მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკა, მკურნალობა, მრავალწლიანი ტანჯვა - რა დაემართა ბელა ჰადიდს? მოდელი თავის მდგომარეობაზე წერს
კლინიკა, მკურნალობა, მრავალწლიანი ტანჯვა - რა დაემართა ბელა ჰადიდს? მოდელი თავის მდგომარეობაზე წერს

ამე­რი­კელ­მა სუ­პერ­მო­დელ­მა ბელა ჰა­დიდ­მა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს კარ­გი ამ­ბა­ვი ახა­რა - ის სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ჯან­მრთელ­და. მაგ­რამ 26 წლის ვარ­სკვლა­ვის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­კენ გზა ძა­ლი­ან გრძე­ლი და რთუ­ლი იყო.

"პა­ტა­რა მე, რო­მე­ლიც იტან­ჯე­ბო­და, ძა­ლი­ან ამა­ყი იქ­ნე­ბო­და გაზ­რდი­ლი მე-თი, რად­გან არ დავ­ნებ­დი", - წერს ჰა­დი­დი.

მო­დელ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დე­დას, იო­ლან­დას, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გვერ­დით იყო, ეხ­მა­რე­ბო­და, მხარს უჭერ­და და სჯე­რო­და მისი.

"ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ყვე­ლა­ფე­რი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უა­რეს­დე­ბო­და. ვიბ­რძო­დი იმის­თვის, რომ მე, ჩემს ოჯახ­სა და ხალ­ხს, ვინც მხარს მი­ჭერ­და, ეა­მა­ყათ. ჩემ­ზე ამან ისე იმოქ­მე­და, ახ­სნაც ნამ­დვი­ლად არ შე­მიძ­ლია. ავად­მყო­ფო­ბი­სა ყვე­ლა­ზე მეტი სა­ჩუქ­რე­ბის/პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის/შე­საძ­ლებ­ლო­ბის/სიყ­ვა­რუ­ლის ქონა ჩემ­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე და­მაბ­ნე­ვე­ლი იყო. რა შე­მიძ­ლია გი­თხრათ:

1: კარ­გად ვარ, არ ინერ­ვი­უ­ლოთ და

2. მე არა­ფერს შევ­ცვლი­დი სამ­ყა­რო­ში. კი­დევ ერთხელ რომ მო­მი­წი­ოს ამ ყვე­ლაფ­რის გავ­ლა, აქ მოხ­ვედ­რა, ზუს­ტად ამ მო­მენ­ტში, რო­მელ­შიც ახლა ვარ, ყვე­ლა თქვენ­გან­თან ერ­თად, სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის, ისევ გა­ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან. ამან გამ­ხა­და ის, ვინც დღეს ვარ.

ბელა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ტან­ჯვა აუმ­ჯო­ბე­სებს ადა­მი­ანს.

"ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის ეს 100+ დღე, მკურ­ნა­ლო­ბა, თით­ქმის 15-წლი­ა­ნი უხი­ლა­ვი ტან­ჯვა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამად ღირ­და, თუ ღვთის ნე­ბით შე­მიძ­ლია მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის გავ­რცე­ლე­ბა. რაც არ უნდა მტკივ­ნე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, ჩემი ცხოვ­რე­ბა ახლა სავ­სეა ახა­ლი მე­გობ­რე­ბით, ახა­ლი ხედ­ვე­ბით და ახა­ლი გო­ნე­ბით", - წერს სუ­პერ­მო­დე­ლი.

ჰა­დი­დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტი 2014 წლით თა­რიღ­დე­ბა. იმ დროს 17 წლის გო­გო­ნა უჩი­ო­და დაღ­ლი­ლო­ბას, დეპ­რე­სი­ას, მეხ­სი­ე­რე­ბის, ყუ­რა­დღე­ბის და ძი­ლის პრობ­ლე­მებს, სი­ნათ­ლი­სად­მი გა­და­ჭარ­ბე­ბულ მგრძნო­ბე­ლო­ბას, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბი­სა და ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის ტკი­ვილს და ა.შ.

თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე სა­ჯა­როდ ბოლო თვე­ე­ბია აღარ ჩნდე­ბო­და. ყვი­თე­ლი პრე­სა იმა­საც წერ­და, რომ ბელა მე­გო­ბარ ბიჭს, მარკ კალ­მენს და­შორ­და. თუმ­ცა მო­დე­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­სა­ხელ­და. გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, რომ ბელა ჰა­დი­დი ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის გამო ინ­ტენ­სი­ურ მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მო­დე­ლი ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

კლინიკა, მკურნალობა, მრავალწლიანი ტანჯვა - რა დაემართა ბელა ჰადიდს? მოდელი თავის მდგომარეობაზე წერს

კლინიკა, მკურნალობა, მრავალწლიანი ტანჯვა - რა დაემართა ბელა ჰადიდს? მოდელი თავის მდგომარეობაზე წერს

ამერიკელმა სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თაყვანისმცემლებს კარგი ამბავი ახარა - ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. მაგრამ 26 წლის ვარსკვლავის გამოჯანმრთელებისკენ გზა ძალიან გრძელი და რთული იყო.

"პატარა მე, რომელიც იტანჯებოდა, ძალიან ამაყი იქნებოდა გაზრდილი მე-თი, რადგან არ დავნებდი", - წერს ჰადიდი.

მოდელმა მადლობა გადაუხადა დედას, იოლანდას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იყო, ეხმარებოდა, მხარს უჭერდა და სჯეროდა მისი.

"ამ მდგომარეობაში ცხოვრება ძალიან რთული იყო, ყველაფერი დროთა განმავლობაში უარესდებოდა. ვიბრძოდი იმისთვის, რომ მე, ჩემს ოჯახსა და ხალხს, ვინც მხარს მიჭერდა, ეამაყათ. ჩემზე ამან ისე იმოქმედა, ახსნაც ნამდვილად არ შემიძლია. ავადმყოფობისა ყველაზე მეტი საჩუქრების/პრივილეგიების/შესაძლებლობის/სიყვარულის ქონა ჩემთვის ალბათ ყველაზე დამაბნეველი იყო. რა შემიძლია გითხრათ:

1: კარგად ვარ, არ ინერვიულოთ და

2. მე არაფერს შევცვლიდი სამყაროში. კიდევ ერთხელ რომ მომიწიოს ამ ყველაფრის გავლა, აქ მოხვედრა, ზუსტად ამ მომენტში, რომელშიც ახლა ვარ, ყველა თქვენგანთან ერთად, საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის, ისევ გავაკეთებდი ყველაფერს თავიდან. ამან გამხადა ის, ვინც დღეს ვარ.

ბელა დარწმუნებულია, რომ ტანჯვა აუმჯობესებს ადამიანს.

"ლაიმის დაავადებასთან ბრძოლის ეს 100+ დღე, მკურნალობა, თითქმის 15-წლიანი უხილავი ტანჯვა, ეს ყველაფერი ამად ღირდა, თუ ღვთის ნებით შემიძლია მთელი ცხოვრება სიყვარულის გავრცელება. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს გამოცდილება, ჩემი ცხოვრება ახლა სავსეა ახალი მეგობრებით, ახალი ხედვებით და ახალი გონებით", - წერს სუპერმოდელი.

ჰადიდის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სამედიცინო დოკუმენტი 2014 წლით თარიღდება. იმ დროს 17 წლის გოგონა უჩიოდა დაღლილობას, დეპრესიას, მეხსიერების, ყურადღების და ძილის პრობლემებს, სინათლისადმი გადაჭარბებულ მგრძნობელობას, კუნთების, სახსრებისა და ლიმფური კვანძების ტკივილს და ა.შ.

თანამედროვე მოდის ყველაზე გამორჩეული სახე საჯაროდ ბოლო თვეებია აღარ ჩნდებოდა. ყვითელი პრესა იმასაც წერდა, რომ ბელა მეგობარ ბიჭს, მარკ კალმენს დაშორდა. თუმცა მოდელის გაუჩინარების ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. გამოცემები წერდნენ, რომ ბელა ჰადიდი ლაიმის დაავადების გამო ინტენსიურ მედიკამენტურ მკურნალობას გადიოდა.

კიდევ ერთი ვერსიით, მოდელი ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო სარეაბილიტაციო კლინიკაში იმყოფებოდა.