მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე" - ირაკლი კობახიძე
"15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე" - ირაკლი კობახიძე

15 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სამ­ხედ­რო აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, 15 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა უდი­დე­სი ღა­ლა­ტი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე - ეს ღა­ლა­ტი არა­სო­დეს არ ეპა­ტი­ე­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მელ­საც ჰქვია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი შე­დე­გე­ბით უნდა შე­ფას­დეს.

"15 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სამ­ხედ­რო აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, 15 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ რაც სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა უდი­დე­სი ღა­ლა­ტი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე. ეს არის ტრა­გი­კუ­ლი თა­რი­ღი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, თუმ­ცა ამას­თან ერ­თად ეს დღე­ე­ბი ჩვენ სი­ა­მა­ყი­თაც გვავ­სებს იმ გმი­რე­ბის თავ­გან­წირ­ვის გამო, რომ­ლებ­მაც თავი შეს­წი­რეს ჩვენს ქვე­ყა­ნას. ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა აჩ­ვე­ნეს, ქარ­თვე­ლი კა­ცის, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის გმი­რუ­ლი სული. მად­ლო­ბა მათ ამი­სათ­ვის და დიდი იმე­დი მაქვს, რომ მალე ახ­დე­ბა ის ოც­ნე­ბა, რო­მელ­საც შეს­წი­რეს თავი ამ ადა­მი­ა­ნებ­მა. იმე­დი მაქვს, რომ ძა­ლი­ან მალე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გამ­თლი­ან­დე­ბა, გა­ერ­თი­ან­დე­ბა, ეს იყო მათი ოც­ნე­ბა და ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს ჩვე­ნი გმი­რე­ბის სუ­ლე­ბი.

თქვენ იცით, რომ წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა. ერთი დავა ეხე­ბო­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, მე­ო­რე დავა ეხე­ბო­და სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულს. მი­უ­ხე­და­ვად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა.

უნდა ვიმ­სჯე­ლოთ შე­დე­გე­ბით - თქვენ იცით, რომ 2004-2012 წლებ­ში რუ­სეთ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­ფარ­თო­ვა სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც პირ­ველ რიგ­ში გა­მო­ი­ხა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%-ის ოკუ­პა­ცი­ით და ეს იყო სწო­რედ იმ ღა­ლა­ტის შე­დე­გი, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა. ამ ღა­ლატს ჰქონ­და გან­გრძო­ბი­თი ხა­სი­ა­თი, მათ შო­რის, შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მათ მი­ი­ღეს ე.წ. ყო­ფი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის თა­ო­ბა­ზე, რი­თაც აღად­გი­ნეს ძვე­ლი, კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ინ­დე­ლი სა­ზღვრე­ბი, რო­მე­ლიც გამ­სა­ხურ­დი­ას დროს გა­უქ­მდა, ჩა­ა­ტა­რეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და აღარ მინ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვაგ­რძე­ლო, ეს იყო ღა­ლა­ტი, რო­მე­ლიც გან­გრძო­ბით ხა­სი­ათს ატა­რებ­და და ამ ღა­ლა­ტის კულ­მი­ნა­ცია იყო ის, რომ რუ­სეთ­მა მო­ა­ხერ­ხა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%-ის ოკუ­პა­ცია. ეს ღა­ლა­ტი არა­სო­დეს ეპა­ტი­ე­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მელ­საც ჰქვია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი.

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი შე­დე­გე­ბით უნდა შე­ფას­დეს, მა­შინ ჩა­დე­ნი­ლი იყო ღა­ლა­ტი და ამ ღა­ლა­ტის კულ­მი­ნა­ცია ასე­ვე იყო ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცია, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რა „ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს და­აბ­რა­ლეს ომის და­ნა­შა­უ­ლი, რაც იყო კა­ტას­ტრო­ფა, ამა­ზე მეტი ღა­ლა­ტი არ არ­სე­ბობს. ეს ღა­ლა­ტი ჩა­ი­დი­ნა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, სა­ა­კაშ­ვი­ლის, „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟიმ­მა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
3

აღარ მუშაობს ეგ თქვენი სიცრუის მანქანა? 12 წელი რა გააკეთეთ თქვე არამზადებო? სარანჩასავით შემოგვისიეთ ურდო და ჩართულ ბომბს უტოვებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს, ვითომ მშვიდობის ლოზუნგებით! თქვენ გაიქცევით და ეს ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია, ამიტომ დროზე აორთქლდით!

123
2

აუცილებელია რომ ილაპარაკოს????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე" - ირაკლი კობახიძე

"15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე" - ირაკლი კობახიძე

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე - ეს ღალატი არასოდეს არ ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მისივე თქმით, ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს.

"15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ამასთან ერთად ეს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს, ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული. მადლობა მათ ამისათვის და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება, ეს იყო მათი ოცნება და ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირების სულები.

თქვენ იცით, რომ წლები გრძელდებოდა სამართლებრივი დავა. ერთი დავა ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას, მეორე დავა ეხებოდა სამხედრო დანაშაულს. მიუხედავად მტკიცებულებების გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა შეიქმნა წინა ხელისუფლების მიერ ჩვენ მოვახერხეთ იმის დამტკიცება, რომ ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ და ადამიანის უფლებების დარღვევა ქართველი სამხედროების მხრიდან არ ყოფილა.

უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით - თქვენ იცით, რომ 2004-2012 წლებში რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოში, რაც პირველ რიგში გამოიხატა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით და ეს იყო სწორედ იმ ღალატის შედეგი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ ღალატს ჰქონდა განგრძობითი ხასიათი, მათ შორის, შემიძლია გავიხსენო კანონი, რომელიც მათ მიიღეს ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე, რითაც აღადგინეს ძველი, კომუნისტების დროინდელი საზღვრები, რომელიც გამსახურდიას დროს გაუქმდა, ჩაატარეს ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები და აღარ მინდა ეს ყველაფერი გავაგრძელო, ეს იყო ღალატი, რომელიც განგრძობით ხასიათს ატარებდა და ამ ღალატის კულმინაცია იყო ის, რომ რუსეთმა მოახერხა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ეს ღალატი არასოდეს ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის რეჟიმი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს, მაშინ ჩადენილი იყო ღალატი და ამ ღალატის კულმინაცია ასევე იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული, რაც იყო კატასტროფა, ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. ეს ღალატი ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა“, - განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: