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, არა­და, გა­მო­საფ­რე­ნად კი­დევ 2 დღე მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. მოკ­ლედ, რა­ღაც­ნა­ი­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ლა­ხე და სა­უზ­მე­ზე ჩა­ვე­დი, მაგ­რამ ვხდე­ბი, რომ ჩემს ორ­გა­ნიზ­მში რა­ღაც ხდე­ბა, რა­ღაც პრო­ცე­სი მი­დის და და­ვი­წყე სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნიზ­მის მოს­მე­ნა. მივ­ხვდი, რომ თავ­ში რა­ღაც მიტ­რი­ა­ლებ­და. ეს „ტრი­ა­ლი“ სამი თვე გაგ­რძელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში ჩა­ვი­ხე­დე, ბა­ლის აე­რო­პორ­ტი, სა­ი­და­ნაც უნდა გა­მოვფრე­ნი­ლი­ყა­ვი, მი­წისძვრის მერე და­ინ­გრა...

2008 წელი - გრი­გა­ლი კუ­ბა­სა და ია­მა­ი­კა­ზე

- პირ­ვე­ლი გრი­გა­ლი ია­მა­ი­კა­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, „გუს­ტა­ვი“ ერ­ქვა (გრი­გა­ლებს იცით, რომ სა­ხე­ლე­ბი კა­ცის და ქა­ლის სა­ხე­ლე­ბი ჰქვი­ათ. ისე მოხ­და, რომ ჯერ „კაცი“ და­მეს­ხა თავს, მერე - „ქალი“). წინა დღეს ვნა­ხე, რომ ხალ­ხი ფარ­დუ­ლე­ბი­ან მა­ღა­ზი­ებს კა­რებს და­ზო­ლი­ლად აჭე­დებ­დნენ. ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და, თუმ­ცა მათ­თვის გრი­გა­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. დე­და­ქა­ლა­ქი სტი­ქი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო­ში, რომ ავ­ხე­დე, რა არის აქ ასა­ჭე­დი-მეთ­ქი?! 12 სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დი. უცებ სას­ტუმ­როს მე­გა­ფონ­ში ხმა გა­ის­მა, - იყა­ვით ფრთხი­ლად, გვი­კი­თხავ­დნენ ინ­სტრუქ­ცი­ებს, რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. ოღონდ, ვერ ვხდე­ბო­დი, რა მზად­ყოფ­ნა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. გრი­გა­ლის დროს რა­ტომ იყო ასე­თი სიფრ­თხი­ლე სა­ჭი­რო. უცებ ატყდა ლეწა-ლუ­წის ხმა, გავ­ხე­დე, ცა ჩა­შავ­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ნის­ლი­ან­და, მი­ნებს ტო­ტე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი ხვდე­ბო­და და შეგ­რძნე­ბა იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა დამ­ტვრე­უ­ლი­ყო... სას­ტუმ­როს დე­რე­ფან­ში გა­ვე­დი, სა­ი­და­ნაც ეზო ჩან­და, და­ვი­ნა­ხე, სას­ტუმ­როს ეზო­ში წყა­ლი ამო­დი­ო­და. ახლა თუ ჩა­ვი­ძი­რე-მეთ­ქი - გა­ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ თავი და­ვი­ი­მე­დე, რად­გან მე-12 სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ და განა რამ­დე­ნად უნდა ჩა­ი­ძი­როს შე­ნო­ბა, რომ წყალ­მა ასე ზე­მოთ ამო­აღ­წი­ოს-მეთ­ქი. მოკ­ლედ, მძი­მე ღამე იყო...

დი­ლით სა­უზ­მე­ზე რომ ჩა­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი გა­თი­შუ­ლი დამ­ხვდა, მოგ­ვი­ტა­ნეს მხო­ლოდ პური, ძეხ­ვი და თვითმფრი­ნავ­ში პა­ტა­რა ჯე­მებს რომ არი­გე­ბენ ხოლ­მე ასე­თი სა­ხით ჯემი. მივ­ხვდი, რომ საქ­მე ცუ­დად იყო... შემ­დეგ კუ­ბა­ზე თავს გრი­გა­ლი ქალი „აიკი“ და­მეს­ხა... მო­ვი­და, სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მი­თხრა, რომ დღეს სხვა, შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო სას­ტუმ­რო­ში უნდა გა­და­გიყ­ვა­ნოთ, რად­გან ჩვე­ნი სას­ტუმ­რო იმ გრი­გალს ვერ გა­უძ­ლებს, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ექ­სპერ­ტებ­მა მძი­მე დას­კვნა და­დე­სო. სა­ღა­მოს 5 სა­ა­თი იყო.

სა­დაც გა­და­მიყ­ვა­ნეს, იქ მა­ჭა­მეს, და­მა­ბი­ნა­ვეს და მი­თხრეს, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა - რომ სტი­ქია 8 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბო­და, ნო­მერ­ში უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი, ფეხი არ­სად უნდა გა­მედ­გა, მაგ­რამ მა­ინც ავ­დე­ქი და სა­დი­ლის მერე სა­ნა­პი­რო­ზე გა­ვე­დი. ყვე­ლა­ფე­რი მწვა­ნე და ხას­ხა­სა იყო, უბ­რა­ლოდ ქარი ქრო­და. ეს თუა გრი­გა­ლი, ამას გა­ვუძ­ლებთ-მეთ­ქი. მერე ვიგ­რძე­ნი, რომ ქარი გაძ­ლი­ერ­და. ნო­მერ­ში დავ­ბრუნ­დი. უცებ შე­მო­ვი­და სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი და ჩემი ნომ­რის აივ­ნის სარ­კმე­ლის და­ნომვრა და­ი­წყო, X და­ა­წე­რა. ეს იმის­თვის, რამე რომ და­გე­მარ­თოთ, ად­ვი­ლად გი­პო­ვო­თო. რა უნდა და­მე­მარ­თოს-მეთ­ქი?! - გა­ვი­ო­ცე. სა­ში­ნე­ლი გრი­გა­ლი მო­დის, მის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნა­აო. გული გა­მის­კდა, ახლა უფრო და­ბალ სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ბარ­გი კა­რა­და­ზე ზე­მოთ შე­მო­დე­თო. ასეთ­მა გაფრ­თხი­ლე­ბამ ცუ­დად იმოქ­მე­და.

ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც ზუს­ტად იყო გათ­ვლი­ლი, დად­გა თუ არა 8 სა­ა­თი, დე­და­მი­წამ იხუვ­ლა, გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი ქარი ამო­ვარ­და. თან მოჰ­ყვა წვი­მა, მე­სა­მე სარ­თულ­ზე ვი­ყა­ვი და ნო­მერ­ში კო­ჭე­ბამ­დე წყა­ლი მომ­წვდა. მივ­ხვდი, რაც ხდე­ბო­და, შე­ვა­მოწ­მე პას­პორ­ტი ხომ თან მქონ­და და გულ­თან ახ­ლოს ჯი­ბე­ში ჩა­ვი­დე, რამე რომ მოხ­დეს, მი­პო­ვი­ან, ვინ ვარ-მეთ­ქი. ბარ­გიც შე­ვა­მოწ­მე, თუ რა­ღაც, და­ვავ­ლებ ხელს და გავ­ვარ­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ სად უნდა გავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი, უკვე ღამე იყო.

ერ­თა­დერ­თი რაც მო­ვი­ფიქ­რე, აბა­ზა­ნა­ში ჩა­ვი­კე­ტე, სარ­კმლე­ბი არ აქვს-მეთ­ქი, და­ცულ ად­გი­ლად მი­ვიჩ­ნიე. შუ­ქიც ჩაქ­რა, მო­ბი­ლურ­ზე ფა­ნა­რი ჩავ­რთე (ფარ­ნი­ა­ნი ნო­კი­ე­ბის პე­რი­ო­დი იყო). წყა­ლი აბა­ზა­ნა­შიც შე­მო­ვი­და. მორ­ჩა, ვერ გა­დავ­რჩე­ბი-მეთ­ქი და ტრაპ­ში ფე­ხით ჩას­ხმა და­ვი­წყე, რომ ცოტა გა­ე­წო­ვა. წყალს ფოთ­ლე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და და ტრა­პიც გა­ჭე­და, ხე­ლით ვცდი­ლობ­დი, ამო­მე­ღო, რომ წყა­ლი ად­ვი­ლად გა­სუ­ლი­ყო. წყა­ლი შე­ფერ­ხე­ბით, მაგ­რამ მა­ინც გა­დი­ო­და და ეს მამ­შვი­დებ­და, არ და­ვიხ­რჩო­ბი-მეთ­ქი. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვიბ­რძო­ლე.

მერე რო­გორ­ღაც გა­მო­ვე­დი, რად­გა­ნაც წყალ­მა იკლო, მაგ­რამ ნო­მე­რი სულ სვე­ლი იყო, თუმ­ცა წყა­ლი ლო­გი­ნამ­დე არ იყო მი­სუ­ლი, რაც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, რომ დავ­წო­ლი­ლი­ყა­ვი. ვაი, იმ და­ძი­ნე­ბას, თან ქა­რის ხმა მეს­მო­და. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, გა­რეთ რა ხდე­ბო­და... დი­ლას წყლის დო­ნემ და­ი­კო და რო­გორ­ღაც გა­ვე­დი, ვხე­დავ, სა­ხუ­რა­ვე­ბი გა­დახ­დი­ლია, ხე­ებს არც ერთი ფო­თო­ლი არ აქვს... ვი­კი­თხე, იყო თუ არა მსხვერ­პლი-მეთ­ქი? მი­თხრეს, მხო­ლოდ 2 ადა­მი­ა­ნი და­შავ­დაო და გა­მი­ხა­და, რად­გან ისე­თი უმ­ძი­მე­სი, ში­შის­მომ­გვრე­ლი ღამე იყო და არ მე­გო­ნა, თუ ვინ­მე გა­დარ­ჩე­ბო­და. 4 დღე იმ სას­ტუმ­რო­ში მამ­ყო­ფეს, ხოლო სა­ი­და­ნაც გად­მო­მიყ­ვა­ნეს ისიც და სხვაც ბევ­რი, მთლი­ა­ნად და­ინ­გრა. არ იყო შუქი, წყა­ლი, მაგ­რამ სას­ტუმ­რო რა­ღაც­ნა­ი­რად ახერ­ხებ­და ჩაით გა­მას­პინ­ძლე­ბას... ვერ­სად მოვ­დი­ო­დი, ერ­თა­დერ­თი გა­რეთ გა­მოვ­დი­ო­დი და ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი.

2004 წელი - შრი-ლან­კა ცუ­ნა­მის შემ­დეგ

- იქ რომ ჩა­ვე­დი, ცუ­ნა­მი უკვე მომ­ხდა­რი იყო, უმ­ძი­მე­სი ამ­ბე­ბი მოხ­და, 35.000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, უდი­დე­სი მსხვერ­პლი იყო, იმი­ტომ, რომ ხალ­ხს ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და. მა­ნა­მე სა­დაც ვი­ყა­ვი, იქ იცოდ­ნენ, თავი რო­გორ და­ეც­ვათ, იმი­ტო­მაც გა­დარ­ჩნენ. მოკ­ლედ, შრი-ლან­კა­ში რომ ჩა­ვე­დი, მი­თხრეს, ხალ­ხი რო­გორ და­ი­ღუ­პა...

თა­ვი­დან ოკე­ა­ნემ უკან და­ი­წია, ფსკე­რი გა­მოჩ­ნდა და ხალ­ხმა იქ შეს­ვლა და­ი­წყო, ბავ­შვებ­მა თა­მა­ში, თუმ­ცა უეც­რად 18-მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღა და­იძ­რა, რა­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. ცუ­ნა­მი­საც აქვს გა­მე­ო­რე­ბე­ბის რის­კი, ერთი, როცა დიდი ტალ­ღით მო­დის, მე­ო­რე - ნელ-ნელა მო­დის და ზე­მოთ იწე­ვა. ამ­ბო­ბენ, ეს მე­ო­რე "ნელი სიკ­ვდი­ლი­აო“. ყვე­ლა­ფე­რი უცებ მი­აქვს.

მე დე­კემ­ბერ­ში ჩა­ვე­დი, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და, იყო რო­გორც გა­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე, ასე­ვე ეპი­დე­მი­ის, რად­განნ ცხე­ლო­და... იქ რო­გორც რე­პორ­ტი­ო­რი ისე ვი­ყა­ვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ღო, აღ­მე­ბეჭ­და და მსოფ­ლი­ოს­თვის მეთ­ქვა... ასეც მოხ­და, მერე გა­მო­ფე­ნაც მო­ვა­წყვე, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭო და­მეხ­მა­რა და მა­შინ ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა შევ­ძე­ლით და მარ­ტში გა­და­ვუ­რი­ცხეთ. ასე­თი ტი­პის გა­მო­ფე­ნე­ბი და რე­პორ­ტა­ჟე­ბი ცნო­ბი­ე­რე­ბას ამაღ­ლებს, ადა­მი­ა­ნებს ეუბ­ნე­ბი, რომ სულმცი­რე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით უნდა ააგო შე­ნო­ბე­ბი, შრი-ლან­კა­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ცუდი შე­ნო­ბე­ბი ჰქონ­დათ, უხა­რის­ხოდ აშე­ნე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, ბევ­რი მძი­მე ეპი­ზო­დი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ასეთ დასვენებას რა ვუთხარი მე.

თალარე
4

თუ ეგეთი მშიშარა და ქვეშაფსია ხარ ,რას დაბოდიალობ.დაიწყო ვითომ თავის გმირობების მოყოლა.ერთი რაჭველია კაცი და მეორე შენ.ორივე იშვიათი ნაგავი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გამაყრუებელი ქარი ამოვარდა, ნომერში კოჭებამდე წყალი იყო... მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში წყლის ჩასხმა დავიწყე"- როგორ აღმოჩნდა გოგა ჩანადირი სტიქიების პირისპირ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში?

"გამაყრუებელი ქარი ამოვარდა, ნომერში კოჭებამდე წყალი იყო... მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში წყლის ჩასხმა დავიწყე"- როგორ აღმოჩნდა გოგა ჩანადირი სტიქიების პირისპირ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში?

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 130-მდე ქვეყანაშია ნამყოფი და მათგან ზოგიერთში რამდენჯერმე. მოგზაურობისადმი ინტერესი 16 წლის ასაკიდან გაუჩნდა და მისი პირველი სერიოზული მოგზაურობაც მაშინ შედგა. წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნისას გოგა სხვადასხვა სახის სტიქიის პირისპირ რამდენჯერმე აღმოჩნდა.

როგორ გადაურჩა თითოეულ მათგანს, რას გრძნობდა უცხო ქვეყნებში უმძიმეს წუთებში, როგორ ემზადებიან სხვა ქვეყნები მოსალონელი სტიქიის დროს და რა საპრევენციო ღონისძიებებს მიმართავენ. ამ თემაზე გოგა ჩანადირი ექიმ გიორგი ღოღობერიძეს გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ ცოტა ხნის წინ, ივლისში ესაუბრა.

2018 წელი ინდონეზია - მიწისძვრა

- სტიქია ალბათ ის მოვლენაა, რომლის წინაშეც ადამიანი უძლურია. 4 ამბავს გავიხსენებ და გამოვყოფ, რომელთა წინაშეც როგორც ადამიანი სუსტი ვიყავი. პირველი ეს იყო მიწისძვრა 2018 წელს ინდონეზიაში, რაც მე იქ გადავიტანე, ამის გახსენება ახლა მზარავს... მიწისძვრის სიმძლავრე 7-ნახევარი ბალი გახლდათ. კონკრეტულად ბალიზე სასტუმროს ნომერში ვიყავი, საწოლზე ვიწექი და ბასილაშვილის ჰამბურგის ფინალს ტელეფონში ვუყურებდი. უცებ გრუხუნი გავიგონე, მერე რაღაცა ძალამ ქვემოდან ამომარტყა და მაღლა ავხტი - არ ვაჭარბებ, შეიძლება ნახევარ მეტრზეც კი.

მიწისძვრა საქართველოში კი გადამიტანია, მაგრამ ვერ მივხვდი, ის რა იყო, მერე წამის მეასედებში გავაცნობიერე, რაომ მიწისქვეშა ბიძგები უნდა ყოფილიყო. წამოვდექი და კარის ჩარჩოს ქვეშ დავდექი. იმ წუთებში თავში რა არ დატრიალდა, ძალიან მძიმე განცდები მქონდა...

ბალიზე ასეთი სტანდარტი და ტრადიცია აქვთ - არ შეიძლება მაღალი შენობების აგება, ამიტომ, განივი, გრძელი შენობებია, მატარებლის ვაგონის სიგრძისაც კი. ეს იმის გამო, რომ ინდონეზიაში 100-მდე მოქმედი ვულკანია, სეისმურად აქტიური ქვეყანა და კუნძულებია. ამის გარდა აქვთ ღვთაება გარუდას ქანდაკება და ვერც ერთი შენობა მასზე მაღალი ვერ ვერ იქნება. ასეთი მიდგომა შველის კიდეც ქვეყანას და კუნძულებს იმაში, რომ მიწისძვრა დამანგრეველი არ იყოს. მოკლედ, პირველი რაც მოხდა, ტელეფონზე შეტყობინება მივიღე, - უსაფრთხოდ ხარ? - მივხვდი, რომ საშინელება მოხდა. „ფეისბუქმაც“ ამომიგდო ასეთი ტექსტი - „მონიშნე თავი, თუ უსაფრთხოდ ხარ“. საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც მომიკითხეს... შემდეგ ჩავთვალე, რომ სულ ეს იყო და ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ საღამოს მითხრეს, რომ სასტუმრო უნდა დამეტოვებინა, რადგანაც მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე არსებობდა. ვიფიქრე, კარგი, მიწისძვრას გადავურჩი, მაგრამ ცუნამის როგორ გადავურჩე, სად წავიდე?! მით უფრო, რომ 2004 წელს უკვე ვიცოდი, რა იყო ცუნამი. მაშინ ცუნამის ინდონეზიაში მძიმე შედეგები ჰქონდა, - 300 000-მდე ადამიანი დააზარალა და იქ ვმუშაობდი, იმ მოვლენებს ვიღებდი...

ამჯერად თავი ღმერთს, განგებას მივანდვე და სტრესის ფონზე ფეხების მასაჟზე დავჯექი, მაგრამ ვერ ვიტყვი, სტრესმა და შიშმა გამიარა-მეთქი... მერე ისე მოხდა, რომ ცუნამის საფრთხე გაუქმდა. ეს რომ გამოაცხადეს, მშვიდად წამოვედი, ჩავთვალე, რომ აღარაფერი მოხდებოდა. მაგრამ ამას ყველაზე მთავარი მოჰყვა. როგორც წესი, მიწისძვრას განმეორებითი ბიძგები ახასიათებს. ოღონდ, უფრო დაბალი სიმძლავრის. დილის 10-ის ნახევარზე გავიღვიძე, საუზმეზე უნდა ჩავსულიყავი და უარესი სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. შენობაში დიდი ბზარები გაჩნდა, ცუდად გავხდი. მივხვდი, რომ ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, არადა, გამოსაფრენად კიდევ 2 დღე მქონდა დარჩენილი. მოკლედ, რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადავლახე და საუზმეზე ჩავედი, მაგრამ ვხდები, რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც ხდება, რაღაც პროცესი მიდის და დავიწყე საკუთარი ორგანიზმის მოსმენა. მივხვდი, რომ თავში რაღაც მიტრიალებდა. ეს „ტრიალი“ სამი თვე გაგრძელდა. მოგვიანებით როდესაც ინფორმაციებში ჩავიხედე, ბალის აეროპორტი, საიდანაც უნდა გამოვფრენილიყავი, მიწისძვრის მერე დაინგრა...

2008 წელი - გრიგალი კუბასა და იამაიკაზე

- პირველი გრიგალი იამაიკაზე გადავიტანე, „გუსტავი“ ერქვა (გრიგალებს იცით, რომ სახელები კაცის და ქალის სახელები ჰქვიათ. ისე მოხდა, რომ ჯერ „კაცი“ დამესხა თავს, მერე - „ქალი“). წინა დღეს ვნახე, რომ ხალხი ფარდულებიან მაღაზიებს კარებს დაზოლილად აჭედებდნენ. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, თუმცა მათთვის გრიგალი ჩვეულებრივი მოვლენაა. დედაქალაქი სტიქიისთვის ემზადებოდა. ვიყავი ყველაზე მაღალსართულიან სასტუმროში, რომ ავხედე, რა არის აქ ასაჭედი-მეთქი?! 12 სართულზე ვცხოვრობდი. უცებ სასტუმროს მეგაფონში ხმა გაისმა, - იყავით ფრთხილად, გვიკითხავდნენ ინსტრუქციებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ოღონდ, ვერ ვხდებოდი, რა მზადყოფნაზე იყო საუბარი. გრიგალის დროს რატომ იყო ასეთი სიფრთხილე საჭირო. უცებ ატყდა ლეწა-ლუწის ხმა, გავხედე, ცა ჩაშავდა, ყველაფერი დანისლიანდა, მინებს ტოტების ფრაგმენტები ხვდებოდა და შეგრძნება იყო, რომ ყველაფერი უნდა დამტვრეულიყო... სასტუმროს დერეფანში გავედი, საიდანაც ეზო ჩანდა, დავინახე, სასტუმროს ეზოში წყალი ამოდიოდა. ახლა თუ ჩავიძირე-მეთქი - გავიფიქრე, მაგრამ თავი დავიიმედე, რადგან მე-12 სართულზე ვცხოვრობ და განა რამდენად უნდა ჩაიძიროს შენობა, რომ წყალმა ასე ზემოთ ამოაღწიოს-მეთქი. მოკლედ, მძიმე ღამე იყო...

დილით საუზმეზე რომ ჩავედი, ყველაფერი გათიშული დამხვდა, მოგვიტანეს მხოლოდ პური, ძეხვი და თვითმფრინავში პატარა ჯემებს რომ არიგებენ ხოლმე ასეთი სახით ჯემი. მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო... შემდეგ კუბაზე თავს გრიგალი ქალი „აიკი“ დამესხა... მოვიდა, სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მითხრა, რომ დღეს სხვა, შედარებით უსაფრთხო სასტუმროში უნდა გადაგიყვანოთ, რადგან ჩვენი სასტუმრო იმ გრიგალს ვერ გაუძლებს, რაც მოსალოდნელია. ექსპერტებმა მძიმე დასკვნა დადესო. საღამოს 5 საათი იყო.

სადაც გადამიყვანეს, იქ მაჭამეს, დამაბინავეს და მითხრეს, რა უნდა გამეკეთებინა - რომ სტიქია 8 საათზე დაიწყებოდა, ნომერში უნდა ვმჯდარიყავი, ფეხი არსად უნდა გამედგა, მაგრამ მაინც ავდექი და სადილის მერე სანაპიროზე გავედი. ყველაფერი მწვანე და ხასხასა იყო, უბრალოდ ქარი ქროდა. ეს თუა გრიგალი, ამას გავუძლებთ-მეთქი. მერე ვიგრძენი, რომ ქარი გაძლიერდა. ნომერში დავბრუნდი. უცებ შემოვიდა სასტუმროს თანამშრომელი და ჩემი ნომრის აივნის სარკმელის დანომვრა დაიწყო, X დააწერა. ეს იმისთვის, რამე რომ დაგემართოთ, ადვილად გიპოვოთო. რა უნდა დამემართოს-მეთქი?! - გავიოცე. საშინელი გრიგალი მოდის, მისგან დაზღვეული არავინააო. გული გამისკდა, ახლა უფრო დაბალ სართულიან შენობაში ვიყავი. ბარგი კარადაზე ზემოთ შემოდეთო. ასეთმა გაფრთხილებამ ცუდად იმოქმედა.

ყველაფერი მართლაც ზუსტად იყო გათვლილი, დადგა თუ არა 8 საათი, დედამიწამ იხუვლა, გამაყრუებელი ქარი ამოვარდა. თან მოჰყვა წვიმა, მესამე სართულზე ვიყავი და ნომერში კოჭებამდე წყალი მომწვდა. მივხვდი, რაც ხდებოდა, შევამოწმე პასპორტი ხომ თან მქონდა და გულთან ახლოს ჯიბეში ჩავიდე, რამე რომ მოხდეს, მიპოვიან, ვინ ვარ-მეთქი. ბარგიც შევამოწმე, თუ რაღაც, დავავლებ ხელს და გავვარდები-მეთქი, მაგრამ სად უნდა გავვარდნილიყავი, უკვე ღამე იყო.

ერთადერთი რაც მოვიფიქრე, აბაზანაში ჩავიკეტე, სარკმლები არ აქვს-მეთქი, დაცულ ადგილად მივიჩნიე. შუქიც ჩაქრა, მობილურზე ფანარი ჩავრთე (ფარნიანი ნოკიების პერიოდი იყო). წყალი აბაზანაშიც შემოვიდა. მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში ფეხით ჩასხმა დავიწყე, რომ ცოტა გაეწოვა. წყალს ფოთლები მოჰყვებოდა და ტრაპიც გაჭედა, ხელით ვცდილობდი, ამომეღო, რომ წყალი ადვილად გასულიყო. წყალი შეფერხებით, მაგრამ მაინც გადიოდა და ეს მამშვიდებდა, არ დავიხრჩობი-მეთქი. ნახევარი საათი ვიბრძოლე.

მერე როგორღაც გამოვედი, რადგანაც წყალმა იკლო, მაგრამ ნომერი სულ სველი იყო, თუმცა წყალი ლოგინამდე არ იყო მისული, რაც იმის საშუალებას მაძლევდა, რომ დავწოლილიყავი. ვაი, იმ დაძინებას, თან ქარის ხმა მესმოდა. მაინტერესებდა, გარეთ რა ხდებოდა... დილას წყლის დონემ დაიკო და როგორღაც გავედი, ვხედავ, სახურავები გადახდილია, ხეებს არც ერთი ფოთოლი არ აქვს... ვიკითხე, იყო თუ არა მსხვერპლი-მეთქი? მითხრეს, მხოლოდ 2 ადამიანი დაშავდაო და გამიხადა, რადგან ისეთი უმძიმესი, შიშისმომგვრელი ღამე იყო და არ მეგონა, თუ ვინმე გადარჩებოდა. 4 დღე იმ სასტუმროში მამყოფეს, ხოლო საიდანაც გადმომიყვანეს ისიც და სხვაც ბევრი, მთლიანად დაინგრა. არ იყო შუქი, წყალი, მაგრამ სასტუმრო რაღაცნაირად ახერხებდა ჩაით გამასპინძლებას... ვერსად მოვდიოდი, ერთადერთი გარეთ გამოვდიოდი და ფოტოებს ვიღებდი.

2004 წელი - შრი-ლანკა ცუნამის შემდეგ

- იქ რომ ჩავედი, ცუნამი უკვე მომხდარი იყო, უმძიმესი ამბები მოხდა, 35.000 ადამიანი დაიღუპა, უდიდესი მსხვერპლი იყო, იმიტომ, რომ ხალხს ამ ყველაფერთან გამკლავების გამოცდილება არ ჰქონდა. მანამე სადაც ვიყავი, იქ იცოდნენ, თავი როგორ დაეცვათ, იმიტომაც გადარჩნენ. მოკლედ, შრი-ლანკაში რომ ჩავედი, მითხრეს, ხალხი როგორ დაიღუპა...

თავიდან ოკეანემ უკან დაიწია, ფსკერი გამოჩნდა და ხალხმა იქ შესვლა დაიწყო, ბავშვებმა თამაში, თუმცა უეცრად 18-მეტრიანი ტალღა დაიძრა, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ცუნამისაც აქვს გამეორებების რისკი, ერთი, როცა დიდი ტალღით მოდის, მეორე - ნელ-ნელა მოდის და ზემოთ იწევა. ამბობენ, ეს მეორე "ნელი სიკვდილიაო“. ყველაფერი უცებ მიაქვს.

მე დეკემბერში ჩავედი, საშინელება ხდებოდა, იყო როგორც გამეორების საფრთხე, ასევე ეპიდემიის, რადგანნ ცხელოდა... იქ როგორც რეპორტიორი ისე ვიყავი, რომ ყველაფერი გადამეღო, აღმებეჭდა და მსოფლიოსთვის მეთქვა... ასეც მოხდა, მერე გამოფენაც მოვაწყვე, ბრიტანეთის საბჭო დამეხმარა და მაშინ ერთი მილიონი დოლარის მობილიზება შევძელით და მარტში გადავურიცხეთ. ასეთი ტიპის გამოფენები და რეპორტაჟები ცნობიერებას ამაღლებს, ადამიანებს ეუბნები, რომ სულმცირე მაღალი სტანდარტებით უნდა ააგო შენობები, შრი-ლანკასა და ინდონეზიაში ცუდი შენობები ჰქონდათ, უხარისხოდ აშენებული. მოკლედ, ბევრი მძიმე ეპიზოდი მაქვს გამოვლილი.