ამერიკის შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად”, - წერს ბლინკენი.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხოდ გამოყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, მაშველები კიდევ 13 დაკარგულს ეძებენ.
რა გეჩქარებოდა , ვეღარ დაალაგეთ ,ცრუ ნარატივები !?(((
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს ?!