ავტორი:

"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია გლაციალური ღვარცოფით იყო განპირობებული. ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს..." - რას წერს გლაციოლოგი

"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია გლაციალური ღვარცოფით იყო განპირობებული. ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს..." - რას წერს გლაციოლოგი

გლაციოლოგი ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს 5 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლებშიც, მისი თქმით, ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა.

სპეციალისტი განმარტავს, რომ ზვავი უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე წარმოიშვა.

"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. ახლად მოპოვებულ სატელიტურ სურათზე რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა.

კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე.

ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია "მუდმივ მზრალობასთან". უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე ექვემდებარება სეზონურობას. ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს.

ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს:

1) თავისით

2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად,

3) მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც (რასაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება)." - წერს გლაციოლოგი.

  • იხილეთ სტიქიის დაწყების ადგილის ამსახველი სატელიტური ფოტოები:

ასევე იხილეთ: