მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ სჭირდებათ რუსებს, რომ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო იყოს მითითებული - ექსპერტის განმარტება
რატომ სჭირდებათ რუსებს, რომ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო იყოს მითითებული - ექსპერტის განმარტება

სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის 7 აგ­ვის­ტო ხაზ­გას­მით არის ოკუ­პა­ცი­ის და ომის და­წყე­ბის თა­რი­ღი - სამ­წუ­ხა­როდ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ბობს, რომ 2008 წლის ომი 8 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო, ზოგი შეგ­ნე­ბუ­ლად და ზოგი შე­უგ­ნებ­ლად რუ­სე­თის საქ­მეს აკე­თებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტმა ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის და­წყე­ბის თა­რი­ღად 8 აგ­ვის­ტოს წა­მო­წე­ვა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია.

"შიდა პო­ლი­ტი­კურ გარ­ჩე­ვებ­ში არ შე­ვალ. მე გან­ვი­ხი­ლავ იმას, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. რა შე­დე­გე­ბი ჰქონ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. რე­ა­ლო­ბა არის ის, რომ 7 აგ­ვის­ტოს შე­მო­ვი­და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი და შე­სა­ბა­მი­სად, 7-ში გა­დაკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვა­რი. ნე­ბის­მი­ერ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში ასეა, რო­დე­საც შენ გა­და­ლა­ხავ ქვეყ­ნის სა­ზღვარს, მა­შინ იწყე­ბა ომი, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­რი­ღე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, არის ის, რომ რუ­სებს სჭირ­დე­ბათ 8 აგ­ვის­ტოს წინ წა­მო­წე­ვა, რათა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე თქვან, რომ რო­დე­საც ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი შე­ვი­და იქ, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­იძ­რა რუ­სუ­ლი არ­მია, ეს სჭირ­დე­ბათ იმ ტყუ­ი­ლის გა­სა­მარ­თლებ­ლად, რომ­ლი­თაც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლო­ბენ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და­არ­წმუ­ნონ. ეს მცდე­ლო­ბა არის უშე­დე­გო.

თუ შევ­ხე­დავთ უცხო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, თუ ქვეყ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბებს, სწო­რედ გუ­შინ გა­კეთ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის 7 აგ­ვის­ტო ხაზ­გას­მით არის ოკუ­პა­ცი­ის და ომის და­წყე­ბის თა­რი­ღი. სამ­წუ­ხა­როდ, ის ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ბობს, რომ ომი 8 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო, ზოგი შეგ­ნე­ბუ­ლად და ზოგი შე­უგ­ნებ­ლად რუ­სე­თის საქ­მეს აკე­თებს. ეს არის რე­ა­ლო­ბა. მე შიდა პო­ლი­ტი­კურ გან­ხილ­ვებ­ში არ შევ­დი­ვარ. ხე­ლის­გულ­ზე ძა­ლი­ან ნათ­ლად დევს, რომ 7 აგ­ვის­ტო არის ომის და­წყე­ბის თა­რი­ღი 8 აგ­ვის­ტო არის რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, აგ­ვის­ტოს 5-დღი­ა­ნი ომი­დან 15 წელი გა­ვი­და. 2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 170 მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა. დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სულ 2 232-ს შე­ად­გენს, მათ შო­რის, 1045 პირი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

ელცინი,შევარდნაძე,დიკ ჩეინი,მიშა,პუტინი,მაკეინი,ომის სახედრო დამნაშავენი არიან.

მანანა
22

თუ ოკუპაციის მიზნით დაარღვია საზღვარი, რატომ ბოლომდე არ განახორციელა ოკუპაცია?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

რატომ სჭირდებათ რუსებს, რომ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო იყოს მითითებული - ექსპერტის განმარტება

რატომ სჭირდებათ რუსებს, რომ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო იყოს მითითებული - ექსპერტის განმარტება

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის 7 აგვისტო ხაზგასმით არის ოკუპაციის და ომის დაწყების თარიღი - სამწუხაროდ, ვინც საქართველოში ამბობს, რომ 2008 წლის ომი 8 აგვისტოს დაიწყო, ზოგი შეგნებულად და ზოგი შეუგნებლად რუსეთის საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს წამოწევა რუსული პროპაგანდის ნაწილია.

"შიდა პოლიტიკურ გარჩევებში არ შევალ. მე განვიხილავ იმას, თუ რა მოხდა რეალურად. რა შედეგები ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. რეალობა არის ის, რომ 7 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის საოკუპაციო ჯარი და შესაბამისად, 7-ში გადაკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი. ნებისმიერ საერთაშორისო სამართალში ასეა, როდესაც შენ გადალახავ ქვეყნის საზღვარს, მაშინ იწყება ომი, შესაბამისად, შეიარაღებული კონფლიქტი.

რაც შეეხება თარიღების მნიშვნელობას, არის ის, რომ რუსებს სჭირდებათ 8 აგვისტოს წინ წამოწევა, რათა საერთაშორისო არენაზე თქვან, რომ როდესაც ქართული სამხედრო ნაწილები შევიდა იქ, მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრა რუსული არმია, ეს სჭირდებათ იმ ტყუილის გასამართლებლად, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ. ეს მცდელობა არის უშედეგო.

თუ შევხედავთ უცხოელი პოლიტიკოსების, თუ ქვეყნების შეფასებებს, სწორედ გუშინ გაკეთდა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის 7 აგვისტო ხაზგასმით არის ოკუპაციის და ომის დაწყების თარიღი. სამწუხაროდ, ის ვინც საქართველოში ამბობს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, ზოგი შეგნებულად და ზოგი შეუგნებლად რუსეთის საქმეს აკეთებს. ეს არის რეალობა. მე შიდა პოლიტიკურ განხილვებში არ შევდივარ. ხელისგულზე ძალიან ნათლად დევს, რომ 7 აგვისტო არის ომის დაწყების თარიღი 8 აგვისტო არის რუსული პროპაგანდის ნაწილი“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

წაიკითხეთ ასევე: