ავტორი:

"წნევა რომ დამმართა, კი იცით, მაგრამ კარგით რა! ენა როგორ მომიბრუნდება და როგორ ვიტყვი, იცოდა, თავისი შვილები გადაარჩინა და სხვისი გაწირაო" - თეა გოდოლაძე კახა კალაძის შესახებ

"წნევა რომ დამმართა, კი იცით, მაგრამ კარგით რა! ენა როგორ მომიბრუნდება და როგორ ვიტყვი, იცოდა, თავისი შვილები გადაარჩინა და სხვისი გაწირაო" - თეა გოდოლაძე კახა კალაძის შესახებ

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ეხმიანება ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "სანსეთ შოვიდან" ოჯახის წევრები ვერტმფრენით წაიყვანა და ამ თემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"კალაძე (კრებსითი სახელია) სადაც კი წავედი, კორპუსით რომ დამდევს, მიწას თხრის და მერე “მისკოჩავს”, თვეში 2 ჯერ დენის კაბელს რომ მიჭრის, ძლივს შეკოწიწებულ, მთელი მიწისძვრის მონიტორინგის სისტემას ბეწვზე რომ კიდებს და წნევა რომ დამმართა და გულის ხეთქვა კი იცით. არცერთი საჩივარი რომ არ დამიკმაყოფილა ისიც გეცოდინებათ.

მე რომ მის დამცველად არ გამოვდგები, ისიც იცით, მაგრამ კარგით რა! ენა როგორ მომიბრუნდება და როგორ ვიტყვი, იცოდა, თავისი შვილები გადაარჩინა და სხვისი გაწირაო!

კალაძეს რომ სცოდნოდა ბუბა და ჭანჭახი, მდინარის ჭალა, მყინვარი და გლობალური დათბობა, შოვში დაასვენებდა ცოლშვილს?!" - წერს გოდოლაძე.