პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით" - ალექსანდრე თვალჭრელიძე
"შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით" - ალექსანდრე თვალჭრელიძე

ნავ­თობ­სა­დენ­სა და გაზ­სა­დენს, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰანს, პრობ­ლე­მა არა აქვს, რად­გან იქ "სკა­დას" სის­ტე­მაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად NASA-დან იმარ­თე­ბა - შეგ­ვიძ­ლია NASA-ს ვთხო­ვოთ მო­ნი­ტო­რინ­გის ჩა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­დის შემ­დეგ, ან ვი­ყი­დოთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, გავ­წვრთნათ ოპე­რა­ტო­რე­ბი. ამას 15-20 კაცი და თხუთ­მე­ტი­ო­დე კომ­პი­უ­ტე­რი სჭირ­დე­ბა, სულ 5-6 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­აა, სა­მა­გი­ე­როდ, და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბით,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც შოვ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში "სკა­დას" სის­ტე­მა და­მონ­ტაჟ­დე­ბა, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს დამ­ნა­შა­ვე გვე­ცო­დი­ნე­ბა და და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბით.

"ეს პირ­ვე­ლი ამ­ბა­ვი არ არის, გვახ­სოვს, რა მოხ­და და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში, როცა ხალ­ხი და­ი­ღუ­პა თრუ­სოს ხე­ო­ბი­დან ღვარ­ცო­ფის ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ; გვახ­სოვს ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი 2013 წელი და ადი­დე­ბა მდი­ნა­რე ვე­რე­სი, იქ წარ­მოქ­მნი­ლი ღვარ­ცო­ფი. გახ­სოვთ, რა ხდე­ბო­და მთი­ან აჭა­რა­ში. ასე­თი 7500 ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით მათი მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. სხვა ტი­პის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვა სჭირ­დე­ბა ამ საქ­მეს. ამას ვუ­ჩი­ჩი­ნებ მთავ­რო­ბას აგერ 15 წე­ლია და არა­ვინ მიგ­დებს ყურს.

ნავ­თობ­სა­დენ­სა და გაზ­სა­დენს, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰანს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არა აქვს, რად­გან იქ "სკა­დას" სის­ტე­მაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად NASA-დან იმარ­თე­ბა. ასე­თი ტი­პის კოს­მო­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი მთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გად­მო­ღე­ბა ძნე­ლი არ არის. შეგ­ვიძ­ლია NASA-ს ვთხო­ვოთ ასე­თი ტი­პის მო­ნი­ტო­რინ­გის ჩა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­დის შემ­დეგ, ან ვი­ყი­დოთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, გავ­წვრთნათ ოპე­რა­ტო­რე­ბი. ამას 15-20 კაცი და თხუთ­მე­ტი­ო­დე კომ­პი­უ­ტე­რი სჭირ­დე­ბა, სულ 5-6 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­აა, სა­მა­გი­ე­როდ, და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რამე მოხ­და, გვე­ცო­დი­ნე­ბა დამ­ნა­შა­ვე“,- აღ­ნიშ­ნა თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნელი
0

გთხოვთ გაითვალისწინოთ ბ-ნ ალექსანდრე თვალჭრელიძის მოსაზრება. დაცვა აუცილებელია!

დგ
0

მერე ვინ იყიდის ჯიპებს,ვინ ივლის უცხოეთში ხალხის ხარჯზე,ვინ გამართავს კონცერტებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით" - ალექსანდრე თვალჭრელიძე

"შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით" - ალექსანდრე თვალჭრელიძე

ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, პრობლემა არა აქვს, რადგან იქ "სკადას" სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება - შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით,- ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ "კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც შოვში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც თვალჭრელიძემ აღნიშნა, თუ საქართველოში "სკადას" სისტემა დამონტაჟდება, სტიქიური მოვლენების დროს დამნაშავე გვეცოდინება და დაცული ვიქნებით.

"ეს პირველი ამბავი არ არის, გვახსოვს, რა მოხდა დარიალის ხეობაში, როცა ხალხი დაიღუპა თრუსოს ხეობიდან ღვარცოფის ჩამოსვლის შემდეგ; გვახსოვს ავადსახსენებელი 2013 წელი და ადიდება მდინარე ვერესი, იქ წარმოქმნილი ღვარცოფი. გახსოვთ, რა ხდებოდა მთიან აჭარაში. ასეთი 7500 ადგილია საქართველოში და იმ ტექნოლოგიებით მათი მონიტორინგი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, პრაქტიკულად არ შეიძლება. სხვა ტიპის სახელმწიფო მართვა სჭირდება ამ საქმეს. ამას ვუჩიჩინებ მთავრობას აგერ 15 წელია და არავინ მიგდებს ყურს.

ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, აბსოლუტურად არავითარი პრობლემა არა აქვს, რადგან იქ "სკადას" სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება. ასეთი ტიპის კოსმოსური მონიტორინგი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამ ტექნოლოგიების გადმოღება ძნელი არ არის. შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ ასეთი ტიპის მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე მოხდა, გვეცოდინება დამნაშავე“,- აღნიშნა თვალჭრელიძემ.

წაიკითხეთ ასევე: