გაფილტრული წყალი ყველგან და ყველასთვის - „ნამი 8-მ“ საბურთალოს „სითი მოლში“ სავაჭრო წერტილი გახსნა

გაფილტრული წყალი ყველგან და ყველასთვის - „ნამი 8-მ“ საბურთალოს „სითი მოლში“  სავაჭრო წერტილი გახსნა

NAMI8 ეკოლოგიურად სუფთა გაფილტრული წყლის სმის კულტურის პოპულარიზაციას აგრძელებს - საბურთალოს „სითი მოლში“კომპანიამ პირველი სავაჭრო წერტილი გახსნა.

სტენდი მომხმარებლებს 5 აგვისტოდან ემსახურება. NAMI8-ს კვალიფიციური წარმომადგენლები კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ფილტრაციის ბარების ფუნქციონირების, მათი სარგებლის, მოვლისა და სხვა საკითხების შესახებ. ამასთან, დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას გაუწევენ, თავიანთი საჭიროებების მიხედვით ყველაზე ოპტიმალური დანადგარი შეარჩიონ.

ისრაელის წამყვანი სპეციალისტების ზედამხედველობით შექმნილი ფილტრები და წყლის ბარები, მორგებული ქართული წყლის ხარისხზე და გემოვნურ თვისებებზე, საქართველოში პირველად NAMI8-ს მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი. დანადგარები საშუალებას გვაძლევს, რისკებისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე სახლსა თუ ოფისში ყოველთვის გვქონდეს მავნე ნივთიერებებისა და ქიმიკატებისგან გაფილტრული, სასიამოვნო გემოვნური თვისებების მქონე ცივი და ცხელი წყალი. საოჯახო, კომპაქტური ბარი ასევე საშუალებას იძლევა, სურვილისამებრ ვარეგულიროთ წყლის ტემპერატურა, რაც ახალშობილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლას ამარტივებს.

NAMI8-მ ეკოლოგიურად სუფთა წყლის სმის კულტურის პოპულარიზაცია ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო, რაც ფილტრაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, ბარების მონტაჟსა და მოვლაში გამოიხატება. შედეგად, დანადგარები არაერთ ოფისსა და ოჯახში გაჩნდა. დღეს, NAMI8-ს პარტნიორი 150-ზე მეტი კომპანია ფილტრაციის ბარების მეშვეობით ზრუნავს თავის თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. ბარების მიერ გაფილტრულ ეკოლოგიურად სუფთა წყალს კი 40 000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს.

სწორედ გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა „სითი მოლში“ სტენდის გახსნა, სადაც მომხმარებელი ყველა კითხვაზე პასუხს ადგილზევე მიიღებს.

NAMI8-ს წყლის ბარების მეშვეობით ერთი მხრივ, ბიზნესი ახერხებს, იზრუნოს გარემოსა და თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და უარი თქვას პლასტიკის ავზებზე, რომელიც ბაქტერიების გავრცელებისა და ბუნების დაბინძურების წყაროა, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად დაზოგოს ფინანსური და ადამიანური რესურსი.

მინი ბარების მეშვეობით კი მთელს ოჯახს ნებისმიერ არეალსა და მეტეოროლოგიურ პირობებში ქიმიკატებისა და მინარევებისგან გაფილტრული, უსაფრთხო წყალი მიეწოდება.

რაც მთავარია, საოფისე თუ საოჯახო ბარების ტექნიკურ შემოწმებასა და მოვლას თავად NAMI8-ს კვალიფიციური სპეციალისტები უზრუნველყოფენ, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია. მას აღარ უწევს ბარის ტექნიკურ დეტალებზე ფიქრი როგორც ოფისის, ისე სახლის დანადგარისთვის, რადგან სპეციალისტები თავად აკონტროლებენ ფილტრის ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში ცვლიან მას. რაც მთავარია, ფილტრის განახლებისა თუ ტექნიკური შემოწმების თარიღებს კომპანია თავად აკონტროლებს.

NAMI8 ებრაული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილია. მის იდენტობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თავად ბრენდის სახელსა და მის გზავნილს.

NAMI8 მომხმარებელს ჰპირდება, რომ მის ცხოვრებას გააუმჯობესებს და მისთვის ჯანსაღი წყლის მიწოდებაზე იზრუნებს.

R