ავტორი:

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში დღეს ნაპოვნი ცხედრებიდან ერთ-ერთი მოზარდისაა

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში დღეს ნაპოვნი ცხედრებიდან ერთ-ერთი მოზარდისაა

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა დღეს, დილიდან ამ დრომდე ორი ცხედარი იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი მედიასთან აცხადებს, მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის ცხედარია.

"დილის შემდეგ შეიცვალა სტატისტიკა, დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია და მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით, 2 კმ-ში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი“, - აცხადებს მღებრიშვილი.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხოდ გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.