Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეღვრეკისის შეტაკება დღემდე უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის" - გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომის ნაკლებად ცნობილ ამბებს იხსენებს
"მეღვრეკისის შეტაკება დღემდე უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის" -  გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომის ნაკლებად ცნობილ ამბებს იხსენებს

"ქარ­თულ მხა­რეს­თან კი­თხვე­ბი აღარ არ­სე­ბობს. ჩვენ ვმოქ­მე­დებ­დით ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. არ­ცერთ ქარ­თველ ჯა­რის­კაცს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფეხი არ და­უდ­გამს. არ ჩაგ­ვი­დე­ნია და­ნა­შა­უ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე, არ მოგ­ვი­წყვია გე­ნო­ცი­დი. თუ ვინ­მეს რა­ი­მე კი­თხვა ჰქონ­და, ყვე­ლა­ზე გას­ცა პა­სუ­ხი ჰა­ა­გის გა­მო­ძი­ე­ბამ“, - გვე­უბ­ნე­ბა გე­ნე­რა­ლი მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შტა­ბის უფ­რო­სი და ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნის მო­ნა­წი­ლე იყო, რაც ომამ­დე და ომის დროს ხდე­ბო­და. ის დღეს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია:

- ჩვენ ომის და­წყე­ბამ­დეც უკვე და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ვი­ყა­ვით. სამ­შვი­დო­ბო მან­და­ტი მოშ­ლი­ლი იყო... 7 აგ­ვის­ტოს ბოლო წა­მამ­დე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, რომ ეს ვი­თა­რე­ბა მე­ტად აღარ გამ­წვა­ვე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა აგ­რე­სორს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და უკვე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მოჭ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­ა­გის გა­მო­ძი­ე­ბას, ჩვენ - მე და ბა­ტო­ნი ზაზა გო­გა­ვა ვი­კი­თხე­ბო­დით პირ­ვე­ლი დღი­დან ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ­დე. გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე გვქონ­და ხელი მო­წე­რი­ლი, რი­თაც ისარ­გებ­ლა დე­ზერ­ტი­რე­ბის გარ­კვე­ულ­მა კო­პორ­ტამ, ეს ხალ­ხი და­კი­თხვის დროს ჩვენს და­ჭე­რას ელო­დე­ბო­და და ათას ზღა­პარს იგო­ნებ­და. მა­გათ, ამ მე­ზღაპ­რე­ებ­მა გა­ა­სა­ღეს თავი პატ­რი­ო­ტე­ბად და მი­ი­ღეს სარ­გე­ბე­ლი... რე­ა­ლუ­რად გმი­რე­ბი კი არი­ან იქ და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, მე­თა­უ­რე­ბი, ვინც სი­ცო­ცხლის ფა­სად გა­და­არ­ჩი­ნეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო...

- იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ ის დღე­ე­ბი...

- 8 აგ­ვის­ტომ­დე, დიდი ხნით ადრე მი­დი­ო­და ბრძო­ლე­ბი. გვი­ტევ­დნენ ოკუ­პან­ტის­გან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ძა­ლე­ბი, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ მო­ამ­ზა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა. ჩვენ არ გვეძ­ლე­ო­და მო­რი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბა, და ჭო­რის დო­ნე­ზე ვერ და­ვი­წყებ­დით ლა­პა­რაკს, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ პი­რა­დად პუ­ტინ­მა აღი­ა­რა, რომ ის ამ­ზა­დებ­და ბან­დფორ­მი­რე­ბას ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რათა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო ის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც მოხ­და 7აგ­ვის­ტოს ღა­მეს.

არა­და, რუ­სე­თი, რო­გორც სამ­შვი­დო­ბო მან­და­ტის მქო­ნე, უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის და­შო­რე­ბით, მას მინ­დო­ბი­ლი ჰქონ­და სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სი, ასე­ვე ქარ­თულ მხა­რის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტსაც, რო­მე­ლიც ნე­იტ­რა­ლუ­რად უნდა ყო­ფი­ლი­ყო. როცა სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბე­ბი და­ი­წყო, რუ­სე­ბი ძა­ლი­ან მალე გა­იქ­ცნენ, ვერ გა­უძ­ლეს იმ ორ­გა­ნი­ზე­ბულ თავ­დაც­ვას, რაც გა­ა­კე­თა ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ. ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს კო­კო­ი­თის გან­ცხა­დე­ბა, რუ­სებ­მა გვი­ღა­ლა­ტე­სო. რუ­სებს ასე ჰქონ­დათ გათ­ვლი­ლი, ქარ­თუ­ლი ჯარი კი არ უნდა შე­სუ­ლი­ყო ცხინ­ვალ­ში, კო­კო­ი­თი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო გორ­ში, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ამის მერე გა­და­ვიდ­ნენ პირ­და­პირ აგ­რე­სი­ა­ზე. 1-ლ აგ­ვის­ტოს გა­ა­კე­თეს კა­რი­დო­რი რო­კის გვი­რაბ­ში და და­ი­წყეს მო­სახ­ლე­ო­ბის გაყ­ვა­ნა. მაგ­რამ ამას იმი­ტომ კი არ აკე­თებ­დნენ, რომ ხალ­ხზე ზრუ­ნავ­დნენ, არა­მედ იმი­ტომ, რომ პირ­და­პირ იე­რიშ­ზე გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ შემ­დეგ.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, ჩვე­ნი სა­ო­ცა­რი ბი­ჭე­ბის - შინ­დის­ში ჩა­დე­ნი­ლი გმი­რო­ბის გარ­და, არ­სე­ბობს ერთი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნაკ­ლე­ბად იცის..

- სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში შე­ტე­ვა რუ­სეთ­მა 11 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში საკ­მა­რი­სად დიდი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. იმა­ვე დღეს ქარ­თულ­მა ჯარ­მა უკან და­ხე­ვი­სა და თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან დე­და­ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად გან­ლა­გე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღო. ამ რუ­სუ­ლი წინსვლი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის უკან­და­ხე­ვის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნი­მე შე­ტა­კე­ბა მოხ­და. მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია ტრა­გი­კუ­ლი ბრძო­ლა შინ­დის­თან. თუმ­ცა, სამ­ხედ­რო შე­დე­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სხვა ორი შე­ტა­კე­ბა. მათ­გან ერთს ჩვენ­თან შინ­დის­ზე ბევ­რად იშ­ვი­ა­თად ახ­სე­ნე­ბენ, ხოლო მე­ო­რე, სა­ერ­თო­დაც, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბია ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

11 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, ქა­ლაქ ცხინ­ვა­ლის და­სავ­ლე­თი­თა და აღ­მო­სავ­ლე­თით შეგ­როვ­და რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ორი დაჯ­გუ­ფე­ბა. მათი და­ვა­ლე­ბა იყო წინსვლა გო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ახ­ვის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს გას­წვრივ. ორი­ვე დაჯ­გუ­ფე­ბას ავან­გარ­დში მე­დე­სან­ტე­ე­ბი ჰყავ­და, ხოლო ძი­რი­თად ძა­ლას მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი შე­ად­გენ­და. და­სავ­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ტბე­თი-ავ­ნე­ვის გზით და­იძ­რა, თუმ­ცა მა­ლე­ვე მის­მა ავან­გარ­დმა გზა მი­ა­ტო­ვა, ავ­ნევ­სა და ზემო ნი­ქოზს შო­რის მინ­დვ­რე­ბი გა­ი­ა­რა და ვა­რი­ა­ნის­კენ და­იძ­რა. ძი­რი­თად­მა ძა­ლებ­მა ავ­ნე­ვი-ზემო ნი­ქო­ზის გზით გა­აგ­რძე­ლეს მოძ­რა­ო­ბა. სწო­რედ ამ დროს, შუ­ა­დღი­სას, სო­ფელ ზემო ხვით­ში ქარ­თველ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ამ რუ­სუ­ლი კო­ლო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩა­საფ­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის შე­დე­გა­დაც რუ­სებ­მა დიდი და­ნა­კარ­გი ნა­ხეს. ორმა რუ­სულ­მა ასე­ულ­მა მო­ას­წრო ზემო ხვი­თის გავ­ლა ჩა­საფ­რე­ბამ­დე, მაგ­რამ რუ­სუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ჩა­საფ­რე­ბის შე­დე­გად ზემო ხვით­თან გა­ჩერ­და და იმ დღეს წინსვლა აღარ გა­უგ­რძე­ლე­ბია. სამ­ხრე­თის­კენ ეს ძა­ლე­ბი მხო­ლოდ მომ­დევ­ნო დღეს, 12 აგ­ვის­ტოს, დი­ლით და­იძ­რნენ.

რუ­სე­ბის აღ­მო­სავ­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ცხინ­ვა­ლი­დან სამ­ხრე­თის­კენ ერგნე­თის გავ­ლით გა­ე­მარ­თა. იქვე, სო­ფელ მეღვრე­კის­თან მის ავან­გარ­დში მყო­ფი მე­დე­სან­ტე­ე­ბი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წყო­ბილ ჩა­საფ­რე­ბა­ში მოყ­ვნენ. შე­დე­გად, გო­რის­კენ მოძ­რა­ო­ბის ნაც­ვლად, რუ­სე­ბის აღ­მო­სავ­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა მეღვრე­კის­თან გა­ჩერ­და. წინსვლა მა­ნაც მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს, 12 აგ­ვის­ტოს გა­აგ­რძე­ლა. ქარ­თუ­ლი ჯა­რის სა­ერ­თო უკან­და­ხე­ვის პი­რო­ბებ­ში, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის კონ­კრე­ტულ­მა მცი­რე­რი­ცხო­ვან­მა რაზ­მებ­მა ბევ­რად უფრო დიდ და მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ რუ­სულ შე­ნა­ერ­თებ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თავ­დას­ხმე­ბი. ამით მათ ერთი დღით გა­და­დეს მსხვი­ლი რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა გორ­თან და და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზატ­კე­ცილ­თან.

ზემო ხვი­თის ჩა­საფ­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მე-2 ბრი­გა­დის 22-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის "ჩარ­ლის“ ასე­უ­ლის ჯა­რის­კა­ცებ­მა. მეღვრე­კი­სის შე­ტა­კე­ბა დღემ­დე უც­ნო­ბია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ის, თუ რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი შე­ნა­ერ­თი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მას­ში. არა­და, ქარ­თველ­მა ბი­ჭებ­მა სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვის ხარ­ჯზე შე­ა­ჩე­რეს მტრის წინსვლა...

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მეღვრეკისის შეტაკება დღემდე უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის" - გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომის ნაკლებად ცნობილ ამბებს იხსენებს

"მეღვრეკისის შეტაკება დღემდე უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის" -  გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომის ნაკლებად ცნობილ ამბებს იხსენებს

"ქართულ მხარესთან კითხვები აღარ არსებობს. ჩვენ ვმოქმედებდით ჩვენს ტერიტორიაზე. არცერთ ქართველ ჯარისკაცს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფეხი არ დაუდგამს. არ ჩაგვიდენია დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არ მოგვიწყვია გენოციდი. თუ ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა, ყველაზე გასცა პასუხი ჰააგის გამოძიებამ“, - გვეუბნება გენერალი მამუკა ყურაშვილი, რომელიც 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი და ყველა იმ მოვლენის მონაწილე იყო, რაც ომამდე და ომის დროს ხდებოდა. ის დღეს ჩვენი რესპონდენტია:

- ჩვენ ომის დაწყებამდეც უკვე დაპირისპირებაში ვიყავით. სამშვიდობო მანდატი მოშლილი იყო... 7 აგვისტოს ბოლო წამამდე ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს ვითარება მეტად აღარ გამწვავებულიყო, თუმცა აგრესორს ჩაფიქრებული ჰქონდა უკვე ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა. რაც შეეხება ჰააგის გამოძიებას, ჩვენ - მე და ბატონი ზაზა გოგავა ვიკითხებოდით პირველი დღიდან ჰააგის სასამართლომდე. გაუთქმელობაზე გვქონდა ხელი მოწერილი, რითაც ისარგებლა დეზერტირების გარკვეულმა კოპორტამ, ეს ხალხი დაკითხვის დროს ჩვენს დაჭერას ელოდებოდა და ათას ზღაპარს იგონებდა. მაგათ, ამ მეზღაპრეებმა გაასაღეს თავი პატრიოტებად და მიიღეს სარგებელი... რეალურად გმირები კი არიან იქ დაღუპული ჯარისკაცები, მეთაურები, ვინც სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ქართული სახელმწიფო...

- იქნებ გაიხსენოთ ის დღეები...

- 8 აგვისტომდე, დიდი ხნით ადრე მიდიოდა ბრძოლები. გვიტევდნენ ოკუპანტისგან გათამამებული სეპარატისტული ძალები, რომელიც წინასწარ მოამზადა ვლადიმერ პუტინმა. ჩვენ არ გვეძლეოდა მორიტორინგის საშუალება, და ჭორის დონეზე ვერ დავიწყებდით ლაპარაკს, მაგრამ წლების შემდეგ პირადად პუტინმა აღიარა, რომ ის ამზადებდა ბანდფორმირებას ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, რათა დატრიალებულიყო ის ტრაგედია, რომელიც მოხდა 7აგვისტოს ღამეს.

არადა, რუსეთი, როგორც სამშვიდობო მანდატის მქონე, უნდა ყოფილიყო დაინტერესებული მხარეების დაშორებით, მას მინდობილი ჰქონდა სამშვიდობო პროცესი, ასევე ქართულ მხარის სამშვიდობო კონტიგენტსაც, რომელიც ნეიტრალურად უნდა ყოფილიყო. როცა სამხედრო შეტაკებები დაიწყო, რუსები ძალიან მალე გაიქცნენ, ვერ გაუძლეს იმ ორგანიზებულ თავდაცვას, რაც გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ. ჩვენ კარგად გვახსოვს კოკოითის განცხადება, რუსებმა გვიღალატესო. რუსებს ასე ჰქონდათ გათვლილი, ქართული ჯარი კი არ უნდა შესულიყო ცხინვალში, კოკოითი უნდა შემოსულიყო გორში, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის მერე გადავიდნენ პირდაპირ აგრესიაზე. 1-ლ აგვისტოს გააკეთეს კარიდორი როკის გვირაბში და დაიწყეს მოსახლეობის გაყვანა. მაგრამ ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ ხალხზე ზრუნავდნენ, არამედ იმიტომ, რომ პირდაპირ იერიშზე გადმოსულიყვნენ შემდეგ.

- ბატონო მამუკა, ჩვენი საოცარი ბიჭების - შინდისში ჩადენილი გმირობის გარდა, არსებობს ერთი ამბავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ნაკლებად იცის..

- საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეტევა რუსეთმა 11 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცხინვალსა და აფხაზეთში საკმარისად დიდი ძალების კონცენტრირება მოახდინა. იმავე დღეს ქართულმა ჯარმა უკან დახევისა და თბილისის მისადგომებთან დედაქალაქის დასაცავად განლაგების ბრძანება მიიღო. ამ რუსული წინსვლისა და ქართველების უკანდახევის პროცესში რამდენიმე შეტაკება მოხდა. მათგან ყველაზე ცნობილია ტრაგიკული ბრძოლა შინდისთან. თუმცა, სამხედრო შედეგების თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანი იყო სხვა ორი შეტაკება. მათგან ერთს ჩვენთან შინდისზე ბევრად იშვიათად ახსენებენ, ხოლო მეორე, საერთოდაც, სრულიად უცნობია ქართველი საზოგადოებისთვის.

11 აგვისტოს, დილით, ქალაქ ცხინვალის დასავლეთითა და აღმოსავლეთით შეგროვდა რუსული ძალების ორი დაჯგუფება. მათი დავალება იყო წინსვლა გორის მიმართულებით, შესაბამისად, ლიახვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გასწვრივ. ორივე დაჯგუფებას ავანგარდში მედესანტეები ჰყავდა, ხოლო ძირითად ძალას მექანიზებული შენაერთები შეადგენდა. დასავლური დაჯგუფება ტბეთი-ავნევის გზით დაიძრა, თუმცა მალევე მისმა ავანგარდმა გზა მიატოვა, ავნევსა და ზემო ნიქოზს შორის მინდვრები გაიარა და ვარიანისკენ დაიძრა. ძირითადმა ძალებმა ავნევი-ზემო ნიქოზის გზით გააგრძელეს მოძრაობა. სწორედ ამ დროს, შუადღისას, სოფელ ზემო ხვითში ქართველმა ჯარისკაცებმა ამ რუსული კოლონის წინააღმდეგ წარმატებული ჩასაფრება განახორციელეს, რის შედეგადაც რუსებმა დიდი დანაკარგი ნახეს. ორმა რუსულმა ასეულმა მოასწრო ზემო ხვითის გავლა ჩასაფრებამდე, მაგრამ რუსული დაჯგუფების უმეტესი ნაწილი ჩასაფრების შედეგად ზემო ხვითთან გაჩერდა და იმ დღეს წინსვლა აღარ გაუგრძელებია. სამხრეთისკენ ეს ძალები მხოლოდ მომდევნო დღეს, 12 აგვისტოს, დილით დაიძრნენ.

რუსების აღმოსავლური დაჯგუფება ცხინვალიდან სამხრეთისკენ ერგნეთის გავლით გაემართა. იქვე, სოფელ მეღვრეკისთან მის ავანგარდში მყოფი მედესანტეები ქართველი ჯარისკაცების მოწყობილ ჩასაფრებაში მოყვნენ. შედეგად, გორისკენ მოძრაობის ნაცვლად, რუსების აღმოსავლური დაჯგუფება მეღვრეკისთან გაჩერდა. წინსვლა მანაც მხოლოდ მეორე დღეს, 12 აგვისტოს გააგრძელა. ქართული ჯარის საერთო უკანდახევის პირობებში, ქართველი ჯარისკაცების კონკრეტულმა მცირერიცხოვანმა რაზმებმა ბევრად უფრო დიდ და მძიმედ შეიარაღებულ რუსულ შენაერთებზე განახორციელეს თავდასხმები. ამით მათ ერთი დღით გადადეს მსხვილი რუსული ძალების გამოჩენა გორთან და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზატკეცილთან.

ზემო ხვითის ჩასაფრება განახორციელეს მე-2 ბრიგადის 22-ე ბატალიონის "ჩარლის“ ასეულის ჯარისკაცებმა. მეღვრეკისის შეტაკება დღემდე უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ის, თუ რომელი ქართული შენაერთი მონაწილეობდა მასში. არადა, ქართველმა ბიჭებმა სიცოცხლის გაწირვის ხარჯზე შეაჩერეს მტრის წინსვლა...

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი