რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელიც 2008 წელს, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა, TASS-თან საუბარში განაცხადა, რომ "2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამხრეთ კავკასიაში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ დასავლეთის მიერ ე.წ. ახალგაზრდა სახელმწიფოებში პოლიტიკურ წრეებში ე.წ. ფოკუსირებული ჯგუფების მეთოდური დამუშავება, ამ სახელმწიფოების და ზოგიერთი ლიდერის როგორ აგრესიულობას იწვევს არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხში და სხვისი წინადადებით მიღებული გადაწყვეტილებების ცდომილების გაცნობიერების პერიოდს როგორ ახანგრძლივებს“.
ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში საქართველომ გაიარა „დასკვნების საკმაოდ მკაცრი სკოლა“.
"საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ამყარებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყველა მეზობელთან, მისი კურსი პრაგმატულია საკუთარი ეკონომიკის განვითარებისკენ. თბილისში ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით, მონაწილეობს ე.წ. ჟენევის დისკუსიებში. ეს არის ძალიან კარგი, მომწიფებულია და კარგი შედეგების მომტანი.
ეს არის აშკარა გაკვეთილი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მრავალი სხვა ქვეყნისთვისაც, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ საკუთარი იმიჯი ნაციონალიზმზე დაყრდნობით და წარმოჩნდნენ დიდ ძალად“, - განაცხადა კარასინმა.
წაიკითხეთ ასევე:
საქართველო მშვიდობიან ურთიერთობას ალაგებს ყველა მეზობელთანო, მათ შორის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახელმწიფოებთანო! ალბათ რუსეთის გასახარებლად ბოდიშის გარდა კომპენსაციების გადახდასაც დავიწყებთ, ისე მიდის საქმე! ერთი რამის ეჭვი მაქვს - უახლოეს პერიოდსი კიდევ რამდენიმე სახელმწიო, ალბათ 5-ზე მეტი, აღიერებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მერე კი კასკადივით სხვებიც! ასე მიდის ეს საქმე! რატომ უნდა ეცადოს აშშ, რომ გააჩეროს სხვა ქვეყნები, და ავსტრალიაც, ოკეანეთის პატარა სახელმწიფოებს, რომ აფთხილებდა არ გაბედოთ აღიარებაო!
მშვიდად ვართ?ასეთი სიმშვიდე არ გამოგელიოთ რუსებს, თვენს გამო რამდენი ახლობელი დამეღუპა ცრემლიანი თვალებით საქკუთარი სახლი ენატრებოდათ, დარდს ვერ გაუძლეს დიდება საქართველოს და დიდება უკრაინას.