ავტორი:

შოვში დაღუპულთაგან კიდევ ორი ადამიანის ვინაობა ხდება ცნობილი - მათ შორის ერთ-ერთი 18 წლის სამირა ისაევაა

შოვში დაღუპულთაგან კიდევ ორი ადამიანის ვინაობა ხდება ცნობილი - მათ შორის ერთ-ერთი 18 წლის სამირა ისაევაა

ცნობილი ხდება შოვში დაღუპულ ადამინთა შორის კიდევ ორის ვინაობა. როგორც ინფო რუსთავი წერს, ეს ადამინები რუსთავიდან არიან - 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.

"დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძზალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" გარდაცვლილი გოგონას ძმამ, ისკანდერ ისაევამ.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა.

ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ძებნისა და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ცნობილია, რომ 18 ადამიანს ეძებენ

მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა