მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებენ მერიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-60 ლარით ჯარიმდებიან
რას აცხადებენ მერიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-60 ლარით ჯარიმდებიან

თბი­ლი­სის მე­რია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში უბი­ლე­თო მგზავ­რე­ბი 50-60 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბი­ან, უარ­ყოფს.

რო­გორც მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით უბი­ლე­თოდ მგზავ­რო­ბა 20 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა.

”გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თით­ქოს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში უბი­ლე­თოდ მგზავ­რო­ბის გამო, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 50-60 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ხაზ­გას­მით აცხა­დებს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის სიც­რუე და მი­მარ­თუ­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­კენ.

კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 130-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, უბი­ლე­თოდ მგზავ­რო­ბა, აგ­რეთ­ვე, 10-დან 16 წლის ასა­კამ­დე ბავ­შვე­ბის უბი­ლე­თოდ წაყ­ვა­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 20 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ჯა­რი­მის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­და­სახ­დე­ლად, გან­სა­ზღვრუ­ლია 30 დღე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­რღვევ პირს და­ე­რი­ცხე­ბა სა­უ­რა­ვი ჯა­რი­მის ორ­მა­გი ოდე­ნო­ბით, ხოლო სა­უ­რა­ვის და­რი­ცხვი­დან 30 დღის ვა­და­ში, და­ჯა­რი­მე­ბულ­მა პირ­მა თუ კვლავ არ გა­და­ი­ხა­და და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მა და სა­უ­რა­ვი, მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­დახ­დის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ უბი­ლე­თო მგზავ­რის და­ჯა­რი­მე­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, ჯა­რი­მე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ხმარ­დე­ბა.

ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დარ­ე­კონ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე: 13 98”, - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ნიუორკში ხელფასი რამდენიაქვთ იმას რატომ.არ წერ?

ადამიანი
1

გაჭედილ ტრანსპორტში რომ ზიხარ და ვერ მოასწარი ბილეთის აღება და ეგრევე გაჯარიმებენ, არ მიმაჩ

ნია სწორად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რას აცხადებენ მერიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-60 ლარით ჯარიმდებიან

რას აცხადებენ მერიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-60 ლარით ჯარიმდებიან

თბილისის მერია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრები 50-60 ლარით ჯარიმდებიან, უარყოფს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა 20 ლარით ჯარიმდება.

”გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-60 ლარით ჯარიმდებიან.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიმართულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისკენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე, 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად, განსაზღვრულია 30 დღე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, დაჯარიმებულმა პირმა თუ კვლავ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აქვე განვმარტავთ, რომ უბილეთო მგზავრის დაჯარიმება კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებაა, ჯარიმებიდან შემოსული თანხა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირებას ხმარდება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 13 98”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.