საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო" - მედვედევი აგვისტოს ომზე
"15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო" - მედვედევი აგვისტოს ომზე

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომი­დან 15 წლის­თავს ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი, რო­გორც 2008 წელს, მშვი­დო­ბას ახ­ლაც თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბით მი­აღ­წევს.

ამის შე­სა­ხებ მედ­ვე­დევ­მა „ტე­ლეგ­რა­მის“ პი­რად არხზე და­წე­რა.

"ზუს­ტად 15 წლის წინ რუ­სეთ­მა მტკი­ცედ უპა­სუ­ხა ცხინ­ვალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ზა­რელ თავ­დას­ხმას, აგ­რე­სო­რი მკაც­რად უკუ­აგ­დო. უტვი­ნო სა­ა­კაშ­ვი­ლის უკან იდგა კო­ლექ­ტი­უ­რი და­სავ­ლე­თი, რო­მე­ლიც მა­ში­ნაც ცდი­ლობ­და სი­ტუ­ა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბას რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბის უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს. ჩვენ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ხუთ დღე­ში სწრა­ფად და სას­ტი­კად და­სა­ჯეს თავ­ხე­დი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი. ჩვენ და­ვი­ცა­ვით ჩვე­ნი ხალ­ხი მტრის­გან, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში ცხოვ­რობ­და. მათ ახალ სა­ხელ­მწი­ფო­ებს რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რით გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და მის ვა­სა­ლებს მა­შინ აშ­კა­რად არ ჰქონ­დათ საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. დღეს ისევ არას­წო­რი ხე­ლე­ბით აწარ­მო­ე­ბენ კრი­მი­ნა­ლურ ომს და ცდი­ლო­ბენ რუ­სე­თის მოს­პო­ბას. ნატო-ს მთე­ლი სის­ტე­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ღიად იბ­რძვის ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ გვაქვს საკ­მა­რი­სი ძა­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ყვე­ლა ამო­ცა­ნის გა­და­საჭ­რე­ლად. რო­გორც 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, ჩვე­ნი მტრე­ბი გა­ნად­გურ­დე­ბი­ან და რუ­სე­თი მშვი­დო­ბას თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბით მი­აღ­წევს. გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი იქ­ნე­ბა!“, - აცხა­დებს მედ­ვე­დე­ვი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

ამას რომ ვუყურებ ბარონი მიუნჰაუზენი და ბურატინო მახსენდება.

უსახო
3

არადა ომის გარეშე უნდათ სამაჩაბლის და აფხაზეთის დაბრუნება მშვიდობიანი გზით რითი აპირებენ ვარდებით იებით თუ ტიტებით 10 მილიარდს ჩავდებთო აფხაზეთშიო ის არნიცოან იქ რომ ბესპრიდელია ბუზებივით ხოცავენ ერთმანეთს მაგ 10 ჩაადებინებენ და ამოაპანღურებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო" - მედვედევი აგვისტოს ომზე

"15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო" - მედვედევი აგვისტოს ომზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც 2008 წელს, მშვიდობას ახლაც თავისი პირობებით მიაღწევს.

ამის შესახებ მედვედევმა „ტელეგრამის“ პირად არხზე დაწერა.

"ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო. უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. ჩვენ დავიცავით ჩვენი ხალხი მტრისგან, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება. დღეს ისევ არასწორი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთის მოსპობას. ნატო-ს მთელი სისტემა, პრაქტიკულად, ღიად იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენი იქნება!“, - აცხადებს მედვედევი.

წაიკითხეთ ასევე: