სამართალი
პოლიტიკა

28

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ - უახლესი კადრები შოვიდან
დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ - უახლესი კადრები შოვიდან

შოვ­ში, და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ­თან ერ­თად სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ სტი­ქი­ის ზონა ცოტა ხნის წინ უკო­მენ­ტა­როდ და­ტო­ვეს.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დი­ლი­დან გა­ნახ­ლდა. ად­გილ­ზე მუ­შა­ობს ავი­ა­ცია. სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­თან, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვილ­თან და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სხვა ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად გვი­ან ღა­მემ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და სტი­ქი­ის ზო­ნა­ში.

"შე­მუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც საბ­რძო­ლო-სა­ინ­ჟინ­რო ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში რამ­დე­ნი­მე გა­საშ­ლელ ხიდს მო­ა­წყო­ბენ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან ერ­თად სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­ნის­ტრი ზურა აზა­რაშ­ვი­ლი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შოვ­ში მე­წყე­რი 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მოწ­ვა. სტი­ქი­ის ზო­ნი­დან, ამ დრო­ის­თვის, 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 11 პირი. შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

ვი­დე­ო­კად­რე­ბი: ვანო მაზ­მიშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ - უახლესი კადრები შოვიდან

დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ - უახლესი კადრები შოვიდან

შოვში, დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ. მათთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ სტიქიის ზონა ცოტა ხნის წინ უკომენტაროდ დატოვეს.

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. ადგილზე მუშაობს ავიაცია. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები.

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.

"შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურა აზარაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვიდეოკადრები: ვანო მაზმიშვილი