მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივეცი უფლება მოეპოვებინათ კადრები, თუ როგორ ტოვებენ ჩემი შვილები სასტუმროს" - კალაძე უარყოფს, რომ მისმა ოჯახმა სტიქიის ზონა სახელმწიფო ვერტმფრენით დატოვა
"მივეცი უფლება მოეპოვებინათ კადრები, თუ როგორ ტოვებენ ჩემი შვილები სასტუმროს" - კალაძე უარყოფს, რომ მისმა ოჯახმა სტიქიის ზონა სახელმწიფო ვერტმფრენით დატოვა

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე ტყუ­ილს უწო­დებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მის­მა ოჯახ­მა სტი­ქი­ის ზო­ნი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად სა­ხელ­მწი­ფო ვერ­ტმფრე­ნი გა­მო­ი­ყე­ნა. რო­გორც მან დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, მის­მა მცი­რე­წლო­ვან­მა შვი­ლებ­მა "სან­სეტ შოვი" ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ტო­ვეს და ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც არ­სე­ბობს.

"გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს მე გა­მო­ვი­ყე­ნე სა­ხელ­მწი­ფო ვერ­ტმფრე­ნი და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ვიყ­ვა­ნე სტი­ქი­ის ზო­ნი­დან. ეს არის ტყუ­ი­ლი. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია. ამ სა­კი­თხზე მე მომ­მარ­თა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა", რომ მი­მე­ცა უფ­ლე­ბა მათ მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუ რო­გორ გა­მო­დი­ან სას­ტუმ­რო­დან ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი. მე მი­ვე­ცი თან­ხმო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სი­მარ­თლე თა­ვად იხი­ლა და ნახა რისი მკად­რე­ბე­ლია ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კო­სი. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნე რომ იყ­ვნენ ისე­თე­ბი, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბო­რო­ტე­ბა დაგ­მო. იყო უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­არ­ხებ­ში მუ­შა­ობს და არ წყდე­ბო­და ზა­რე­ბი მათ­გან, რომ ეს იყო დიდი სი­ბინ­ძუ­რე. მად­ლო­ბა მათ ამ პო­ზი­ცი­ის­თვის.

ცნო­ბის­თვის, შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სტი­ქი­ის დროს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სას­ტუმ­რო "სან­სეტ შოვი" დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის ოჯახ­მა სტი­ქი­ის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­ტო­ვა.

სას­ტუმ­როს მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ანა მუ­რა­დაშ­ვი­ლის თქმით, თბი­ლი­სის მე­რის ოჯახ­მა სას­ტუმ­რო გუ­შინ, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ტო­ვა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შორენა
1

კარგით რა ასეთ რამეს როგორ გააკეთებდა??

Lou
7

დაცვა რათ უნდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მივეცი უფლება მოეპოვებინათ კადრები, თუ როგორ ტოვებენ ჩემი შვილები სასტუმროს" - კალაძე უარყოფს, რომ მისმა ოჯახმა სტიქიის ზონა სახელმწიფო ვერტმფრენით დატოვა

"მივეცი უფლება მოეპოვებინათ კადრები, თუ როგორ ტოვებენ ჩემი შვილები სასტუმროს" - კალაძე უარყოფს, რომ მისმა ოჯახმა სტიქიის ზონა სახელმწიფო ვერტმფრენით დატოვა

თბილისის მერი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისმა ოჯახმა სტიქიის ზონიდან გამოსასვლელად სახელმწიფო ვერტმფრენი გამოიყენა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა "სანსეტ შოვი" ავტომობილით დატოვეს და ამის ამსახველი კადრებიც არსებობს.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და მისი საშუალებით გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან. ეს არის ტყუილი. მიზანმიმართულად გავრცელდა ინფორმაცია. ამ საკითხზე მე მომმართა ტელეკომპანია "იმედმა", რომ მიმეცა უფლება მათ მოეპოვებინათ ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუ როგორ გამოდიან სასტუმროდან ჩემი მცირეწლოვანი შვილები. მე მივეცი თანხმობა. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება და პოლიტიკოსი. აქვე უნდა აღვნიშნე რომ იყვნენ ისეთები, ვინც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა ზარები მათგან, რომ ეს იყო დიდი სიბინძურე. მადლობა მათ ამ პოზიციისთვის.

ცნობისთვის, შოვში დატრიალებული სტიქიის დროს ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო "სანსეტ შოვი" დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოჯახმა სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.

სასტუმროს მმართველი კომპანიის წარმომადგენლის ანა მურადაშვილის თქმით, თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, საკუთარი ავტომობილით დატოვა.