საზოგადოება
პოლიტიკა
მეცნიერება

15

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 22:28-ზე, მთვარე კუროშია – კარგია მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა; ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის კარგი დრო ოჯახის შესაქმნელად. კარგია განქორწინება, უსიამოვნო პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულო იქნება. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. მოერიდეთ ქირურგიული ჩარევას. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნანობ, რომ ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდი" - რუსი ჯარისკაცის აღიარება საქართველოდან მოპარულ უნიტაზებზე და უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაზე
"ვნანობ, რომ ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდი" - რუსი ჯარისკაცის აღიარება საქართველოდან მოპარულ უნიტაზებზე და უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაზე

ია­კობ პე­რო­ვი ერთ-ერ­თია იმ ასო­ბით რუსი ჯა­რის­კა­ცი­დან, ვინც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და­ტო­ვა და თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნით ევ­რო­პას მი­მარ­თა. ვო­რო­ნეჟე­ლი სამ­ხედ­რო რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ჯერ კი­დევ 2008 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- არ­მია მე­თა­უ­რო­ბის უნე­ბარ­თვოდ გვი­ან გა­ზა­ფხულ­ზე დავ­ტო­ვე, გა­ვი­ქე­ცი და ცოლ­სა და ორ შვილ­თან ერ­თად ბე­ლა­რუს­ში, იქი­დან კი პო­ლო­ნეთ­ში გა­და­ვე­დი. შემ­დეგ ეს­პა­ნეთ­ში წა­ვე­დით, სა­დაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მი­ვე­ცი. დედ-მამა და და რუ­სეთ­ში დარ­ჩნენ. მამა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ზი­ან­და და ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა, ამი­ტომ მისი გა­მოყ­ვა­ნა ად­ვი­ლი არ არის. ვიცი, ჩემს ნე­ბის­მი­ერ სი­ტყვას ეფ-ეს-ბე გულ­დას­მით აკონ­ტრო­ლებს, რაც არა­ვინ იცის, ჩემს ოჯახ­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ სხვა გზა არა მაქვს. მი­ვე­დი იმ კონ­დი­ცი­ამ­დე, რომ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო.

- რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომით და­ვი­წყოთ.

- სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ვმსა­ხუ­რობ­დი, 58-ე არ­მი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და. აგ­ვის­ტოს პირ­ველ რი­ცხვებ­ში ნა­წილ­ში ბრძა­ნე­ბა მო­ვი­და, რომ სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ონს უნდა გავ­ყო­ლო­დით, რათა ცხინ­ვალ­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, მათი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის თავ­დას­ხმის გამო ყა­ზარ­მებ­ში იყ­ვნენ შე­კე­ტი­ლი, უნდა დაგ­ვეც­ვა. მე მე­კავ­ში­რის მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი. რო­კის გვი­რა­ბი გა­ვი­ა­რეთ, ჩემი მე­თა­უ­რი გზა­დაგ­ზა ვი­ღა­ცებს უკავ­შირ­დე­ბო­და, შე­ტა­კე­ბებ­ზე აწ­ვდი­და ცნო­ბებს. ნა­წყვეტ-ნა­წყვეტ მეს­მო­და, რომ ქარ­თუ­ლი ტან­კე­ბი შე­ტე­ვა­ზე იყ­ვნენ გად­მო­სუ­ლი. ჩვე­ნი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებ­ში სხე­დან, მაგ­რამ მოს­კო­ვი­დან სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის გახ­სნა­ზე ბრძა­ნე­ბას ელო­დე­ბი­ა­ნო. ქა­ლაქ­ში შე­სუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად გაგ­ვყვეს. ჩვენ შო­რის იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ჩეჩ­ნე­თის ომი გა­მო­ი­ა­რა. პა­ტა­რა ქვეყ­ნის კვა­ლო­ბა­ზე ძა­ლი­ან მაგ­რად მუ­შა­ო­ბენ, კარ­გი მომ­ზა­დე­ბაც ეტყო­ბა­თო, ამ­ბობ­დნენ. ცხინ­ვალ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, და­ბომ­ბი­ლი, დამ­ტვრე­უ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა ეყა­რა. ბევ­რი დაჭ­რი­ლი და და­ღუ­პუ­ლი გვყავ­და, გა­მიკ­ვირ­და. რა­ღაც პა­ტა­რა კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­მედ­გი­ნა, ტან­კე­ბით შე­ვი­სე­ირ­ნებ­დით და მორ­ჩე­ბო­და... რამ­დენ­ჯერ­მე რა­ცი­ა­ში გა­ვი­გო­ნე, მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბით გვი­ტე­ვენ, დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბაო. ბი­ჭე­ბი ამ­ბობ­დნენ, სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბენ, თან დაჭ­რი­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბი გაჰ­ყავთ, თან გვებ­რძვი­ან, ძა­ლი­ან კარ­გად არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლიო. რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა ნა­ა­ლა­ფარ­თან შე­და­რე­ბით სა­სა­ცი­ლო იყო - ისე­დაც ძვე­ლი, 15-20 წლის ტან­კებ­სა და ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებს ჩეჩ­ნე­თის ორი ომი ჰქონ­დათ გა­მოვ­ლი­ლი.

ჩვენ ასე ვი­ცო­დით, თით­ქოს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ცხინ­ვალ­ში სამ­შვი­დო­ბო­ებს ეს­როდ­ნენ და ისი­ნი უნდა დაგ­ვეც­ვა. მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტიც არ იყო ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ხელი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე არ მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და. სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს ახ­ლაც კი უპ­რობ­ლე­მოდ ატყუ­ე­ბენ, რომ ყვე­ლა ჩვენ გვებ­რძვის, მა­შინ მით უფრო... 19 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა არც ვი­ცო­დი, რას ნიშ­ნავ­და. 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომზე და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი მე­გო­ნა. რუ­სუ­ლი არ­მი­ის გა­სა­შა­ვებ­ლად გა­ა­კე­თეს-მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი, რად­გან მსგავ­სი არა­ფე­რი შემ­ხვედ­რია, ტექ­ნი­კის, უნი­ტა­ზე­ბის გა­ზიდ­ვის კად­რებს ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ შემ­დეგ მივ­ხვდი, ჩემი ნა­წი­ლის მის­ვლამ­დე იქა­უ­რო­ბა სხვებ­მა მო­ა­სუფ­თა­ვეს. ამ ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან ვნა­ნობ.

მას შემ­დეგ რუ­სულ არ­მი­ა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ჯარს იგი­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ამუ­ნი­ცია აქვს. მთავ­რო­ბამ კი 45-მი­ლი­ო­ნი­ან უკ­რა­ი­ნას­თან, რო­მელ­საც მთე­ლი და­სავ­ლე­თი უმაგ­რებს ზურგს, მას­შტა­ბუ­რი ომი წა­მო­ი­წყო. მოკ­ლედ, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს თავი შემ­ძულ­და, ყვე­ლა საქ­მე­ში ხელი მო­მე­ცა­რა, დაც­ვის სამ­სა­ხურ­შიც ვერ ვი­მუ­შა­ვე და ისევ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­დე­სან­ტო ნა­წილ­ში დავ­ბრუნ­დი კონ­ტრაქ­ტით...

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის ომში ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხე...წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
u
0

თურმე ღამეები არ ძინავს

ფუჰ,
10

ვიტრიალეთ 30 წელი წრეზე და ისევ ამ უჯიშოებს ჩავუცვივდით ხელში...

ავტორი:

"ვნანობ, რომ ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდი" - რუსი ჯარისკაცის აღიარება საქართველოდან მოპარულ უნიტაზებზე და უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაზე

"ვნანობ, რომ ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდი" - რუსი ჯარისკაცის აღიარება საქართველოდან მოპარულ უნიტაზებზე და უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაზე

იაკობ პეროვი ერთ-ერთია იმ ასობით რუსი ჯარისკაციდან, ვინც რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვა და თავშესაფრის თხოვნით ევროპას მიმართა. ვორონეჟელი სამხედრო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ 2008 წლიდან მსახურობდა და რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა.

- არმია მეთაურობის უნებართვოდ გვიან გაზაფხულზე დავტოვე, გავიქეცი და ცოლსა და ორ შვილთან ერთად ბელარუსში, იქიდან კი პოლონეთში გადავედი. შემდეგ ესპანეთში წავედით, სადაც უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულებრივ ქმედებებზე აღიარებითი ჩვენება მივეცი. დედ-მამა და და რუსეთში დარჩნენ. მამა მშენებლობაზე დაზიანდა და ეტლით გადაადგილდება, ამიტომ მისი გამოყვანა ადვილი არ არის. ვიცი, ჩემს ნებისმიერ სიტყვას ეფ-ეს-ბე გულდასმით აკონტროლებს, რაც არავინ იცის, ჩემს ოჯახზე როგორ აისახება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. მივედი იმ კონდიციამდე, რომ უნდა ვილაპარაკო.

- რუსეთ-საქართველოს ომით დავიწყოთ.

- სამხედრო ნაწილი, რომელშიც ვმსახურობდი, 58-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა. აგვისტოს პირველ რიცხვებში ნაწილში ბრძანება მოვიდა, რომ სატანკო ბატალიონს უნდა გავყოლოდით, რათა ცხინვალში ბაზირებული რუსი სამშვიდობოები, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს ჯარის თავდასხმის გამო ყაზარმებში იყვნენ შეკეტილი, უნდა დაგვეცვა. მე მეკავშირის მანქანაში ვიჯექი. როკის გვირაბი გავიარეთ, ჩემი მეთაური გზადაგზა ვიღაცებს უკავშირდებოდა, შეტაკებებზე აწვდიდა ცნობებს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა, რომ ქართული ტანკები შეტევაზე იყვნენ გადმოსული. ჩვენი მშვიდობისმყოფელები ჯავშანტრანსპორტიორებში სხედან, მაგრამ მოსკოვიდან საპასუხო ცეცხლის გახსნაზე ბრძანებას ელოდებიანო. ქალაქში შესულები რამდენიმე ნაწილად გაგვყვეს. ჩვენ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩეჩნეთის ომი გამოიარა. პატარა ქვეყნის კვალობაზე ძალიან მაგრად მუშაობენ, კარგი მომზადებაც ეტყობათო, ამბობდნენ. ცხინვალში დაზიანებული, დაბომბილი, დამტვრეული სამხედრო ტექნიკა ეყარა. ბევრი დაჭრილი და დაღუპული გვყავდა, გამიკვირდა. რაღაც პატარა კონფლიქტი წარმომედგინა, ტანკებით შევისეირნებდით და მორჩებოდა... რამდენჯერმე რაციაში გავიგონე, მობილური ჯგუფებით გვიტევენ, დახმარება გვჭირდებაო. ბიჭები ამბობდნენ, სწრაფად მოქმედებენ, თან დაჭრილები და დაღუპულები გაჰყავთ, თან გვებრძვიან, ძალიან კარგად არიან აღჭურვილიო. რუსული ტექნიკა ნაალაფართან შედარებით სასაცილო იყო - ისედაც ძველი, 15-20 წლის ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს ჩეჩნეთის ორი ომი ჰქონდათ გამოვლილი.

ჩვენ ასე ვიცოდით, თითქოს ქართველი სამხედროები ცხინვალში სამშვიდობოებს ესროდნენ და ისინი უნდა დაგვეცვა. მაშინ ინტერნეტიც არ იყო ასე გავრცელებული. ხელი ინფორმაციაზე არ მიგვიწვდებოდა. სამხედრო და სამოქალაქო პირებს ახლაც კი უპრობლემოდ ატყუებენ, რომ ყველა ჩვენ გვებრძვის, მაშინ მით უფრო... 19 წლის ბიჭი ვიყავი. კრიტიკული აზროვნება არც ვიცოდი, რას ნიშნავდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე დასავლური მედიის მომზადებული ვიდეორგოლები გაზვიადებული მეგონა. რუსული არმიის გასაშავებლად გააკეთეს-მეთქი, ვფიქრობდი, რადგან მსგავსი არაფერი შემხვედრია, ტექნიკის, უნიტაზების გაზიდვის კადრებს ვგულისხმობ, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ჩემი ნაწილის მისვლამდე იქაურობა სხვებმა მოასუფთავეს. ამ ომში მონაწილეობას ძალიან ვნანობ.

მას შემდეგ რუსულ არმიაში არაფერი შეცვლილა. ჯარს იგივე შეიარაღება, ამუნიცია აქვს. მთავრობამ კი 45-მილიონიან უკრაინასთან, რომელსაც მთელი დასავლეთი უმაგრებს ზურგს, მასშტაბური ომი წამოიწყო. მოკლედ, რუსეთში დაბრუნებულს თავი შემძულდა, ყველა საქმეში ხელი მომეცარა, დაცვის სამსახურშიც ვერ ვიმუშავე და ისევ შეიარაღებული ძალების სადესანტო ნაწილში დავბრუნდი კონტრაქტით...

ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ომში ყველაფერი ვნახე...წაიკითხეთ ვრცლად