ავტორი:

ზელენსკის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს - როგორც ირკვევა, ქალი სამხედრო ბაზაზე არსებულ მაღაზიაში მუშაობდა

ზელენსკის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს - როგორც ირკვევა, ქალი სამხედრო ბაზაზე არსებულ მაღაზიაში მუშაობდა

ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ორშაბათს განაცხადა.

დაკავებული ქალის ვინაობა საჯაროდ არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სამხრეთ უკრაინის მიკოლაივის რეგიონიდანაა და სამხედრო ბაზაზე არსებულ მაღაზიაში მუშაობდა - ამის თაობაზე ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.

ოფიციალური პირების თქმით, ის, სავარაუდოდ, რუსულ ძალებს ზელენსკის ადგილმდებარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, მათ შორის პრეზიდენტის მიკოლაივში ვიზიტის სრულ მარშრუტს. უკრაინელი ოფიციალური პირების მტკიცებით, ეჭვმიტანილი რუსეთს "მასიური საჰაერო თავდასხმის“ მომზადებაში ეხმარებოდა.

SBU-მ დროულად შეიტყო შეთქმულების შესახებ და ზელენსკის ვიზიტის დროს უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო.

"უკრაინის უშიშროების სამსახური აგრძელებდა მტრის თანამზრახველის დანაშაულებრივი ქმედებების დოკუმენტირებას, რათა მისი დავალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო“, - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

დადგინდა, რომ ქალი უკრაინის თავდაცვის სისტემებს და საბრძოლო მასალის საწყობებს მთელს ოჩაკოვის რეგიონში ეძებდა.

დაკავებულს ბრალს ასევე იარაღისა და ჯარების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებაში წარუდგენენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.