სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა რეგიონში" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია შოვში მომხდარ ტრაგედიას?
"ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა რეგიონში" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია შოვში მომხდარ ტრაგედიას?

შოვ­ში მე­წყე­რი ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს ჩა­მოწ­ვა. ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 11 პი­რის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.

ტრა­გე­დი­ას უცხო­უ­რი მე­დი­აც ეხ­მა­უ­რე­ბა - ABCnews მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

"11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნის მთებ­ში, სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

მე­წყე­რი შო­ვის რა­ი­ონ­ში ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს მოხ­და, მაგ­რამ მაშ­ვე­ლებ­მა ად­გილ­ზე მის­ვლა და­ღა­მე­ბამ­დე ვერ შეძ­ლეს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი რა­ჭის რა­ი­ონ­ში, რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან, დე­და­ქა­ლაქ თბი­ლი­სი­დან 140 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ის პო­პუ­ლა­რუ­ლია თა­ვი­სი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით და ულა­მა­ზე­სი მთის ხე­დე­ბით“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მე­წყე­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, ძლი­ერ­მა ნა­ლექ­მა გა­მო­იწ­ვია, რაც ამ მხა­რე­ში ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ერო­ზი­ამ და­ამ­ძი­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი გე­ო­ლო­გის, მე­რაბ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის თქმით, ამ მას­შტა­ბის მე­წყე­რი პირ­ვე­ლად მოხ­და რე­გი­ონ­ში და მას ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა უწო­და.

მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შემ­დეგ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე 150 მაშ­ვე­ლი იყო გაგ­ზავ­ნი­ლი, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სულ 400 მაშ­ვე­ლია ჩარ­თუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო რაჭაში

!!!!!
1

ABCnews- ი ძალიან ხომ არ ურევს?!

მეტი სიზუსტით ვერ გადმოსცა ადგილმდებარეობა, საქართველო-კურორტი შოვი, თუ მოერიდა ხსენება. სამხრეთ კავკასიის ქვეყანაა, რუსეთის საზღვართან ახლოს თუ, დედაქალაქ თბილისიდან 140 კილომეტრში, ამას დაინტერესებული თავად უნდა არკვევდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა რეგიონში" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია შოვში მომხდარ ტრაგედიას?

"ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა რეგიონში" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია შოვში მომხდარ ტრაგედიას?

შოვში მეწყერი ხუთშაბათს საღამოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 11 პირის ცხედარია ნაპოვნი.

ტრაგედიას უცხოური მედიაც ეხმაურება - ABCnews მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"11 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კავკასიის ქვეყნის მთებში, საკურორტო ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მეწყერი შოვის რაიონში ხუთშაბათს საღამოს მოხდა, მაგრამ მაშველებმა ადგილზე მისვლა დაღამებამდე ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილი რაჭის რაიონში, რუსეთის საზღვართან, დედაქალაქ თბილისიდან 140 კილომეტრში მდებარეობს. ის პოპულარულია თავისი მინერალური წყლებით და ულამაზესი მთის ხედებით“ - აღნიშნულია სტატიაში.

ოფიციალური პირების განცხადებით, მეწყერი სავარაუდოდ, ძლიერმა ნალექმა გამოიწვია, რაც ამ მხარეში ბოლოდროინდელმა ეროზიამ დაამძიმა.

ადგილობრივი გეოლოგის, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ამ მასშტაბის მეწყერი პირველად მოხდა რეგიონში და მას ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენა უწოდა.

მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 150 მაშველი იყო გაგზავნილი, სამაშველო სამუშაოებში სულ 400 მაშველია ჩართული.