ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილის პოსტს ეხმაურება, რომელშიც ანა ლორია ნიკოლოზ რაჭველსა და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სტიქიის ზონაში მომუშავე სახელმწიფო უწყების თანამშრომლები გააკრიტიკა.
გოგა ჩანადირი:
"ახლა ნიკა რაჭველს შეუტიეს. რა თქვა ისეთი, რომ ამ საამაყო ადამიანს გადაუარეს? მისი უფლებაა, ვის რას აპატიებს, მათ შორის გადაწყვეტილებების მიმღებთ შოვის სამაშველო ტრაგედიის დროს. არადა, ნიკას მლანძღველების უმრავლესობაც იმავეს იტყოდა, ვერავის აპატიებდა, ძვირფასი ადამიანი რომ ჰყოლოდა მეწყერიდან ამოსაყვანი.
ნიკამ რაც თქვა, არის ძალიან ადამიანური, გულისტკივილით სავსე და სრულიად ბუნებრივი. ის არ არის სამაშველო საქმეების მცოდნე, განსაზღვროს, რა როგორ უნდა გაკეთდეს და ამის ცოდნა არც მოეთხოვება. მას აქვს დიდი გული იმისთვის, რომ ტკიოდეს თითოეული ადამიანის სატკივარი.
გუშინ გავრცელებულ პოსტში ანა ლორია წერდა, "„დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!ჩემი გულის ფეთქვა ხართ, ბიჭებო, მამაჩემი ხართ თითოეული თქვენგანი, ბიჭებო! არ გაბრაზდეთ, არ გეწყინოთ!“
მანამდე ხელოვანმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშც ხელისუფლებას ტრაგედიის პირველ ღამეს უმოქმედობასა და გარიჟრაჟის ლოდინში ადანაშაულებდა… (იხილეთ სრულად ნიკოლოზ რაჭველის პოსტი)
წაიკითხეთ ასევე:
ადამიანებო, დააკვირდით, დედამიწაზე რამდენი უბედურება ხდება! დედა –ბუნება ვეღარ იტევს ამდენ სიძულვილს! იყუჩეთ ! ნუ განიკითხავთ ასე იოლად! ერთი დიდი საშინელება ის არის კიდევ ,რაც აქ კომენტარებში ხდება
გოგა ძვირფასო მიუხედავად ჩემი შენდამი დიდი პატივისცემისა მინდა გთხოვო ნუ ჩაერევი ამათ სპექტაკლებში ამათ ერთობლივ ცირკში...ეს იძახის ისინი პასუხობენ მაგრამ...ბოლოს მაინც სადღესსწაულო კონცერტებზე ეგენი დგანა და ერთად უკრავენ ტაშს!,,,