მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყიდან გადმოვიდნენ და ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა" - მოქალაქე სტიქიისგან გადარჩენის ამბავს ჰყვება
"ტყიდან გადმოვიდნენ და ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა" - მოქალაქე სტიქიისგან გადარჩენის ამბავს ჰყვება

შოვ­ში სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე, მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე ყვე­ბა, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს ის და მისი ოჯა­ხი.

"მე ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი ვარ იმ 16 დან, რო­მე­ლიც მე­წყერ­ში მოყ­ვა და გა­დარ­ჩა. გა­დავ­რჩით მთე­ლი ოჯა­ხი მე მე­უღ­ლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინ­და მად­ლო­ბა გა­ვუ­ხა­დო რაჭ­ველ უმაგ­რეს ბი­ჭებს.

ვიცი მხო­ლოდ ერ­თის სა­ხე­ლი ლაშა, რო­მე­ლიც ჰალ­კი­ვით და­კუნ­თუ­ლია და ჩვენ­თვის იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი იყო . 2 სა­ა­თი ნა­ხევ­რად ჩაფ­ლუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით შუ­ა­გულ მე­წყერ­ში.

უცებ ვხე­დავთ ამ ლა­შას და კი­დევ მის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს, რომ­ლე­ბიც შო­ვის ტყი­დან გად­მო­ვიდ­ნენ და დან­გრე­უ­ლი კო­ტე­ჯე­ბის ფიც­რე­ბით ბი­ლი­კი გაგ­ვი­კე­თეს. სი­ხა­რუ­ლის­გან ვბღა­ო­დით. ერთ-ერ­თმა ჩემი შვი­ლი მთე­ლი გზა ხე­ლით ატა­რა.

არ ვიცი აქ ხართ თუ არა ბი­ჭე­ბო, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ კარ­გად ხართ. მად­ლო­ბა უდი­დე­სი, უღ­რმე­სი თქვე­ნი ამა­გი მთე­ლი სი­ცო­ცხლე გაგ­ვყვე­ბა. მინ­და მუ­დამ ჯან­მრთე­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი იყოთ.

ასე­ვე უდი­დე­სი მად­ლო­ბა ონის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთელს პერ­სო­ნალს ვინ გვაჭ­მევ­და და ვინ გვაც­მევ­და აღარ ვიცი. ყვე­ლაა სა­თი­თა­ოდ მო­დი­ო­და და გვეხ­მა­რე­ბო­და. მად­ლო­ბა ხალხნო თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო", - წერს მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა.

ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ას 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ძებ­ნი­სა და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრელ­დე­ბა.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

და იმ კავშირშია რომ თბილისში მიწას აქვს საძოვრის სტატუსი და შოვში ამ ადგილს რომ ქონოდა სტატუსი მეწყერსაშიში ან ტყე ან საძოვარი ვერ ჩადგამდნენ კოტეჯებს და აღარ აიყვანდნენ ბავშვებს და გულიც ასე აღარ დაგვეწვებოდა 

123
1

პირველები რაჭველი ბიჭები იყვნენ,რომელთა გული გაჭირვებულებს ემსახურებოდა თავიანთი სიცოცხლის ფასად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ტყიდან გადმოვიდნენ და ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა" - მოქალაქე სტიქიისგან გადარჩენის ამბავს ჰყვება

"ტყიდან გადმოვიდნენ და ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა" - მოქალაქე სტიქიისგან გადარჩენის ამბავს ჰყვება

შოვში სტიქიას გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე, მარიამ ბერიანიძე ყვება, თუ როგორ გადაარჩინეს ის და მისი ოჯახი.

"მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16 დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი მე მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინდა მადლობა გავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს.

ვიცი მხოლოდ ერთის სახელი ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო . 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში.

უცებ ვხედავთ ამ ლაშას და კიდევ მის რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა.

არ ვიცი აქ ხართ თუ არა ბიჭებო, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგად ხართ. მადლობა უდიდესი, უღრმესი თქვენი ამაგი მთელი სიცოცხლე გაგვყვება. მინდა მუდამ ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ.

ასევე უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს ვინ გვაჭმევდა და ვინ გვაცმევდა აღარ ვიცი. ყველაა სათითაოდ მოდიოდა და გვეხმარებოდა. მადლობა ხალხნო თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო", - წერს მარიამ ბერიანიძე.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა.

ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ძებნისა და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრელდება.

მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.