ავტორი:

"ჩვენი გადარჩენისთვის მადლობა მინდა ვუთხრა რაჭველ ბიჭებს... "სანსეტ შოვამდე" მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს" - რას წერს სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე?

"ჩვენი გადარჩენისთვის მადლობა მინდა ვუთხრა რაჭველ ბიჭებს... "სანსეტ შოვამდე" მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს" - რას წერს სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე?

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო - სამაშველო ღონისძიებები დღეს დილიდან გაგრძელდა. სტიქიის ზონიდან ორასზე მეტი მოქალაქეა ევაკუირებული, 25 მოქალაქესთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჯარიც. ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიას 11 მსხვერპლი ჰყავს.

გუშინდელი დღიდან გადარჩენილი მოქალაქეები სოციალურ ქსელში იმ ემოციებზე წერენ, რაც გადაიტანეს:

"მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი გადარჩენისთვის იმ რაჭველ ბიჭებს. სამწუხაროდ სურათი ვერ გადავუღე. 6 ბიჭი იყო სანსეტ შოვამდე მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს, იქ გადაგვიყვანეს. მერე გადმოგვაფრინა სამშველომ მინდა მათაც უღრმესი მადლობა გადავუხადო.

ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო Family Inn Shovi ბატონ დავით და მის ვაჟს ასევე ბატონი დავითის ძმაკაცს და მის ოჯახს, მათ თანადგომას ვერასდროს გადავიხდი. ონის მერს რომელიც ყველანაერად დამეხმარა და სახლში მიგვიყვანა. საოცარი ხალხი ხართ რაჭველები ყველა დაკარგულს სამშვიდობოს გამოსვლას ვუსურვებ" - წერს მოქალაქე გიო ადამია.