მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში
10 ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში

სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებს არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის­თვის უზარ­მა­ზა­რი საფრ­თხის შექ­მნა შე­უძ­ლი­ათ. გლო­ბა­ლუ­რად, ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 60 000 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ისე­თი კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გად, რო­გო­რი­ცაა: გვალ­ვა, მე­წყე­რი, წყალ­დი­დო­ბა, მი­წისძვრა, ცუ­ნა­მი და ა.შ. მათ გარ­და, ამ მოვ­ლე­ნე­ბის მიერ მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს კი­დევ სულ ცოტა 150 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის.

10 ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფა ბოლო ერთი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში:

1. ჰა­ი­უ­ა­ნის მი­წისძვრა (1920 წ.)

ჰა­ი­უ­ა­ნის მი­წისძვრა ჩი­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ნინგსი­ას პრო­ვინ­ცი­ა­ში 1920 წლის 16 დე­კემ­ბერს მოხ­და. მას ლი­ჯუნ­ბუ-ჰა­ი­უ­ან-გა­ნი­ან­ჩის მი­და­მო­ში იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი ნგრე­ვა მოჰ­ყვა, რომ ის ჩი­ნე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ფა­ტა­ლურ მი­წისძვრად მი­იჩ­ნე­ვა. მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 274 000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მი­წისძვრა 8.25 ბა­ლით შე­ფას­და და მისი თან­მხლე­ბი ბიძ­გე­ბის სე­რია სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და.

ჰან­კოუ 1931 წ.

2. ჩი­ნე­თის წყალ­დი­დო­ბა (1931 წ.)

1931 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ ჰან­კო­უს ძლი­ე­რი წყალ­დი­დო­ბა და­ა­ტყდა თავს. 1931 წლის ივ­ნი­სი­დან აგ­ვის­ტომ­დე ცენ­ტრა­ლურ ჩი­ნეთ­ში უჩ­ვე­უ­ლოდ წვი­მი­ა­ნი სე­ზო­ნის გამო, მდი­ნა­რე­ებ­მა ადი­დე­ბა და­ი­წყეს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია წყალ­დი­დო­ბე­ბი მდი­ნა­რე­ე­ბის­პი­რა ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უშ­ვე­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია წყალ­ქვეშ მო­ექ­ცა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სტი­ქი­ის დროს და­ახ­ლო­ე­ბით 100 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო, თუმ­ცა და­ღუ­პულ­თა ზუს­ტი რი­ცხვის თქმა რთუ­ლია, რად­გან ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ქო­ლე­რაც მძვინ­ვა­რებ­და. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­კო­სი კრის კორტნი წერს, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში, შე­საძ­ლოა, იმ პე­რი­ოდ­ში 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლი­ყო.

3. უას­კა­რა­ნის ზვა­ვი (1970 წლის 31 მა­ი­სი)

BBC-ის ცნო­ბით, 1970 წლის 31 მა­ისს, 7.9 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრამ პე­რუს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ზვა­ვი და მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვია. მი­წისძვრა უას­კა­რა­ნის მთი­დან 35 კმ-ის მან­ძილ­ზე გავ­რცელ­და. სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის სიმ­ძლავ­რემ მა­სი­უ­რი მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც მიმ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი, კერ­ძოდ, იუნ­გაი და რან­რა­ჰირ­კა ჩა­მარ­ხა. სა­ვა­რა­უ­დო გა­მოთ­ვლით, კას­კა­დუ­რი მთის ყი­ნუ­ლი და კლდე­ე­ბი უას­კა­რან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 160 კმ/სთ სიჩ­ქა­რით და­ეშ­ვნენ. რან­რა­ჰირ­კას და­სახ­ლე­ბას კი 772 ტონა ლოდი და­ა­ტყდა თავს. აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ კა­ტას­ტრო­ფას სულ 70 000 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

4. ბჰო­ლას ციკ­ლო­ნი (1970 წლის 12 ნო­ემ­ბე­რი)

ბჰო­ლას ციკ­ლო­ნი 1970-ის დიდი ციკ­ლო­ნის სა­ხე­ლი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი. ეს და­მან­გრე­ვე­ლი ტრო­პი­კუ­ლი ციკ­ლო­ნი აღ­მო­სავ­ლეთ პა­კის­ტანს და ინ­დო­ე­თის და­სავ­ლეთ ბენ­გალს 12 ნო­ემ­ბერს და­ა­ტყდა თავს. ის ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ტრო­პი­კულ ციკ­ლო­ნად რჩე­ბა, რო­მე­ლიც ოდეს­მე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ქა­რიშ­ხლის დროს მდი­ნა­რე გან­გის დელ­ტას და­ბა­ლი კუნ­ძუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­იტ­ბო­რა. ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნის დროს, სულ მცი­რე 300 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მის მი­ხედ­ვით კი, ციფ­რი 500 000-მდე აღ­წევს.

5. ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის მი­წისძვრა და ცუ­ნა­მი (2004 წ.)

ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცუ­ნა­მი 2004 წლის 26 დე­კემ­ბერს ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, სუ­მატ­რას და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, 9.1 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრის შე­დე­გად და­ფიქ­სირ­და. ზე­მოქ­მე­დე­ბა შემ­ზა­რა­ვი იყო: მი­წისძვრი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ტალ­ღებ­მა 30 მეტრ სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია. ცუ­ნა­მის ტალ­ღე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და. გა­ე­როს შე­ფა­სე­ბით, სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნას 227 000 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი10 მი­ლი­არდ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბო­და.

6. ქაშ­მი­რის მი­წისძვრა (2005 წ)

ქაშ­მირ­ში 2005 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს მომ­ხდარ­მა 7.6 მა­გი­ნი­ტუ­დის მი­წისძვრამ და მე­წყერ­მა რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი და სო­ფე­ლი და­მარ­ხა. დად­გე­ნი­ლია, რომ სტი­ქი­ის შე­დე­გად, მთელ ქაშ­მირ­ში 3 მი­ლი­ო­ნი სახ­ლი გა­ნად­გურ­და. Nasa-ს ცნო­ბით, სტი­ქი­ურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა 75 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, 100 000 კი და­შავ­და.

7. ტოჰო­კუს მი­წისძვრა და ცუ­ნა­მი (2011)

2011 წლის 11 მარ­ტის 14:46 სა­ათ­ზე, ია­პო­ნი­ა­ში 8,9 - 9,0 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და. მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი მდე­ბა­რე­ობ­და ტოჰო­კუს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ოში­კას ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­დან 130 კი­ლო­მეტრში, დე­და­მი­წის ქერ­ქში 24,4 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ზე.

მი­წისძვრამ გა­მო­იწ­ვია ცუ­ნა­მის სა­შიშ­რო­ე­ბა ია­პო­ნი­ის წყნა­რო­კე­ა­ნურ სა­ნა­პი­რო­ზე და სულ მცი­რე 20 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ჩრდი­ლო­ე­თი და სამ­ხრე­თი ამე­რი­კის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე. ცუ­ნა­მის 10 - მეტ­რი­ან­მა ტალ­ღებ­მა ია­პო­ნი­ას და­არ­ტყა. ტალ­ღე­ბი ხმე­ლეთ­ში 10 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე შე­იჭ­რა.

ია­პო­ნი­ის პო­ლი­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა 14 063 და­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, 49 162 ადა­მი­ა­ნის და­შა­ვე­ბა და 14 175 ადა­მი­ა­ნის უგზო-უკვლოდ გაქ­რო­ბა ია­პო­ნი­ის 16 პრე­ფექ­ტუ­რა­ში, თუმ­ცა გარ­დაც­ვლილ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით დი­დია.

მი­წისძვრამ მი­ა­ყე­ნა უმ­ძი­მე­სი ზა­რა­ლი ია­პო­ნი­ას, მათ შო­რის მძი­მედ და­ზი­ან­და რკი­ნიგ­ზა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი, და­ინ­გრა რამ­დე­ნი­მე დამ­ბა. 4.4 მი­ლი­ო­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ია­პო­ნი­ა­ში დარ­ჩა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის­გან და 1.4 მი­ლი­ო­ნი წყლის გა­რე­შე. ენერ­გი­ის მრა­ვა­ლი გე­ნე­რა­ტო­რი გა­ი­თი­შა, მათ შო­რის დად­ნა ორი ატო­მუ­რი სად­გუ­რის რე­აქ­ტო­რის აქ­ტი­უ­რი ზონა, რის გა­მოც მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა.

მი­წისძვრის შე­დე­გად, 24 სა­ათ­ში, აფეთ­ქდა ფუ­კუ­ში­მის ატო­მუ­რი სად­გუ­რი; მი­უ­ხე­და­ვად გარე შე­ნო­ბის დან­გრე­ვი­სა, რე­აქ­ტო­რის დამ­ცვე­ლი სარ­კო­ფა­გი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. ფუ­კუ­ში­მას I და ფუ­კუ­ში­მას II სად­გუ­რე­ბი­დან 20 და 10 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია მოხ­და. "AIR Worldwide" ზა­რა­ლი $14.5 - $34.6 მი­ლი­არ­დად აფა­სებ­და, ხოლო CNN-მა ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბა 100 მი­ლი­არ­დამ­დე გა­ზარ­და.

2011 წლის მი­წისძვრა ით­ვლე­ბა უძ­ლი­ე­რე­სად ია­პო­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში და შე­დის მსოფ­ლი­ოს ხუთი უძ­ლი­ე­რე­სი მი­წისძვრის სი­ა­ში

8. ჰა­ი­ტის მი­წისძვრა (2010 წ.)

2010 წლის 12 იან­ვარს ქა­ლაქ ლე­ო­გა­ნის მახ­ლობ­ლად, ჰა­ი­ტი­ზე, 7.0 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და. ლე­ო­გა­ნი ქვეყ­ნის დე­და­ლა­ქი­დან სულ რა­ღაც 25 კმ-ის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ის დროს სულ მცი­რე 220 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით კი ციფ­რი 316 000-მდე აღ­წევს. მი­წისძვრის შე­დე­გად, და­შავ­და 300 000 ადა­მი­ა­ნი, 1.5 მი­ლი­ო­ნი კი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა.

9. ქა­რიშ­ხა­ლი მა­რია (2017 წ.)

NBC News-ის ცნო­ბით, აშშ, პუ­ერ­ტო რი­კო­ში დამ­ტყდა­რი ქა­რიშ­ხა­ლი ქვეყ­ნის­თვის ბოლო 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფა იყო. ქა­რიშ­ხალ­მა კუნ­ძულ­ზე წყალ­დი­დო­ბაც გა­მო­იწ­ვია. კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ ქა­რიშ­ხალ მა­რი­ას შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 4 600-ზე მეტი იყო. ოკე­ა­ნი­სა და ატ­მოს­ფე­როს ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (NOAA) თა­ნახ­მად, ის აშშ-ს ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე სა­ზი­ა­ნო ციკ­ლო­ნებს შო­რის რი­გით მე­სა­მეა. მისი ზა­რა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 98 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

10. თურ­ქეთ-სი­რი­ის მი­წისძვრა (2023 წ.)

6 თე­ბერ­ვალს თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 7.8 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და, რო­მელ­საც იმა­ვე დღეს კი­დევ ერთი, 7.5 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოჰ­ყვა. მი­წისძვრებ­მა ფარ­თო ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვია სამ­ხრეთ თურ­ქეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში და ბიძ­გე­ბი ახ­ლომ­დე­ბა­რე ქვეყ­ნებ­შიც იგ­რძნო­ბო­და. Al Jazeera-ს ცნო­ბით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 50 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მი­წისძვრის შემ­დეგ კი 1.9 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბით იქნა გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი. მხო­ლოდ თურ­ქეთ­ში, 173 000-ზე მეტი შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა ან და­ზი­ან­და.

წყა­რო: livescience

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვნმმ
3

ინდონეზიაზე ცუნსმი და 150 000 ადამიანის სიცოცხლე?!

xyz
3

სპიტაკის მიწისძვრა 1990 წელს, სომხეთში, უმნიშვნელო იყო?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

10 ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში

10 ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში

სტიქიურ მოვლენებს არა მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება, არამედ ადამიანების სიცოცხლისთვის უზარმაზარი საფრთხის შექმნა შეუძლიათ. გლობალურად, ყოველწლიურად დაახლოებით 60 000 ადამიანი იღუპება ისეთი კატასტროფების შედეგად, როგორიცაა: გვალვა, მეწყერი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ცუნამი და ა.შ. მათ გარდა, ამ მოვლენების მიერ მიყენებულ ზიანს კიდევ სულ ცოტა 150 მილიონი ადამიანი განიცდის.

10 ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში:

1. ჰაიუანის მიწისძვრა (1920 წ.)

ჰაიუანის მიწისძვრა ჩინეთის რესპუბლიკის ნინგსიას პროვინციაში 1920 წლის 16 დეკემბერს მოხდა. მას ლიჯუნბუ-ჰაიუან-განიანჩის მიდამოში იმდენად მასშტაბური ნგრევა მოჰყვა, რომ ის ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ფატალურ მიწისძვრად მიიჩნევა. მონაცემების მიხედვით, 274 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა 8.25 ბალით შეფასდა და მისი თანმხლები ბიძგების სერია სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

ჰანკოუ 1931 წ.

2. ჩინეთის წყალდიდობა (1931 წ.)

1931 წლის სექტემბერში ჩინეთის ქალაქ ჰანკოუს ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. 1931 წლის ივნისიდან აგვისტომდე ცენტრალურ ჩინეთში უჩვეულოდ წვიმიანი სეზონის გამო, მდინარეებმა ადიდება დაიწყეს, რამაც გამოიწვია წყალდიდობები მდინარეებისპირა ქალაქებსა და სოფლებში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უშველებელი ტერიტორია წყალქვეშ მოექცა. ვარაუდობენ, რომ სტიქიის დროს დაახლოებით 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რიცხვის თქმა რთულია, რადგან ამავე პერიოდში ქოლერაც მძვინვარებდა. გარემოსდაცვითი და სოციალური ისტორიკოსი კრის კორტნი წერს, რომ საერთო ჯამში, შესაძლოა, იმ პერიოდში 4 მილიონამდე ადამიანი დაღუპულიყო.

3. უასკარანის ზვავი (1970 წლის 31 მაისი)

BBC-ის ცნობით, 1970 წლის 31 მაისს, 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრამ პერუს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ზვავი და მეწყერი გამოიწვია. მიწისძვრა უასკარანის მთიდან 35 კმ-ის მანძილზე გავრცელდა. სტიქიური მოვლენის სიმძლავრემ მასიური მეწყერი გამოიწვია, რომელმაც მიმდებარე ქალაქები, კერძოდ, იუნგაი და რანრაჰირკა ჩამარხა. სავარაუდო გამოთვლით, კასკადური მთის ყინული და კლდეები უასკარანში დაახლოებით 160 კმ/სთ სიჩქარით დაეშვნენ. რანრაჰირკას დასახლებას კი 772 ტონა ლოდი დაატყდა თავს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ამ კატასტროფას სულ 70 000 ადამიანი ემსხვერპლა.

4. ბჰოლას ციკლონი (1970 წლის 12 ნოემბერი)

ბჰოლას ციკლონი 1970-ის დიდი ციკლონის სახელითაცაა ცნობილი. ეს დამანგრეველი ტროპიკული ციკლონი აღმოსავლეთ პაკისტანს და ინდოეთის დასავლეთ ბენგალს 12 ნოემბერს დაატყდა თავს. ის ყველაზე მომაკვდინებელ ტროპიკულ ციკლონად რჩება, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა. ქარიშხლის დროს მდინარე განგის დელტას დაბალი კუნძულების დიდი ნაწილი დაიტბორა. ბუნებრივი მოვლენის დროს, სულ მცირე 300 000 ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით კი, ციფრი 500 000-მდე აღწევს.

5. ინდოეთის ოკეანის მიწისძვრა და ცუნამი (2004 წ.)

ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ცუნამი 2004 წლის 26 დეკემბერს ინდონეზიაში, სუმატრას დასავლეთ სანაპიროზე, 9.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაფიქსირდა. ზემოქმედება შემზარავი იყო: მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში, ინდონეზიაში ტალღებმა 30 მეტრ სიმაღლეს მიაღწია. ცუნამის ტალღები რამდენიმე საათის განმავლობაში ვრცელდებოდა. გაეროს შეფასებით, სტიქიურ მოვლენას 227 000 ადამიანი ემსხვერპლა და ეკონომიკური ზარალი10 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

6. ქაშმირის მიწისძვრა (2005 წ)

ქაშმირში 2005 წლის 8 ოქტომბერს მომხდარმა 7.6 მაგინიტუდის მიწისძვრამ და მეწყერმა რამდენიმე ქალაქი და სოფელი დამარხა. დადგენილია, რომ სტიქიის შედეგად, მთელ ქაშმირში 3 მილიონი სახლი განადგურდა. Nasa-ს ცნობით, სტიქიურმა მოვლენებმა 75 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 100 000 კი დაშავდა.

7. ტოჰოკუს მიწისძვრა და ცუნამი (2011)

2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე, იაპონიაში 8,9 - 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ტოჰოკუს რეგიონში არსებული ოშიკას ნახევარკუნძულიდან 130 კილომეტრში, დედამიწის ქერქში 24,4 კილომეტრის სიღრმეზე.

მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამის საშიშროება იაპონიის წყნაროკეანურ სანაპიროზე და სულ მცირე 20 ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის სანაპიროებზე. ცუნამის 10 - მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყა. ტალღები ხმელეთში 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა.

იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა 14 063 დამიანის გარდაცვალება, 49 162 ადამიანის დაშავება და 14 175 ადამიანის უგზო-უკვლოდ გაქრობა იაპონიის 16 პრეფექტურაში, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა რეალურად გაცილებით დიდია.

მიწისძვრამ მიაყენა უმძიმესი ზარალი იაპონიას, მათ შორის მძიმედ დაზიანდა რკინიგზა და საავტომობილო გზები, დაინგრა რამდენიმე დამბა. 4.4 მილიონი საცხოვრებელი სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში დარჩა ელექტროენერგიისგან და 1.4 მილიონი წყლის გარეშე. ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა, რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური; მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა. ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურებიდან 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. "AIR Worldwide" ზარალი $14.5 - $34.6 მილიარდად აფასებდა, ხოლო CNN-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.

2011 წლის მიწისძვრა ითვლება უძლიერესად იაპონიის ისტორიაში და შედის მსოფლიოს ხუთი უძლიერესი მიწისძვრის სიაში

8. ჰაიტის მიწისძვრა (2010 წ.)

2010 წლის 12 იანვარს ქალაქ ლეოგანის მახლობლად, ჰაიტიზე, 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ლეოგანი ქვეყნის დედალაქიდან სულ რაღაც 25 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. გაეროს მონაცემებით, სტიქიის დროს სულ მცირე 220 000 ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი შეფასებით კი ციფრი 316 000-მდე აღწევს. მიწისძვრის შედეგად, დაშავდა 300 000 ადამიანი, 1.5 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.

9. ქარიშხალი მარია (2017 წ.)

NBC News-ის ცნობით, აშშ, პუერტო რიკოში დამტყდარი ქარიშხალი ქვეყნისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა იყო. ქარიშხალმა კუნძულზე წყალდიდობაც გამოიწვია. კვლევამ დაადგინა, რომ ქარიშხალ მარიას შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 600-ზე მეტი იყო. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) თანახმად, ის აშშ-ს ისტორიის ყველაზე საზიანო ციკლონებს შორის რიგით მესამეა. მისი ზარალი დაახლოებით 98 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

10. თურქეთ-სირიის მიწისძვრა (2023 წ.)

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც იმავე დღეს კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. მიწისძვრებმა ფართო ნგრევა გამოიწვია სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში და ბიძგები ახლომდებარე ქვეყნებშიც იგრძნობოდა. Al Jazeera-ს ცნობით, თურქეთსა და სირიაში 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრის შემდეგ კი 1.9 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით იქნა გადაადგილებული. მხოლოდ თურქეთში, 173 000-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა ან დაზიანდა.

წყარო: livescience

მოამზადა: ანა სიბოშვილმა