მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ შეძლო სწავლის დასრულება ალექსანდრე ყაზბეგმა და რას წერდა დედას მოსკოვიდან? - საინტერესო დეტალები მწერლის ცხოვრებიდან
რატომ ვერ შეძლო სწავლის დასრულება ალექსანდრე ყაზბეგმა და რას წერდა დედას მოსკოვიდან? - საინტერესო დეტალები მწერლის ცხოვრებიდან

ხე­ვის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლის შვი­ლის, მწე­რალ ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად იც­ნა­უ­რად წარ­მი­მარ­თა, რო, მან ცხოვ­რე­ბა სი­ღა­ტა­კე­ში და­ას­რუ­ლა. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა მის ცხოვ­რე­ბა­ში და ზო­გა­დად, მის ეპო­ქა­ში, თუმ­ცა ის მუდ­მი­ვად რჩე­ბო­და თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა და თა­ვი­სი ხალ­ხის ერ­თგუ­ლად, რო­მე­ლიც პირ­ნათ­ლად ცდი­ლო­ბა სარ­გე­ბე­ლი მო­ე­ტა­ნა სამ­შობ­ლოს­თვის.

დიდი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი 1848 წლის 8 იან­ვარს, სტე­ფან­წმინ­და­ში და­ი­ბა­და. ხე­ვის მმარ­თვე­ლის, მი­ხე­ილ ყაზ­ბე­გი­სა (ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის) და ელი­სა­ბედ თარ­ხნიშ­ვი­ლის შვი­ლი თბი­ლის­ში ჰა­კე­სა და კა­ნო­ნი­ჩის პან­სი­ო­ნებ­ში სწავ­ლობ­და, 1863 წლი­დან კი კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა. ვიდ­რე მამა ცო­ცხა­ლი ჰყავ­და, მისი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვად მი­დი­ო­და, თუმ­ცა 1866 წელს მამა გარ­და­ეც­ვა­ლა და ამის მერე შეძ­ლე­ბულ ცხოვ­რე­ბას მიჩ­ვე­ულ ოჯახს გა­უ­ჭირ­და.

18 წლის ახალ­გაზ­რდა ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. 1867-1870 წლებ­ში სწავ­ლობ­და მოს­კო­ვის სა­მე­ურ­ნეო აკა­დე­მი­ა­ში. მოს­კოვ­ში მწე­რალს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მე­ტად შე­ზღუ­დულ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბო­და ცხოვ­რე­ბა. იგი სა­მე­ურ­ნეო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი გახ­და. სწავ­ლას შე­უდ­გა მთე­ლი მონ­დო­მე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩანს მის წე­რი­ლებ­ში, რომ­ლე­ბაც მოს­კო­ვი­დან ოჯახს უგ­ზავ­ნი­და. თუმ­ცა ძა­ლი­ან დიდი იყო გან­თლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი, უნ­დო­და სამ­შობ­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, დიდი კაცი დაბ­რუ­ნე­ბულ­ყო, ამი­ტომ ხში­რად წე­რი­ლებ­ში დე­დას მის­თვის ფული გაგ­ზავ­ნა­საც სთხოვ­და და საყ­ვე­დუ­რობ­და კი­დეც, თუ ვერ გა­უგ­ზავ­ნი­და.

„მარ­თა­ლია, ძნელს და ძნელს საქ­მეს ვებ­რძვი, მაგ­რამ მაქვს იმე­დი თავი გა­ვი­ტა­ნო და პავ­ლე­სა­გან ნას­წავ­ლი ქა­მან­დი უგდო, რო­მელ­საც წა­უქ­ცევ­ლათ არ გა­და­გირ­ჩე­ბა სიძ­ნე­ლე საქ­მი­სა. და მა­შინ, მცი­რე და­ვი­თი­სა­ვით, რო­გორც ის მი­ვარ­და გო­ლი­ათს და მოს­ჭრა თავი, ისე მე ამ სიძ­ნე­ლეს, და შე­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლოს კა­რებ­ში დი­დე­ბით.

ქარ­თუ­ლი ან­და­ზაა _ ცდა ბე­დის მო­ნა­ხევ­რე არი­სო. აქ მე­ტად დამ­ცი­რე­ბუ­ლი არის ცდა. ჩე­მის აზ­რით, უკე­თუ კაცს ცდა ექ­ნე­ბა და შე­ი­დებს რას­მე თავ­ში, უეჭ­ვე­ლათ მი­აღ­წევს ღვთით. მე თქვე­ნი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჩურ­ჩხე­ლე­ბი მი­ვი­ღე, რომ­ლის­თვი­საც დი­დათ და დი­დათ გმად­ლობ.

ჩემს საყ­ვა­რელს და ჩემ­თვის მზრუნ­ველს ხე­ლებს და­გი­კოც­ნი ჩემ­თვის მზრუნ­ველს გულ­სა.

მე აქა­ურს მყრალს თამ­ბა­ქოს ვწევ. უნდა იცო­დე რა სა­ძაგ­ლო­ბა არის. მე ასეთს სწავ­ლა­ში ვარ, რომ დღე­ში ორი სა­ა­თი მოც­ლა არა მაქვს არც კვი­რა­ო­ბით და არც ისე დღე­ო­ბით. მოს­კოვს გა­რეთ შვი­დი ვერ­სია აკა­დე­მია და იქ დავ­დი­ვარ სას­წავ­ლებ­ლათ დი­ლით ექ­ვსი სა­ა­თიდ­გან ან სა­ღა­მოს ათს სა­ა­თამ­დის. ათს სა­ათ­ზე ისევ მოს­კოვ­ში მოვ­დი­ვარ. მე თვი­თონ არ მქონ­და ჩემი თა­ვის იმე­დი, რომ ამო­დე­ნა ჯდო­მას გა­უძ­ლებ­დი და ჩემი და­უდ­გო­მა­რი ფე­ხე­ბი სი­ა­რულს და­იშ­ლიდ­ნენ. მხო­ლოდ სამ­შა­ბა­თი სა­ღა­მო მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი და მა­შინ დავ­დი­ვარ ხოლ­მე აქ ერთს პო­მეშ­ჩიკ­თან, გვა­რათ ველ­ნე­ნი­ნო­ვე­ბი, რო­მელ­თაც სამ­შა­ფა­თო­ბით შეყ­რი­ლო­ბა აქვთ ხოლ­მე და ტან­ცა­ო­ბაც, რა საკ­ვირ­ვე­ლია, სა­დაც ქა­ლე­ბი გა­და­რია ჩემ­მა ლე­კურ­მა.

ღმერ­თს გე­ფი­ცე­ბი და გაძ­ლევ პა­ტი­ო­სანს სი­ტყვას, რომ ერ­თბა­შათ ლა­პა­რაკ­ში მნა­ხო, ვე­ღარ მიც­ნობ. ასე გა­მო­ვიც­ვა­ლე, რომ ვერც მე და ვე­ღარც ჩემი ამ­ხა­ნა­გე­ბი ვე­ღა­რა მცნო­ბენ. ამ ზა­ფხულს კი ვერა, მაგ­რამ იმ ზა­ფხულს ერთი მო­ვალ, ორის თვით დაგ­ხე­დავთ და ისევ წა­მო­ვალ“ - ვკი­თხუ­ლობთ ყა­ბე­გის ერთ-ერთ წე­რილ­ში, სა­დაც კარ­გად ჩანს, თუ რამ­დე­ნად ძლი­ერ უნ­დო­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ეს კი გახ­ლავთ მცი­რე ამო­ნა­რი­დი ალექ­სან­დრეს კი­დევ ერთი წე­რი­ლი­დან, სა­დაც კარ­გად ჩანს, რო­გორ უჭირ­და თა­ვის გა­ტა­ნა: „აგერ ექ­ვსი თვე შეს­რულ­და, რაც ველი ფულს და ოთხი თუმ­ნის მეტი არ მომ­სვლია რა. მე გან­საც­ვიფ­რებ­ლათ მი­მაჩ­ნია თქვე­ნი მოქ­მე­დე­ბა მის­თვის, რომ თქვენ ძა­ლი­ან კარ­გათ იცით ჩემი აზრი და სურ­ვი­ლი. (გან­გი­მე­ო­რებთ) მე აქ მოვ­სულ­ვარ სას­წავ­ლე­ლათ და არა თუ ფუ­ლე­ბის მო­სა­გე­ბათ. ერთი ეს ჰკი­თხეთ თქვენ თი­თონ თქვენს თავს: კაცს, რო­მე­ლიც ისე უკან არის დარ­ჩე­ნი­ლი რო­გორც მე, შე­უძ­ლი­ან კი­დეც ის­წავ­ლოს და თა­ვის თა­ვიც გა­იკ­ვე­ბოს?“

სამ­წუ­ხა­როდ, მას 1870 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ისე მო­უ­წია, რომ აკა­დე­მია არ და­უმ­თავ­რე­ბია. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ცხვარ­ში წა­ვი­და მწყემ­სად. „გა­დავ­წყვი­ტე მე­ცხვა­რე­ო­ბა და­მე­წყო და ამ ხე­ლო­ბის შემ­წე­ო­ბით მო­მევ­ლო მთა და ბარი, გა­მეც­ნო ხალ­ხი და გა­მო­მე­ცა­და ის შიში და სი­ა­მოვ­ნე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც მწყემსს გა­ნუ­შო­რებ­ლად თან სდევს. მე თვი­თონ, რო­გორც მთის კაცს, მყვან­და რა­ო­დე­ნი­მე ცხვა­რი, ცო­ტა­ო­დე­ნი კი­დევ ზო­გი­ერთს მი­წებ­ში გაც­ვლით მო­ვაგ­რო­ვე, მი­ვუ­მა­ტე ჩემს ფა­რას, ავი­ღე ჯოხი და თოფი და ამ­გვა­რად შე­ვი­ქენ მე­ცხვა­რე” - ამო­ნა­რი­დი „ნამ­წყემ­სა­რის მო­გო­ნე­ბა­ნი­დან“.

სა­ბო­ლო­ოდ, მისი ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა მრა­ვალ­მხრივ გან­ვი­თარ­და. ის გახ­ლდათ მწე­რა­ლი, დრა­მა­ტურ­გი, პო­ე­ტი, მთარ­გმნე­ლი და მსა­ხი­ო­ბი. ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფსევ­დო­ნი­მი იყო „მო­ჩხუ­ბა­რი­ძე“ („აკა­კია მო­ჩხუ­ბა­რი­ძე“), თე­ატ­რა­ლუ­რი – „მო­ხე­ვე“. წე­რი­ლებს ხში­რად სწო­რედ აკა­კია მო­ჩხუ­ბა­რი­ძის სა­ხე­ლით აწერ­და ხელს.

ყაზ­ბე­გი ქარ­თუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი რე­ა­ლიზ­მის მიმ­დე­ვა­რი და ქარ­თვე­ლი „სა­მო­ცი­ა­ნე­ლე­ბის“ ტრა­დი­ცი­ა­თა გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იყო. მწე­რა­ლი კარ­გად იც­ნობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ას, მო­ხე­ვე­თა სუ­ლის­კვე­თე­ბას, რაც წარ­მოჩ­ნდა მის რო­გორც მხატ­ვრულ, ისე ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ-პუბ­ლი­ცის­ტურ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში.

მისი რო­მა­ნებ­სა და მო­თხრო­ბებს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს და ისი­ნი არას­დროს კარ­გა­ვენ აქ­ტუ­ა­ლო­ბას. თუმ­ცა არა­ნაკ­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა ყაზ­ბე­გის ლექ­სე­ბი და პი­ე­სე­ბი. სწო­რედ ლექ­სე­ბი და პი­ე­სე­ბი წე­რი­ლებ­თან ერ­თად არის თავმყო­რი­ლი „პა­ლიტ­რა L-ის“ ოთხტო­მე­უ­ლის მე-4 ტომ­ში, რო­მე­ლიც გა­ყიდ­ვა­ში 7 აგ­ვის­ტოს გა­მო­ვა.

წიგ­ნი გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად 14 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა. მისი შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ან პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯი­ხუ­რებ­ში. ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, გახ­დეთ სე­რი­ის გა­მომ­წე­რი, ამის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბას უნდა და­უ­კივ­შირ­დეთ ნო­მერ­ზე 032 2 47 00 45 ან ეწ­ვი­ოთ ვებგ­ვერდს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ ვერ შეძლო სწავლის დასრულება ალექსანდრე ყაზბეგმა და რას წერდა დედას მოსკოვიდან? - საინტერესო დეტალები მწერლის ცხოვრებიდან

რატომ ვერ შეძლო სწავლის დასრულება ალექსანდრე ყაზბეგმა და რას წერდა დედას მოსკოვიდან? - საინტერესო დეტალები მწერლის ცხოვრებიდან

ხევის ყველაზე გავლენიან ოჯახში დაბადებულის შვილის, მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება იმდენად იცნაურად წარმიმართა, რო, მან ცხოვრება სიღატაკეში დაასრულა. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში და ზოგადად, მის ეპოქაში, თუმცა ის მუდმივად რჩებოდა თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის ერთგულად, რომელიც პირნათლად ცდილობა სარგებელი მოეტანა სამშობლოსთვის.

დიდი ქართველი მწერალი 1848 წლის 8 იანვარს, სტეფანწმინდაში დაიბადა. ხევის მმართველის, მიხეილ ყაზბეგისა (ჩოფიკაშვილის) და ელისაბედ თარხნიშვილის შვილი თბილისში ჰაკესა და კანონიჩის პანსიონებში სწავლობდა, 1863 წლიდან კი კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. ვიდრე მამა ცოცხალი ჰყავდა, მისი ცხოვრება მარტივად მიდიოდა, თუმცა 1866 წელს მამა გარდაეცვალა და ამის მერე შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულ ოჯახს გაუჭირდა.

18 წლის ახალგაზრდა ალექსანდრე ყაზბეგი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრება. 1867-1870 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. მოსკოვში მწერალს მატერიალურად მეტად შეზღუდულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. იგი სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა. სწავლას შეუდგა მთელი მონდომებით. ეს ყველაფერი კარგად ჩანს მის წერილებში, რომლებაც მოსკოვიდან ოჯახს უგზავნიდა. თუმცა ძალიან დიდი იყო განთლების მიღების სურვილი, უნდოდა სამშობლოში განათლება მიღებული, დიდი კაცი დაბრუნებულყო, ამიტომ ხშირად წერილებში დედას მისთვის ფული გაგზავნასაც სთხოვდა და საყვედურობდა კიდეც, თუ ვერ გაუგზავნიდა.

„მართალია, ძნელს და ძნელს საქმეს ვებრძვი, მაგრამ მაქვს იმედი თავი გავიტანო და პავლესაგან ნასწავლი ქამანდი უგდო, რომელსაც წაუქცევლათ არ გადაგირჩება სიძნელე საქმისა. და მაშინ, მცირე დავითისავით, როგორც ის მივარდა გოლიათს და მოსჭრა თავი, ისე მე ამ სიძნელეს, და შემოვალ საქართველოს კარებში დიდებით.

ქართული ანდაზაა _ ცდა ბედის მონახევრე არისო. აქ მეტად დამცირებული არის ცდა. ჩემის აზრით, უკეთუ კაცს ცდა ექნება და შეიდებს რასმე თავში, უეჭველათ მიაღწევს ღვთით. მე თქვენი გამოგზავნილი ჩურჩხელები მივიღე, რომლისთვისაც დიდათ და დიდათ გმადლობ.

ჩემს საყვარელს და ჩემთვის მზრუნველს ხელებს დაგიკოცნი ჩემთვის მზრუნველს გულსა.

