მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოიდგინეთ, ომი იწყება და მინისტრმა ორი საათი დააგვიანა! "ბლატნოი პახოდკით" შემოვიდა კეზერაშვილი, მოჰყვა მერაბიშვილი" - 7 აგვისტოს საგანგებო თათბირის დეტალები: რატომ შეიცვალა სამხედრო ოპერაციის გეგმა?!
"წარმოიდგინეთ, ომი იწყება და მინისტრმა ორი საათი დააგვიანა! "ბლატნოი პახოდკით" შემოვიდა კეზერაშვილი, მოჰყვა მერაბიშვილი" - 7 აგვისტოს საგანგებო თათბირის დეტალები: რატომ შეიცვალა სამხედრო ოპერაციის გეგმა?!

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს პოლ­კოვ­ნიკ ლაშა ქო­ი­ა­ვას ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მელ­შიც ის 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს, მა­შინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს და ჰყვე­ბა, რო­გორ შე­იც­ვა­ლა სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ის გეგ­მა.

"ყვე­ლა მე­თა­უ­რი იქ ვი­ყა­ვით. ასეთ თათ­ბირ­ზე, წე­სით, უნდა მო­ვიდ­ნენ ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­და­ლი, გენშტა­ბის უფ­რო­სი და უნდა და­ი­წყოს სამ­ხედ­რო გეგ­მის გან­ხილ­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქვე­ყა­ნა­ში ომი იწყე­ბა და მი­ნის­ტრმა ორი სა­ა­თი და­აგ­ვი­ა­ნა! 7 სა­ა­თი ხდე­ბო­და, კარი რომ გა­ი­ღო და "ბლატ­ნოი პა­ხოდ­კით" შე­მო­ვი­და კე­ზე­რაშ­ვი­ლი. უკან მოჰ­ყვე­ბოდ­ნენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, შალ­ვა ჯა­ნაშ­ვი­ლი და ბო­ლოს - ზაზა გო­გა­ვა.

- მა­შინ­დე­ლი გენშტა­ბის უფ­რო­სი?

- დიახ. ასეთ დროს ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რია ორი პირი: ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­და­ლი და გენშტა­ბის უფ­რო­სი. ყვე­ლა სხვა მი­ნის­ტრი, მათ შო­რის - პრე­მი­ე­რი და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, მათ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

- მაშ, ზაზა გო­გა­ვა ბო­ლო­ში რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა?

- საქ­მე ის იყო, რომ გო­გა­ვა მა­ნამ­დე 15 წელი პო­ლი­ცი­ის სპეც­რაზმში მსა­ხუ­რობ­და და შალ­ვა ჯა­ნაშ­ვი­ლი იქ მისი უფ­რო­სი იყო. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­ზე, ამი­ტომ გენშტა­ბის უფ­რო­სი, შე­იძ­ლე­ბა გა­უ­აზ­რებ­ლა­დაც, თავს ისევ პო­ლი­ცი­ე­ლად თვლი­და. მი­ნის­ტრი უცებ შეტ­რი­ალ­და და და­ი­ძა­ხა: ბიჭო, მო­დით აქ!.. მთა­ვარ­სარ­და­ლი არ მო­ვი­და, მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, იქ იყო, შს მი­ნის­ტრი და მისი მო­ად­გი­ლეც არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ იქ იყ­ვნენ, გენშტა­ბის უფ­რო­სი და ყვე­ლა მე­თა­უ­რიც იქ ვი­ყა­ვით. გა­ვი­ფიქ­რე, ვი­ღას ეძა­ხის-მეთ­ქი და ამ დროს შე­მო­ლაგ­დნენ...

- ვინ?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ადე­იშ­ვი­ლიც რომ იყო, მახ­სოვს. ად­გი­ლი აღარ იყო, ზოგი სამ­ხედ­რო კე­დელ­თან აი­ტუ­ზა, ზოგი სკა­მის და­სათ­მო­ბად წა­მოდ­გა. ერთ სკამ­ზე ორი სამ­ხედ­რო იჯდა, თათ­ბირ­ზე დას­წრე­ბის მსურ­ველ­ნი კი არ ილე­ოდ­ნენ. ბო­ლოს კარ­შიც დად­გნენ. არა­და, თათ­ბირ­ზე, სა­დაც ქვეყ­ნის სა­ო­მა­რი გეგ­მა უნდა გა­ნე­ხი­ლათ, დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კაცს ჰქონ­და! ბო­ლოს თათ­ბი­რიც და­ი­წყო. სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­და­ლი მა­მუ­კა ბა­ლა­ხა­ძე წა­მოდ­გა სამ­ხედ­რო გეგ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად. რო­გორც ადრე აღ­ვნიშ­ნე, გეგ­მის თა­ნახ­მად, მე­ო­თხე ბრი­გა­და - ზნა­უ­რის, მე­სა­მე ბრი­გა­და კი ერგნე­თი-ვა­ნა­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყებ­დნენ შე­ტე­ვას და შე­ერ­თდე­ბოდ­ნენ ჯა­ვას­თან, ჩვე­ნი არ­ტი­ლე­რი­ის დახ­მა­რე­ბით გა­და­ვი­დოდ­ნენ ჯა­ვა­ზე რო­კის გვი­რა­ბის ჩა­სა­კე­ტად, მერე იქ დარ­ჩე­ბო­და ძალა, რო­მე­ლიც რო­კის გვი­რაბს დიდი ხნით ჩა­კე­ტავ­და, მე­ო­თხე და მე­სა­მე ბრი­გა­დე­ბი კი უკან დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, და­ი­კა­ვებ­დნენ ცხინ­ვა­ლის სი­მაღ­ლე­ებს და ქა­ლაქს და­ნე­ბე­ბას შეს­თა­ვა­ზებ­დნენ. ამ დროს ერა­ყი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ბრი­გა­და შე­ვი­დო­და ცხინ­ვალ­ში და მას პო­ლი­ცია შეჰ­ყვე­ბო­და წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად. ამ გეგ­მის მთა­ვა­რი ლა­იტ­მო­ტი­ვი ის იყო, რომ ჩვენ ცხინ­ვალ­ში არ შევ­დი­ო­დით, მას გვერდს ვუქ­ცევ­დით. გეგ­მის გან­ხილ­ვის დროს, რო­დე­საც ბა­ლა­ხა­ძე უკვე დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ვი­და (თქვა, რომ ცხინ­ვალ­ში პირ­ველ ბრი­გა­დას პო­ლი­ცია შეჰ­ყვე­ბო­და წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად, მაგ­რამ თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევ­დნენ, პირ­ვე­ლი ბრი­გა­და ჩა­ერ­თვე­ბო­და, რომ პო­ლი­ცი­ა­ში მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლი­ყო), უცებ შალ­ვა ჯა­ნაშ­ვილ­მა წა­მო­ი­ძა­ხა, ეგ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, მაგ­რამ ცხინ­ვალს ჩვენ ავი­ღებ­თო.(?!)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პენსიონერი ნაცი
0

ახლა გადაკეთეთ როკის გვირაბი და მაგარი ღარიბაშვილი და კულულა ( ეგენი მანახა ომში რას იზამენ წარმომიდგენია თუ ტრინტრინა და თუ ის მშიშარა!!!ძაღლების რომ ეშინია და სტუდენტების!!!) მოკლეადეისვილიც კეზერაშვილიც და მიტ უფრო მერაბიშვილი სუყველა ბორენკას მიერ როგორც ნიჭიერები ( და ასეც არის) ისე არიან მოხსენიებული და აბა თქვენ იცით.. ახლა უკრაინის ომიმმა მაინც ვერ გაგიხსნათ ეგ ტვინი.. რავა ასეთ "ზლისრ " რუსეთს ავიაცია არ ყავდა თუ როკის იმედზე იყო!! ( დაბეჭდეთ თუ შნო გაქვთ)

ქოცნაცი!
0

ვაი ახლანდელებზე ესენი რომ გადავარდებიან ისეთებს მოვისმენთ და კიდეც მოგვისმენიააა!!! ასე რომ ზოგი მართალია ზოგიც ფანტაზიაა და მოკლედ ეს ვერ უშველის ამ ქოცებს ჯერ არ ვიცით ომის დროს კულულა როგორ მოიქცევა, ან ჩვენი მინისტრი რუსული აბანოების ბიზნესი რომ აქვს.. ღმერთმა ნუ მოგვასწროს და ისეთს იზამენ ... საშინელი სუნი დატრიალდება. ( ბოდიში უხამსობისათვის)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"წარმოიდგინეთ, ომი იწყება და მინისტრმა ორი საათი დააგვიანა! "ბლატნოი პახოდკით" შემოვიდა კეზერაშვილი, მოჰყვა მერაბიშვილი" - 7 აგვისტოს საგანგებო თათბირის დეტალები: რატომ შეიცვალა სამხედრო ოპერაციის გეგმა?!

"წარმოიდგინეთ, ომი იწყება და მინისტრმა ორი საათი დააგვიანა! "ბლატნოი პახოდკით" შემოვიდა კეზერაშვილი, მოჰყვა მერაბიშვილი" - 7 აგვისტოს საგანგებო თათბირის დეტალები: რატომ შეიცვალა სამხედრო ოპერაციის გეგმა?!

გთავაზობთ ნაწყვეტს პოლკოვნიკ ლაშა ქოიავას ინტერვიუდან, რომელშიც ის 2008 წლის 7 აგვისტოს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის კაბინეტში გამართულ საგანგებო თათბირის დეტალებს იხსენებს და ჰყვება, როგორ შეიცვალა სამხედროების მიერ შედგენილი ოპერაციის გეგმა.

"ყველა მეთაური იქ ვიყავით. ასეთ თათბირზე, წესით, უნდა მოვიდნენ ქვეყნის მთავარსარდალი, გენშტაბის უფროსი და უნდა დაიწყოს სამხედრო გეგმის განხილვა. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ომი იწყება და მინისტრმა ორი საათი დააგვიანა! 7 საათი ხდებოდა, კარი რომ გაიღო და "ბლატნოი პახოდკით" შემოვიდა კეზერაშვილი. უკან მოჰყვებოდნენ ვანო მერაბიშვილი, შალვა ჯანაშვილი და ბოლოს - ზაზა გოგავა.

- მაშინდელი გენშტაბის უფროსი?

- დიახ. ასეთ დროს ქვეყანაში მთავარია ორი პირი: ქვეყნის მთავარსარდალი და გენშტაბის უფროსი. ყველა სხვა მინისტრი, მათ შორის - პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, მათ ექვემდებარება.

- მაშ, ზაზა გოგავა ბოლოში რატომ აღმოჩნდა?

- საქმე ის იყო, რომ გოგავა მანამდე 15 წელი პოლიციის სპეცრაზმში მსახურობდა და შალვა ჯანაშვილი იქ მისი უფროსი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზე, ამიტომ გენშტაბის უფროსი, შეიძლება გაუაზრებლადაც, თავს ისევ პოლიციელად თვლიდა. მინისტრი უცებ შეტრიალდა და დაიძახა: ბიჭო, მოდით აქ!.. მთავარსარდალი არ მოვიდა, მინისტრი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, იქ იყო, შს მინისტრი და მისი მოადგილეც არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ იქ იყვნენ, გენშტაბის უფროსი და ყველა მეთაურიც იქ ვიყავით. გავიფიქრე, ვიღას ეძახის-მეთქი და ამ დროს შემოლაგდნენ...

- ვინ?

- ხელისუფლების წარმომადგენლები. ადეიშვილიც რომ იყო, მახსოვს. ადგილი აღარ იყო, ზოგი სამხედრო კედელთან აიტუზა, ზოგი სკამის დასათმობად წამოდგა. ერთ სკამზე ორი სამხედრო იჯდა, თათბირზე დასწრების მსურველნი კი არ ილეოდნენ. ბოლოს კარშიც დადგნენ. არადა, თათბირზე, სადაც ქვეყნის საომარი გეგმა უნდა განეხილათ, დასწრების უფლება მხოლოდ რამდენიმე კაცს ჰქონდა! ბოლოს თათბირიც დაიწყო. სახმელეთო ჯარების სარდალი მამუკა ბალახაძე წამოდგა სამხედრო გეგმის განსახილველად. როგორც ადრე აღვნიშნე, გეგმის თანახმად, მეოთხე ბრიგადა - ზნაურის, მესამე ბრიგადა კი ერგნეთი-ვანათის მიმართულებით დაიწყებდნენ შეტევას და შეერთდებოდნენ ჯავასთან, ჩვენი არტილერიის დახმარებით გადავიდოდნენ ჯავაზე როკის გვირაბის ჩასაკეტად, მერე იქ დარჩებოდა ძალა, რომელიც როკის გვირაბს დიდი ხნით ჩაკეტავდა, მეოთხე და მესამე ბრიგადები კი უკან დაბრუნდებოდნენ, დაიკავებდნენ ცხინვალის სიმაღლეებს და ქალაქს დანებებას შესთავაზებდნენ. ამ დროს ერაყიდან დაბრუნებული პირველი ბრიგადა შევიდოდა ცხინვალში და მას პოლიცია შეჰყვებოდა წესრიგის დასამყარებლად. ამ გეგმის მთავარი ლაიტმოტივი ის იყო, რომ ჩვენ ცხინვალში არ შევდიოდით, მას გვერდს ვუქცევდით. გეგმის განხილვის დროს, როდესაც ბალახაძე უკვე დეტალებზე გადავიდა (თქვა, რომ ცხინვალში პირველ ბრიგადას პოლიცია შეჰყვებოდა წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ თუ ადგილობრივი ბანდფორმირებები წინააღმდეგობას გაუწევდნენ, პირველი ბრიგადა ჩაერთვებოდა, რომ პოლიციაში მსხვერპლი არ ყოფილიყო), უცებ შალვა ჯანაშვილმა წამოიძახა, ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო.(?!)...წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე: