პარტნიორები:
    ავტორი:

    "ფოლკლორის ყველა მოყვარულმა იცის ეს პიროვნება... მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა" - ახლობელი შოვის ტრაგედიისას დაკარგულ გენო სულთანიშვილზე წერს

    "ფოლკლორის ყველა მოყვარულმა იცის ეს პიროვნება... მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა" - ახლობელი შოვის ტრაგედიისას დაკარგულ გენო სულთანიშვილზე წერს

    3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ ტრაგედიის დროს დაკარგულ 20-ზე მეტ ადამიანს მაშველები დღემდე ეძებენ. ბოლო ინფორმაციით, შოვში მომხდარი მეწყერის დროს ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 19 ადამიანის ცხედარი. დაკარგულებს შორის არის სოფელ გლოლის მკვიდრი გენადი სულთანიშვილი, რომელიც ტრაგედიის დროს კოტეჯების სიახლოვეს იმყოფებოდა... დაკარგულის სიძე მამუკა ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ცოცხლად პოვნის იმედი დაკარგეს.

    მამუკა ცერცვაძე:

    "ეს არის ჩემი სიმამრი გენადი (გენო) სულთანიშვილი, სოფელ გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას. ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მითუმეტეს ყველა რაჭველმა, ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ!

    ბატონი გენადი არის ანსამბლ "ბუბას" წევრი. უმაგრესი ადამიანი! ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა? აქამდე არ ვწერდი, იმედი მქონდა ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ახლაც იმიტომ ვპოსტავ, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს! კოტეჯების სასადილოს შეფ-მზარეული იყო!"