Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის..." - რა განცხადებას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი
"შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის..." - რა განცხადებას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა. რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს, ომის თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხარ­ჯზე.

"ჩემი პა­სუ­ხი ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ლა­პა­რა­კე თა­ვებს!

შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა 2008 წლის ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? დიახ, შე­იძ­ლე­ბო­და. რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ამი­სათ­ვის:

1. აჭა­რა­ში ას­ლა­ნი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა და ხელი აგ­ვე­ღო ბა­თუ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე;

2. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად მათი აგენ­ტე­ბი უნდა დაგ­ვე­ნიშ­ნა, რო­გორც ამას პირ­და­პირ მთხოვ­და პუ­ტი­ნი;

3.არ უნდა შევ­ბრძო­ლე­ბო­დით კო­რუფ­ცი­ას, რად­გან ძი­რი­თა­დად მათ ეყ­რდნო­ბო­და რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში;

4.არ უნდა გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა არ­ცერ­თი რე­ფორ­მა, ვი­ნა­ი­დან რე­ფორ­მებს რუ­სე­თი გა­ნი­ხი­ლავს სა­შიშ პრე­ცე­დენ­ტე­ბად;

5.არ უნდა გვევ­ლო ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს­კენ;

6.არ უნდა გვეთ­ქვა უარი ენერ­გე­ტი­კა­ში რუ­სულ სქე­მებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, სიბ­ნე­ლე­ში დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო;

7.არ უნდა შეგ­ვექ­მნა ქარ­თუ­ლი არ­მია და სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბა. ერთი სი­ტყვით, დავ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით ჩა­მორ­ჩე­ნილ, გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ, კრი­მი­ნა­ლურ, კო­რუმ­პი­რე­ბულ ქვეყ­ნად, რომ­ლის ბედი მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და და რო­მელ­საც რუ­სე­თი ნე­ბის­მი­ერ დროს და­მარ­თებ­და ყვე­ლა­ფერს, რა­საც მო­ი­სურ­ვებ­და", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nika
0

ეს მოგონილი არგუმენტები.. და რეალურად რატომ არ აიცილა ამ და ამისმა კორუმპირებულმა ამალამ იმ დროს ომი, ამას ისტორია დაწერს იმედი მაქვს (გამყიდველები და ქვეყნის მოძულეები იყვნენ და ესე რჩებიან)

321
1

ყველაფერს თვითონ იგონებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის..." - რა განცხადებას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

"შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის..." - რა განცხადებას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება. როგორც სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, თუმცა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების ხარჯზე.

"ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს!

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:

1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;

2. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;

3.არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;

4.არ უნდა გაგვეტარებინა არცერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;

5.არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ;

6.არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;

7.არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება. ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.