პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სარკოზი იმეორებდა,  - ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“ - რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომზე
"სარკოზი იმეორებდა,  - ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“ - რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომზე

რას გა­და­ვარ­ჩი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო 2008-ში?! - ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექტს, რო­მე­ლიც სარ­კო­ზიმ მოს­კოვ­ში წა­ი­ღო, 1 პუნ­ქტი და­უ­მა­ტეს, კერ­ძოდ, ის, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­თის სტა­ტუ­სი მო­მა­ვალ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს“, რა­ზეც, რა თქმა უნდა, მყა­რი უარი ვთქვი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, იმ დროს გა­მო­ჩე­ნი­ლი სიმ­ტკი­ცით სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და­იც­ვეს.

"რას გა­და­ვარ­ჩი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო 2008-ში?! რო­დე­საც რუ­სე­თი შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - ბერ­ნარ კუშ­ნე­რი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. ჩვენ შე­ვა­თან­ხმეთ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სარ­კო­ზიმ მოს­კოვ­ში წა­ი­ღო. იქ ნახა პუ­ტი­ნი და მედ­ვე­დე­ვი შემ­დეგ ჩა­მო­ი­ტა­ნა უკან შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც 1 პუნ­ქტი და­უ­მა­ტეს კერ­ძოდ, "სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­თის სტა­ტუ­სი მო­მა­ვალ­ში , სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს“. ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ნიშ­ნავ­და, რომ ჩვენ სა­კუ­თა­რი ხელ­მო­წე­რით უარი უნდა გვეთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­ზე, რა­ზეც, რა თქმა უნდა, მყა­რი უარი ვთქვი.

სარ­კო­ზი ჩემს დარ­წმუ­ნე­ბას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და. მუდ­მი­ვად იმე­ო­რებ­და, "ხელს თუ არ მო­ა­წერ, ხვალ რუ­სე­ბი თბი­ლის­ში იქ­ნე­ბი­ან, პუ­ტინს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს შენი მოკ­ვლა. მე ჯარს ვერ გა­მო­ვაგ­ზავ­ნი და ბუში არ აგ­ზავ­ნი­სო“. ამ სა­უ­ბარს ჩვე­ნი მხრი­დან ეს­წრე­ბო­და და­ვით ბაქ­რა­ძე და ჩემი ამე­რი­კე­ლი თა­ნა­შემ­წე, დე­ნი­ელ კუ­ნი­ნი. ლეხ კა­ჩინ­სკიმ როცა გა­ი­გო, რომ ასეთ შე­თან­ხმე­ბას გვახ­ვევ­დნენ თავს, სცა­და შეხ­ვედ­რას შე­მო­ერ­თე­ბო­და, მაგ­რამ ფრან­გულ­მა მხა­რემ უარი თქვა. ბო­ლოს ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ ხე­ლახ­ლა და­უ­რე­კა მედ­ვე­დევს და რუ­სუ­ლი მხა­რე და­თან­ხმდა, ხელი აეღო ამ პუნ­ქტზე და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უარი თქვა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დაც­ვა­ზე.

მა­შინ გა­მო­ჩე­ნი­ლი სიმ­ტკი­ცით ჩვენ და­ვი­ცა­ვით სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვანს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ფაქ­ტობ­რივ აღ­დგე­ნამ­დე!“- აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
suxumchanin
0

შე ცალტვინა ეგ პუნქტი რომ ამოღე იმიტომ აღიარა აფხაზე-სამაჩაბლო. რომ ყოფილიყო ამ რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში აღიარებდნენ

!!!
0

დემეტრე თავდადებულმა იცოდა... სააკაძემაც იცოდა(სხვებს აღარ ჩამოვთვლი), რაც ელოდებოდათ და მაინც შეეწირნენ სამშობლოს... თუ ქვეყნის ბედი შენზე იყო დამოკიდებული (რადგანაც თურმე პუტინს შენი მოკვლა უნდოდა) , არ ჯობდა ამ ერთი კაცით დამთავრებულიყო? თუ სამყაროს ღერძი ხარ და უშენოდ ვერ ვიარსებებდით? და მიზეზი იცი რაა? არაა ეს შენი სამშობლო და არ გტკივა ის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"სარკოზი იმეორებდა,  - ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“ - რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომზე

"სარკოზი იმეორებდა,  - ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“ - რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომზე

რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?! - ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტს, რომელიც სარკოზიმ მოსკოვში წაიღო, 1 პუნქტი დაუმატეს, კერძოდ, ის, რომ "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში, საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს“, რაზეც, რა თქმა უნდა, მყარი უარი ვთქვი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, იმ დროს გამოჩენილი სიმტკიცით საქართველოს სუვერენიტეტი დაიცვეს.

"რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?! როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოვიდა. ჩვენ შევათანხმეთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც სარკოზიმ მოსკოვში წაიღო. იქ ნახა პუტინი და მედვედევი შემდეგ ჩამოიტანა უკან შეთანხმება, რომელსაც 1 პუნქტი დაუმატეს კერძოდ, "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში , საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს“. ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ჩვენ საკუთარი ხელმოწერით უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, მყარი უარი ვთქვი.

სარკოზი ჩემს დარწმუნებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. მუდმივად იმეორებდა, "ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“. ამ საუბარს ჩვენი მხრიდან ესწრებოდა დავით ბაქრაძე და ჩემი ამერიკელი თანაშემწე, დენიელ კუნინი. ლეხ კაჩინსკიმ როცა გაიგო, რომ ასეთ შეთანხმებას გვახვევდნენ თავს, სცადა შეხვედრას შემოერთებოდა, მაგრამ ფრანგულმა მხარემ უარი თქვა. ბოლოს ნიკოლა სარკოზიმ ხელახლა დაურეკა მედვედევს და რუსული მხარე დათანხმდა, ხელი აეღო ამ პუნქტზე და საბოლოო ჯამში, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვაზე.

მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით ჩვენ დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე!“- აცხადებს სააკაშვილი.