პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა" - პრემიერი
"აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა" - პრემიერი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ძა­ლი­ან დიდი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა ყო­ფილ­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იმ ფონ­ზე, „როცა ჩვენ­მა გმირ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა უდი­დე­სი გმი­რო­ბა, თავ­გან­წირ­ვა აჩ­ვე­ნეს“.

"მინ­და პირ­ველ რიგ­ში ჩემი სამ­ძი­მა­რი გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩვენს და­ღუ­პულ გმი­რებს, მათ ოჯა­ხებს, ქედს ვიხ­რი ჩვე­ნი გმი­რე­ბის ნა­თე­ლი ხსოვ­ნის წი­ნა­შე. მათ ოჯა­ხებს კი­დევ ერთხელ მინ­და გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩვე­ნი ღრმა სამ­ძი­მა­რი. ჩვე­ნი გმი­რე­ბი გმი­რუ­ლად შე­ე­წირ­ნენ ამ ომს. ეს იყო სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს თავს და­ა­ტყდა. ეს იყო უმ­ძი­მე­სი გან­საც­დე­ლი, რა­მაც 400-ზე მეტი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, 2 ათას­ზე მეტი და­იჭ­რა და ამ ომით ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ. 150-მეტი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი იქნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი, კო­დო­რის ხე­ო­ბა დავ­კარ­გეთ. ამ ომმა მო­ი­ტა­ნა უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცია და ასე­ვე, ჩვე­ნი ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დრო­ე­ბით ოკუ­პა­ცია, ე.წ. აღი­ა­რე­ბა, რა­მაც ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას.

ჩვენ არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ამ ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ვიცი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. მინ­და კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან დიდი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა ყო­ფილ­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა იმ ფონ­ზე, როცა ჩვენ­მა გმირ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა უდი­დე­სი გმი­რო­ბა, თავ­გან­წირ­ვა აჩ­ვე­ნეს. გმი­რო­ბის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი და­უ­ტო­ვეს ჩვენს ხალ­ხს და მო­მა­ვალ თა­ო­ბას. მა­შინ ჩვენ ვნა­ხეთ ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნოდ მოქ­ცე­უ­ლი ყო­ფი­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი. გახ­სოვთ გაქ­ცე­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვის ხმის გამო წაქ­ცე­უ­ლი, მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლი ნახა მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და არა მხო­ლოდ ჩვენ, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ“,-გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, იმ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ანაღ­ვლებ­და და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბი და ის, რომ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი იბომ­ბე­ბო­და.

"მთა­ვა­რი კი­თხვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვაქვს-რა­ტომ დავ­კარ­გეთ კო­დო­რის ხე­ო­ბა უბ­რძოლ­ვე­ლად, ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე? რა­ტომ დავ­კარ­გეთ 150-ზე მეტი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი? რა­ტომ ვერ მოხ­და თა­ვის დრო­ზე ამ ომის სა­თა­ნა­დო პრე­ვენ­ცია? რა­ტომ ვერ გა­კეთ­და რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა? ამას პა­ტა­რა ბავ­შვი მარ­ტი­ვად გათ­ვლი­და იმ შე­საძ­ლო ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც ამ პრო­ვო­კა­ცი­ებს მოჰ­ყვე­ბო­და, რო­მე­ლიც ომამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ხდე­ბო­და. მთე­ლი ამ კი­თხვე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ერთ რა­მე­ზე მიგ­ვი­თი­თებს, რომ ეს იყო ნამ­დვი­ლად ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ ზრუ­ნავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არც გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, არც ჩვე­ნი ხალ­ხის დაც­ვა­ზე, არც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე, არა­მედ ეს იყო მხო­ლოდ სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც უღა­ლა­ტა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, უღა­ლა­ტა ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, ხალ­ხს, ჩვენს გმი­რებს.

გახ­სოვთ, რომ ჩვე­ნი გმირ სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რე­ბი უკვე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მი­ა­ტო­ვეს და არც კი და­ინ­ტე­რეს­დნენ. რომ არა პატ­რი­არ­ქის ჩარ­თუ­ლო­ბა, ჩვე­ნი გმი­რე­ბის ცხედ­რე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბაც კი ვერ ხერ­ხდე­ბო­და. აი, ეს მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა დაგ­ვი­ტო­ვა ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა არის ამ ოკუ­პა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა. ის, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია და აგ­რე­სო­რი იყო, ეს ჩვენ დიდი ხა­ნია ვი­ცო­დით და ვი­ცით. მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის. კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს სწო­რი, მშვი­დო­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა რა­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ამ­დე და სა­ბო­ლოო გამ­თლი­ა­ნე­ბამ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნოს. მშვი­დო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. ჩვენ მშვი­დო­ბით, სწო­რი, ჭკვი­ა­ნუ­რი, პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კით უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. მე ამის ღრმად მჯე­რა და მწამს. ჩვენ ამ დიდ მი­ზანს ყო­ველ­დღე ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით“,-გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@
4

მართალია ეს კაცი:

სტალინსაც უნდა აერიდებინა ომი

ჩერჩილსაც, რუზველტსაც

და საერთოდ ეს ქართველი მეფეები ათასეული წლების განმავლობაში რატომ ომობდნენ საერთოდ????

რატომ არ ითმენდნენნ სტრატეგიულად???

ოცნებამ საერთოდ ყველას უნდა ასწავლოს მსოფლიოში როგორ ხდება მშვიდობა და ორნიშნა ზრდა

ბოტანიკის მასწავლებელი
1

"მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა" - პრემიერი

"აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, „როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს“.

"მინდა პირველ რიგში ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავს დაატყდა. ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2 ათასზე მეტი დაიჭრა და ამ ომით ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ. 150-მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით რამდენიმე სოფელი, კოდორის ხეობა დავკარგეთ. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ასევე, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებით ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ვიცი ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს. გმირობის უამრავი მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას. მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული. ძალიან დიდი სირცხვილი ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, იმჟამინდელ ხელისუფლებას არ ანაღვლებდა დაღუპული გმირები და ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა.

"მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას გვაქვს-რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე? რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი? რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ამ ომის სათანადო პრევენცია? რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება? ამას პატარა ბავშვი მარტივად გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც ამ პროვოკაციებს მოჰყვებოდა, რომელიც ომამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. მთელი ამ კითხვების ერთობლიობა ერთ რამეზე მიგვითითებს, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე, არც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ჩვენ მოსახლეობას, ხალხს, ჩვენს გმირებს.

გახსოვთ, რომ ჩვენი გმირ სამხედროების ცხედრები უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიატოვეს და არც კი დაინტერესდნენ. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. აი, ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და აგრესორი იყო, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით. მთელმა მსოფლიომ იცის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შემუშავებული გვაქვს სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა რამაც ჩვენი ქვეყანა ტერიტორიების დეოკუპაციამდე და საბოლოო გამთლიანებამდე უნდა მიიყვანოს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა და მწამს. ჩვენ ამ დიდ მიზანს ყოველდღე ვუახლოვდებით“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.