მე აქაურს მყრალს თამბაქოს ვწევ. უნდა იცოდე რა საძაგლობა არის. მე ასეთს სწავლაში ვარ, რომ დღეში ორი საათი მოცლა არა მაქვს არც კვირაობით და არც ისე დღეობით. მოსკოვს გარეთ შვიდი ვერსია აკადემია და იქ დავდივარ სასწავლებლათ დილით ექვსი საათიდგან ან საღამოს ათს საათამდის. ათს საათზე ისევ მოსკოვში მოვდივარ. მე თვითონ არ მქონდა ჩემი თავის იმედი, რომ ამოდენა ჯდომას გაუძლებდი და ჩემი დაუდგომარი ფეხები სიარულს დაიშლიდნენ. მხოლოდ სამშაბათი საღამო მაქვს თავისუფალი და მაშინ დავდივარ ხოლმე აქ ერთს პომეშჩიკთან, გვარათ ველნენინოვები, რომელთაც სამშაფათობით შეყრილობა აქვთ ხოლმე და ტანცაობაც, რა საკვირველია, სადაც ქალები გადარია ჩემმა ლეკურმა.

ღმერთს გეფიცები და გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რომ ერთბაშათ ლაპარაკში მნახო, ვეღარ მიცნობ. ასე გამოვიცვალე, რომ ვერც მე და ვეღარც ჩემი ამხანაგები ვეღარა მცნობენ. ამ ზაფხულს კი ვერა, მაგრამ იმ ზაფხულს ერთი მოვალ, ორის თვით დაგხედავთ და ისევ წამოვალ“ - ვკითხულობთ ყაბეგის ერთ-ერთ წერილში, სადაც კარგად ჩანს, თუ რამდენად ძლიერ უნდოდა განათლების მიღება.

ეს კი გახლავთ მცირე ამონარიდი ალექსანდრეს კიდევ ერთი წერილიდან, სადაც კარგად ჩანს, როგორ უჭირდა თავის გატანა: „აგერ ექვსი თვე შესრულდა, რაც ველი ფულს და ოთხი თუმნის მეტი არ მომსვლია რა. მე განსაცვიფრებლათ მიმაჩნია თქვენი მოქმედება მისთვის, რომ თქვენ ძალიან კარგათ იცით ჩემი აზრი და სურვილი. (განგიმეორებთ) მე აქ მოვსულვარ სასწავლელათ და არა თუ ფულების მოსაგებათ. ერთი ეს ჰკითხეთ თქვენ თითონ თქვენს თავს: კაცს, რომელიც ისე უკან არის დარჩენილი როგორც მე, შეუძლიან კიდეც ისწავლოს და თავის თავიც გაიკვებოს?“

სამწუხაროდ, მას 1870 წელს საქართველოში დაბრუნება ისე მოუწია, რომ აკადემია არ დაუმთავრებია. სამშობლოში დაბრუნებული ცხვარში წავიდა მწყემსად. „გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე” - ამონარიდი „ნამწყემსარის მოგონებანიდან“.

საბოლოოდ, მისი ცხოვრება და შემოქმედება მრავალმხრივ განვითარდა. ის გახლდათ მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“. წერილებს ხშირად სწორედ აკაკია მოჩხუბარიძის სახელით აწერდა ხელს.

ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი „სამოციანელების“ ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში.

მისი რომანებსა და მოთხრობებს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს და ისინი არასდროს კარგავენ აქტუალობას. თუმცა არანაკლები ღირებულებისაა ყაზბეგის ლექსები და პიესები. სწორედ ლექსები და პიესები წერილებთან ერთად არის თავმყორილი „პალიტრა L-ის“ ოთხტომეულის მე-4 ტომში, რომელიც გაყიდვაში 7 აგვისტოს გამოვა.

წიგნი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში, სპეციალურ ფასად 14 ლარად გაიყიდება. მისი შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის გამომცემლობას უნდა დაუკივშირდეთ ნომერზე 032 2 47 00 45 ან ეწვიოთ ვებგვერდს.

R