მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით... ინფორმაცია, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, მცდარია" - გარემოს დაცვის მინისტრი
"სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით... ინფორმაცია, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, მცდარია" - გარემოს დაცვის მინისტრი

პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის თა­ნახ­მად, მოვ­ლე­ნე­ბი იმ­დე­ნად მყი­სი­ე­რი და კომ­პლექ­სუ­რი იყო, რომ მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც კი, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და , - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ შა­მუ­გი­ამ 3 აგ­ვის­ტოს შოვ­ში მომ­ხდარ სტი­ქი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით, კომ­პლექ­სუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ღვარ­ცო­ფი გა­მო­იწ­ვია, 8-10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თარ­და.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფორ­მა­ცია, რომ მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხი სტი­ქი­ამ­დე ორი დღით ადრე და­გუბ­და, მცდა­რია.

გარ­და ამი­სა, ოთარ შა­მუ­გი­ამ პო­ლი­ტი­კო­სებს მო­უ­წო­და, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს იკ­ვლე­ვენ, თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­ა­ყე­ნონ, რად­გან ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­სა აკე­თე­ბენ.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ვის დღეა და მინ­და ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლის ოჯახს მი­ვუ­სამ­ძიმ­რო. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტრა­გე­დი­ას თა­ვი­დან ვერ ავი­ცი­ლებ­დით. ამის შე­სა­ხებ ჩვენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დეთ. მე მინ­და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებს 24 - სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. მათ საკ­მა­ოდ მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლეს, რომ პირ­ვე­ლა­დი დას­კვნა და­ე­დოთ. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სის­გან მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლეს. ყვე­ლას ვთხოვ, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. მათ ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლეს დას­კვნა და­ე­დოთ, ისი­ნი თა­ვი­ანთ საქ­მეს ას­რუ­ლე­ბენ. სა­ა­გენ­ტო, რა თქმა უნდა, მუ­შა­ო­ბას და კვლე­ვას გა­აგ­რძე­ლებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სტი­ქი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, შემ­დგომ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ მიზ­ნებ­ზე ვი­სა­უბ­როთ და ზუს­ტად გან­ვსა­ზღვროთ, თუ რა უნდა მოხ­დეს სა­მო­მავ­ლოდ ამ ხე­ო­ბა­ში.

მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი მი­ვა­წო­დო, რაც წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით დად­გინ­და. სტი­ქია იმით და­ი­წყო, რომ კლდეზ­ვა­ვუ­რი მასა ჩა­მო­ი­შა­ლა. ის შემ­დგომ­ში შე­ე­ჯა­ხა მყინ­ვარს, გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ჩა­მო­ინ­გრა, რა­საც მოჰ­ყვა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ი­ზარ­და ღვარ­ცოფ­ში. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნით, ეს ყო­ვე­ლი­ვე სტი­ქი­ის 8-10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თარ­და. სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მდი­ნა­რის ორ­დღი­ა­ნი და­გუ­ბე­ბა იყო, ეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა. მდი­ნა­რე ჭან­ჭახ­ზე არ­სე­ბობს ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი, რომ­ლის­გან აღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სტი­ქი­ამ­დე და სტი­ქი­ის დროს მდი­ნა­რის წყლის დო­ნის სხვა­ო­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ამის სა­ფუძ­ველ­ზე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იქ რა­ი­მე სა­ხის ხან­გრძლი­ვი შე­გუ­ბე­ბა ვერ იარ­სე­ბებ­და.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის თა­ნახ­მად, ეს მოვ­ლე­ნე­ბი იმ­დე­ნად მყი­სი­ე­რი და კომ­პლექ­სუ­რი იყო, რომ მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც კი, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. მე ვფიქ­რობ, რომ პირ­ველ რიგ­ში, ეს დას­კვნა ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნდა შე­ა­ფა­სოს. პო­ლი­ტი­კო­სებს მო­ვუ­წო­დებ, რომ თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­ა­ყე­ნონ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ოთარ შა­მუ­გი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეც ვიცი რაღაც
0

მთავრობის დაცვის მინისტრი

 

????????????
0

ღვარცოფს ვერ აიცილებდი, მაგრამ მსხვერპლს ხომ აიცილებდი ის ოხერი კოტეჯები რომ არ ყოფილიყო იქ ? ტრაგედია ღვარცოფი კი არა, მსხვერპლია!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით... ინფორმაცია, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, მცდარია" - გარემოს დაცვის მინისტრი

"სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით... ინფორმაცია, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, მცდარია" - გარემოს დაცვის მინისტრი

პირველადი დასკვნის თანახმად, მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სპეციალისტების წინასწარი შეფასების მიხედვით, კომპლექსური მოვლენები, რომლებმაც ღვარცოფი გამოიწვია, 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, მცდარია.

გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ სპეციალისტებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხს იკვლევენ, თავიანთი განცხადებებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან ისინი პროფესიონალები არიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმესა აკეთებენ.

„საქართველოში გლოვის დღეა და მინდა ყველა დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით. ამის შესახებ ჩვენ სპეციალისტების პირველადი შეფასება საზოგადოებას მივაწოდეთ. მე მინდა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს 24 - საათიანი მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. მათ საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს, რომ პირველადი დასკვნა დაედოთ. სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებმა დავალება შეასრულეს. ყველას ვთხოვ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს ადამიანები პროფესიონალები არიან. მათ ძალიან მოკლე დროში შეძლეს დასკვნა დაედოთ, ისინი თავიანთ საქმეს ასრულებენ. სააგენტო, რა თქმა უნდა, მუშაობას და კვლევას გააგრძელებს. მნიშვნელოვანია, სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, შემდგომ განსახორციელებელ მიზნებზე ვისაუბროთ და ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა უნდა მოხდეს სამომავლოდ ამ ხეობაში.

მინდა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი დეტალები მივაწოდო, რაც წინასწარი შეფასებით დადგინდა. სტიქია იმით დაიწყო, რომ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. ის შემდგომში შეეჯახა მყინვარს, გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მოჰყვა მეწყრული პროცესები და ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. სპეციალისტების დასკვნით, ეს ყოველივე სტიქიის 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა. საუბარი იმაზე, რომ მდინარის ორდღიანი დაგუბება იყო, ეს არასწორი ინფორმაციაა. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლისგან აღებული მონაცემების თანახმად, სტიქიამდე და სტიქიის დროს მდინარის წყლის დონის სხვაობა არ დაფიქსირებულა. ამის საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ რაიმე სახის ხანგრძლივი შეგუბება ვერ იარსებებდა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველადი დასკვნის თანახმად, ეს მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს დასკვნა ყველა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, რომ თავიანთი განცხადებებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.