საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი... ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს" - მარიტა გუტაშვილი, რომელიც 9 ახლობელს ეძებს
"ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი... ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს" - მარიტა გუტაშვილი,  რომელიც 9 ახლობელს ეძებს

შოვ­ში, და­მე­წყრილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ეტაპ­ზე 16 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი. და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლის ამოც­ნო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ხერ­ხდე­ბა. და­კარ­გუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი დღეს ქუ­თა­ი­სის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რათა მათ ამო­ეც­ნოთ ცხედ­რე­ბი, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გვა­მე­ბი ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, რომ დნმ-ს ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის და და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

AMBEBI.GE მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც 9 ახ­ლო­ბელს ეძებს:

"გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სამი და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და კონ­ტაქ­ტზე, მაგ­რამ ტყუ­ი­ლია, თუ მარ­თა­ლი, არ ვიცი, მე არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. პრო­ზექ­ტუ­რი­დან მოვ­დი­ვართ, ცხედ­რე­ბის ამოც­ნო­ბა­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნეს. მე ისი­ნი არ მი­ნა­ხავს, იქ ვე­რაფ­რით შე­ვი­დო­დი, ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­აო, მი­თხრეს. ფო­ტო­ებ­საც ვერ დავ­ხე­დე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გარ­კვე­ვა. დნმ-ს ანა­ლი­ზი აგ­ვი­ღეს და იქ­ნებ ასე შეძ­ლონ მათი ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა.

დღეს ჩვე­ნი ძაღ­ლი - ბონი გა­მოჩ­ნდა, სტი­ქი­ის დროს არ ვიცი, სად იყო, ხან­და­ხან გა­დი­ო­და და სე­ირ­ნობ­და. ვი­ფიქ­რეთ, იქ­ნებ სა­ი­და­ნაც გა­მო­ვი­და, ჩვე­ნე­ბიც იქ იყ­ვნენ და ახლა იმ მი­და­მო­ებ­ში ეძე­ბენ ბი­ჭე­ბი. ბო­ნის გარ­და, 3 ძაღ­ლი გვყავ­და და არც ერთი არ ჩანს. ად­გილ­ზე საკ­მა­ოდ რთუ­ლი რე­ლი­ე­ფია, ტა­ლა­ხი სქელ­დე­ბა, რო­გო­რია იქ ძებ­ნა? ჯერ-ჯე­რო­ბით, იმე­დის მომ­ცე­მი არა­ფე­რია, არ­სა­ი­და­ნა­რა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი არ ჩანს, ვე­ლო­დე­ბი სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დამ­თავ­რე­ბას, ბი­ჭე­ბი თავს არ ზო­გა­ვენ.

სტი­ქი­ის დროს ჩვე­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­ტე­ჯში იყ­ვნენ, რო­მე­ლიც ად­რინ­დე­ლი სტი­ქი­ის დროს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ად­გი­ლი იყო. ღვარ­ცო­ფი სა­დაც ჩა­მო­ვი­და და ლავა წა­მო­ვი­და, კო­ტე­ჯიც იქ იდგა...

ყვე­ლა კო­ტე­ჯი წა­ღე­ბუ­ლია, არც ერთი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. მარ­ტო კა­ლა­ძის "სან­სეტ შოვი“ დგას - თა­ვის დრო­ზე ისე გა­ა­კე­თა, მთე­ლი მთე­ბი რომ დაშ­ლი­ლი­ყო, იმას არა­ფე­რი მო­უ­ვი­დო­და. გზას რომ აკე­თებ­დნენ, პირ­და­პირ ჩვენ მოგ­ვიშ­ვი­რეს. ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან რომ გზავ­ნის მე­სი­ჯებს, მო­ვი­დეს და და­მე­ლა­პა­რა­კოს, მე ტე­ლე­ვი­ზორ­თან და­საჯ­დო­მად მცა­ლია ახლა? ასე მაქვს საქ­მე? მა­გას უნდა ვუს­მი­ნო, სად რას გა­მო­ა­ცხა­დებს?

ჩემი მშობ­ლე­ბი ცო­ცხლებ­ში აღარ წე­რი­ან, დე­დას მდგო­მა­რე­ო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად რთუ­ლია, ყო­ველ 2 წუთ­ში გო­ნე­ბას კარ­გავს და ვე­რა­ვის ცნობს. მა­მაც ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, მან­ქა­ნით დგას შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას და გა­მუდ­მე­ბით ჭოგ­რი­ტით ათ­ვა­ლი­ე­რებს არე­მა­რეს, იქ­ნებ ვინ­მე გა­მოჩ­ნდეს, ან ამო­იყ­ვა­ნონ. ამ დროს კა­ლა­ძე ამ­ბობს, მან­ქა­ნე­ბით გა­ვე­დიო. ჩა­მო­ვი­დეს და და­მე­ლა­პა­რა­კოს, ის თმა­ა­ჩე­ჩი­ლი რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, იმან არა­ფე­რი იცის და რად მინ­დო­და? ვინც ჩა­მო­სას­ვლე­ლია, ის ჩა­მო­ვი­დეს და იმან ამიხ­სნას რა, რო­გორ და რა­ტომ მოხ­და. გაქ­ცე­უ­ლე­ბი არი­ან, ვინ ამო­ი­ღებს ხმას?

ვი­ღაც ქალს და­უ­წე­რია ჩემ­თან, კო­მენ­ტა­რებ­ში - ვა­ი­მე, მანდ რა­ტომ გა­ა­შე­ნეთ კო­ტე­ჯე­ბიო. 1929 წელ­საა ეს კო­ტე­ჯე­ბი გა­შე­ნე­ბუ­ლი, ერთი სა­უ­კუ­ნი­საა. იმ­ხა­ნად გე­ო­ლო­გებ­მა შე­ა­მოწ­მეს იქა­უ­რო­ბა და და­ად­გი­ნეს, რომ უსაფრ­თხო იყო. 1 სა­უ­კუ­ნე რომ გა­ვი­და, დრო­დად­რო შე­მოწ­მე­ბა ხომ უნ­დო­და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, თან როცა მა­ქე­დან 24%-ს სა­ხელ­მწი­ფო იღებს? შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, ხალ­ხი რომ არ ჩა­ხო­ცი­ლი­ყო. მა­შინ, როცა მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ მოხ­და ასე­თი ამ­ბა­ვი, უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და გა­ერ­კვი­ათ, რა ხდე­ბო­და ზე­ვით. ახლა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჰყავ­დათ თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, აზომ­ვით სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებ­დნენ. ჩემი დად­გმუ­ლი კი არაა, ერ­თსა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კო­ტე­ჯე­ბია. ვინც იცის რა კარ­გია შოვი, მო­დი­ო­და. მაგ­რამ ახლა რაღა კარ­გი - სა­საკ­ლა­ოა შოვი.

ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ვმუ­შა­ობ­დი. ჩემი ძმა - გიგი აბი­ტუ­რი­ენ­ტია, იუ­რი­დი­ულ­ზე აბა­რებ­და რო­ბა­ქი­ძე­ში და ქუ­ლე­ბის და­დე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ ჩე­მე­ბი. დე­დას და­უ­რე­კეს, რომ კარ­გი ქუ­ლე­ბი ჰქონ­და, ჩემ­თან და­რეკ­ვა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს. ჩემი და - მე­გიც რო­ბა­ქი­ძის იუ­რი­დი­უ­ლის მა­გის­ტრის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. და­კარ­გუ­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი ორი­ვე ეკო­ნო­მის­ტე­ბი არი­ან - 24 და 20 წლის (სტუ­დენ­ტია). ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვართ და ზა­ფხუ­ლო­ბით ერ­თად ვა­ტა­რებთ დროს. მათ­თან ერ­თად იყო ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ნატო ჭე­ლი­ძე სამ პა­ტა­რა ბავ­შვთან ერ­თად, სულ 9 ოჯა­ხის წევ­რი დავ­კარ­გე. ასე­ვე ნა­თე­სა­ვი - გე­ნა­დი სულ­თა­ნიშ­ვი­ლიც და­კარ­გუ­ლია. მი­ვალ ახლა სტი­ქი­ის ეპიტ­ცენ­ტრში, იქ­ნებ ბო­ნიმ გვა­პოვ­ნი­ნოს ჩე­მე­ბი“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რას აპიარებენ ამ "დამწუხრებულს" ? ააჰ, კალაძის "სანსეტ შოვის" მახსენებლად ?! ისა ონიანი რად გააპიარეთ, როლებს არ აძლევენ ? აბა 4 თვის წინ 60 კმ მანძილზე მთელი რაჭა ლეჩხუმი სტიქიის ადგილას იყო და რად არ აპიარებთ ?! გოდოლაძეს ?! 

niki
9

ამ გოგოს რა ჭკუა უნდა მოკითხო ასეთ დროს, რას ლაპარაკობს ალბათ ვერც აცნობიერებს?! აფექტურ მდგომარეობაში რომ არის ეტყობა, კიდევ კარგი სანსეტი შოვის შენობაც არ დაინგრა და იქ მყოფი ადამიანები, ნამდვილად ვერ გააცოცხლებდნენ ვერავის მიცვალებულებს! ამ ტელევიზიებმაც რომ თავი დაანებონ და აგლოვონ ეს ადამიანი და მერე ალაპარაკონ არ შეიძლება?!

ავტორი:

"ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი... ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს" - მარიტა გუტაშვილი, რომელიც 9 ახლობელს ეძებს

"ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი... ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს" - მარიტა გუტაშვილი,  რომელიც 9 ახლობელს ეძებს

შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 16 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. დაღუპული ადამიანების ნაწილის ამოცნობა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. დაკარგულების ახლობლები დღეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, რათა მათ ამოეცნოთ ცხედრები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გვამები ისეთი დაზიანებულია, რომ დნმ-ს ნიმუშების აღების და დამატებითი კვლევების გარეშე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

AMBEBI.GE მარიტა გუტაშვილს ესაუბრა, რომელიც 9 ახლობელს ეძებს:

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამი დაკარგული ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, მაგრამ ტყუილია, თუ მართალი, არ ვიცი, მე არავინ დამკავშირებია. პროზექტურიდან მოვდივართ, ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს. მე ისინი არ მინახავს, იქ ვერაფრით შევიდოდი, ძალიან დაზიანებულიაო, მითხრეს. ფოტოებსაც ვერ დავხედე, შეუძლებელია ასე გარკვევა. დნმ-ს ანალიზი აგვიღეს და იქნებ ასე შეძლონ მათი ვინაობის დადგენა.

დღეს ჩვენი ძაღლი - ბონი გამოჩნდა, სტიქიის დროს არ ვიცი, სად იყო, ხანდახან გადიოდა და სეირნობდა. ვიფიქრეთ, იქნებ საიდანაც გამოვიდა, ჩვენებიც იქ იყვნენ და ახლა იმ მიდამოებში ეძებენ ბიჭები. ბონის გარდა, 3 ძაღლი გვყავდა და არც ერთი არ ჩანს. ადგილზე საკმაოდ რთული რელიეფია, ტალახი სქელდება, როგორია იქ ძებნა? ჯერ-ჯერობით, იმედის მომცემი არაფერია, არსაიდანარანაირი ნიშანი არ ჩანს, ველოდები სამაშველო სამუშაოების დამთავრებას, ბიჭები თავს არ ზოგავენ.

სტიქიის დროს ჩვენები, სავარაუდოდ, კოტეჯში იყვნენ, რომელიც ადრინდელი სტიქიის დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. ღვარცოფი სადაც ჩამოვიდა და ლავა წამოვიდა, კოტეჯიც იქ იდგა...

ყველა კოტეჯი წაღებულია, არც ერთი არ გადარჩენილა. მარტო კალაძის "სანსეტ შოვი“ დგას - თავის დროზე ისე გააკეთა, მთელი მთები რომ დაშლილიყო, იმას არაფერი მოუვიდოდა. გზას რომ აკეთებდნენ, პირდაპირ ჩვენ მოგვიშვირეს. ტელევიზორიდან რომ გზავნის მესიჯებს, მოვიდეს და დამელაპარაკოს, მე ტელევიზორთან დასაჯდომად მცალია ახლა? ასე მაქვს საქმე? მაგას უნდა ვუსმინო, სად რას გამოაცხადებს?

ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედას მდგომარეობა კატასტროფულად რთულია, ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს და ვერავის ცნობს. მამაც ძალიან ცუდადაა, მანქანით დგას შემაღლებულ ადგილას და გამუდმებით ჭოგრიტით ათვალიერებს არემარეს, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ან ამოიყვანონ. ამ დროს კალაძე ამბობს, მანქანებით გავედიო. ჩამოვიდეს და დამელაპარაკოს, ის თმააჩეჩილი რომ გამომიგზავნეს, იმან არაფერი იცის და რად მინდოდა? ვინც ჩამოსასვლელია, ის ჩამოვიდეს და იმან ამიხსნას რა, როგორ და რატომ მოხდა. გაქცეულები არიან, ვინ ამოიღებს ხმას?

ვიღაც ქალს დაუწერია ჩემთან, კომენტარებში - ვაიმე, მანდ რატომ გააშენეთ კოტეჯებიო. 1929 წელსაა ეს კოტეჯები გაშენებული, ერთი საუკუნისაა. იმხანად გეოლოგებმა შეამოწმეს იქაურობა და დაადგინეს, რომ უსაფრთხო იყო. 1 საუკუნე რომ გავიდა, დროდადრო შემოწმება ხომ უნდოდა სახელმწიფოს მხრიდან, თან როცა მაქედან 24%-ს სახელმწიფო იღებს? შეემოწმებინათ, ხალხი რომ არ ჩახოცილიყო. მაშინ, როცა მანამდე რამდენიმეჯერ მოხდა ასეთი ამბავი, უნდა ჩამოსულიყვნენ და გაერკვიათ, რა ხდებოდა ზევით. ახლა გამოგზავნილი ჰყავდათ თავისი სტრუქტურებიდან თანამშრომლები, აზომვით სამუშაოებს ატარებდნენ. ჩემი დადგმული კი არაა, ერთსაუკუნოვანი კოტეჯებია. ვინც იცის რა კარგია შოვი, მოდიოდა. მაგრამ ახლა რაღა კარგი - სასაკლაოა შოვი.

ეს ამბავი რომ მოხდა, თბილისში ვიყავი, ვმუშაობდი. ჩემი ძმა - გიგი აბიტურიენტია, იურიდიულზე აბარებდა რობაქიძეში და ქულების დადებას ელოდებოდნენ ჩემები. დედას დაურეკეს, რომ კარგი ქულები ჰქონდა, ჩემთან დარეკვა ვეღარ მოახერხეს. ჩემი და - მეგიც რობაქიძის იურიდიულის მაგისტრის კურსდამთავრებულია. დაკარგული დეიდაშვილები ორივე ეკონომისტები არიან - 24 და 20 წლის (სტუდენტია). ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ზაფხულობით ერთად ვატარებთ დროს. მათთან ერთად იყო ჩემი ბიძაშვილი ნატო ჭელიძე სამ პატარა ბავშვთან ერთად, სულ 9 ოჯახის წევრი დავკარგე. ასევე ნათესავი - გენადი სულთანიშვილიც დაკარგულია. მივალ ახლა სტიქიის ეპიტცენტრში, იქნებ ბონიმ გვაპოვნინოს ჩემები“.

წაიკითხეთ ასევე: