ავტორი:

"ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს ამ სიბინძურისთვის იცლიან“ - მამუკა ხაზარაძე

"ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს ამ სიბინძურისთვის იცლიან“ - მამუკა ხაზარაძე

ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! - სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან, - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ვერტმფრენი რომ ჰყოლოდა, პირველივე წუთიდან სტიქიის ადგილზე იქნებოდა, "განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის, რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული“.

"ოცნების ექსპერტები“ დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ - არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ცილისწამებას. ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია! რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა, პირველივე წუთებიდან! განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის, რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული და კომერციულად იყენებს!

კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო. სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.