ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პრემიერის თქმით, მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია.
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა რომ იტყვიან და ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, საუბედუროდ. ასევე თქვენ გახსოვთ, რომ 9 აგვისტოს, მაშინ, როდესაც იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე გმირულად, გახსოვთ მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები, არსებობს ამის თაობაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. საერთოდ მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ეს ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია“, - განაცხადა პრემიერმა.
შეიძლება მიშა გძულდეს, მაგრამ როცა იმდროინდელ მთავარსალდალს, დასცინი და აკნინებ, ეს რას ნიშნავს თუ არა იმას რომ რუსეთს ახარებ. სამარცხვინო ხარ, პრემიერო.
მართლა სამარცხვინო ხარ რა. რამდენი წელია იძახი 9 წელი 9 წელი. იმის იქით იყო შევას დროს უარესობა ეგ წლებიც მიამატე თუ არა გაგვიტრუხდა ეს 9 წელი. თქვენ რა ქენით იმ 9 წლის ყოვედღიურად შეხსენების მეტი. დასაჭერები ხართ თქვნც ყველა